Sunday, November 24, 2013

Android-ის აჩქარების ხერხი ანიმაციების გამორთვით

ანდროიდის აჩქარების ერთერთი ხერხია ანიმაციების გამორთვა მენიუში. ისევე როგორც ხშირად კომპიუტერზე ვრთავთ რაც შეიძლება უბრალო თემას და ვთიშავთ ყველანაირ ანიმაციას მისი აჩქარებისთვის, ანდროიდის სმარტფონისთვისაც მსგავსი მოქმედება შეიძლება დადებითი შედეგი მოიტანოს.

შევიდეთ ჩვენი ტელეფონის პარამეტრების  Developer Option-ებში.
შემდეგ კი ვიპოვეთ მენიუს პუნქტები სადაც წერია Animations
და გამოვრთოთ ის
აქ თუ შეამჩნევთ  მე  ასევე ჩავრთე GPU აქსელერაცია, ანუ თუ ნორმალური ვიდეოკარტა არის თქვენ ტელეფონში ის აიღებს თავის თავზე ეკრანის "დახატვის" ფუნქციას. თუმცა შეიძლება ამის გამო თქვენი ბატარეა უფრო მალე დაიცალოს, ამიტომ გემოვნების ამბავია. რა თქმა უნდა იმისთვის რომ, ეს ცვლილებები ძალაშ შევიდეს საჭიროა ტელეფონის დარესტარტება.

P.S. თუ თქვენ ტელეფონში არ ჩანს Developer Options მაშინ საჭიროა შეხვიდეთ About Device-ში და Build Number-ზე ერთი 7ჯერ დააწკაპუნოთ.

Saturday, November 23, 2013

Multicloud - სწრაფი წვდომა ქლაუდ სისტემებთან

ჩვენ ყველას გვაქვს რამოდენიმე ქლაუდი, მაგალითად გუგლ დრაივი, დროპბოქსი, სკაიდრავი ან რამე ეგზოტიკური, როგორცაა AmazonS3 და SugarSync.

რიგ შემთხვევაში ერთი ან ორი ქლაუდ სისტემის კლიენტი გვიყენია კომპზე, ხოლო დანარჩენს პერიოდულად ვიყენებთ რაღაც მიზნებისთვის და მათი დაყენება არაა მიზანშეწონილი. როგორ მოვახერხოთ სწრაფი წვდომა და ფაილების გაცვლა ქლაუდ სისტემებს შორის ჩვენ კომპიუტერზე ან თუნდაც სხვის კომპიუტერზე.

ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა MultiCloud. ამ სერვისის გამოყენებისათვის საჭიროა საიტზე ანგარიშის შექმნა და შესაბამისი ქლაუდ სისტემების ანგარიშების მიბმა. MultiCloud მხარს უჭერს  DropBox, Box.net, SkyDrive, Google Drive, SugarSync და  AmazonS3 ქლაუდ სისტემებს. გარდა ამისა ამ სერვისის მეშვეობით შესაძლებელია თითო ქლაუდ სისტემაზე რამოდენიმე აკაუნტის მიბმა. რაიმე შეზღუდვა ფაილების ატვირთვა ჩამოტვირთვების რაოდენობაზე, სისტემებს შორის გადატანაზე და აკაუნტების რაოდენობაზე შემჩნეული არ არის. ფაილის მაქსიმალური ზომა, რომელიც შეიძება იყოს ატვირთული კი 200 მეგაბაიტია. არსებობს აგრეთვე ქლაუდ სისტემებში ძებნის ფუნქცია და მრავალი სხვა.  ინტერფეისი კი საკმაოდ მეგობრულია.


სერვისის მფლობელების თქმით თქვენი უსაფრთხოება და პრივატულობა დაცულია მაღალ დონეზე. პაროლები არ ინახება და ფაილები არ ინახება მულთიქლაუდთან. თუმცა რა თქმა უნდა ენდობით თუ არა ამ განცხადაბებს თქვენი გადასაწყვეტია. 

Saturday, October 26, 2013

ნოუთბუქის serial numberის და მოდელის გაგება კომანდ ლაინის მეშვეობით

ნოუთბუქის serial number-ის და მოდელის გაგება შეიძლება გავიგოთ 2 გზით: შევხედოთ ნოუთბუქის ძირზე ან გავხსნათ cmd. მეორე გზა ერთ მხრივ უფრო კომფორტულია (ბოლო ბოლო უბრალოდ დავაკოპირებთი) და თან შეიძლება ერთადერთი გახდეს თუ ძირზე მიწებებული ეთიკეტები უბრალოდ გაიცვითა.
მეორე გზა: გავხსნათ cmd და ჩავწეროთ wmic csproduct get vendor,name,identifyingnumber. ენთერზე დაჭერით კი მივიღებთ შედეგს.

Friday, September 20, 2013

Local storage-ს შექმნა Citrix Xenserver-ში

Local Storage-ს დამატება XenCenter-ს მეშვეობით შეუძლებელია, შესაბამის დიალოგურ ფანჯარაში ჩანს მხოლოდ "ქსელური გადაწყვეტილებები" სთორიჯებისთვის. თუ ჩვენ გვინდა დავამატოთ სთორიჯად სერვერშივე არსებული დამატებითი ვინჩესტერები, მაშინ ჩვენ უნდა მივმართოთ კონსოლს. სერვერთან XenCenter-ის მეშვეობით დაკავშირების მერე გადავიდეთ კონსოლში და fdisk -l მეშვეობით გავარკვიოთ თუ როგორ მიმაუნთდა ჩვენი ახალი ვინჩესტერი. დავუშვათ ეს არის /dev/sdb. შემდეგ ნაბიჯად უნდა შევასრულოთ ბრძანება pvcreate /dev/sdb

შემდეგ ავკრიფოთ: xe sr-create name-label="rac chven gagvixardeba" type=lvm content-type=user device-config:device=/dev/sdb და ვაჭერთ ენთერს. მორჩა დამატებულია ახალი ლოკალური სთორიჯი.

Tuesday, September 17, 2013

Hyper-V და Virtualbox/Vmware-ს თანაარსებობა ერთ კომპზე

Windows 8 არის პირველი დესკტოპ ოპერაციული სისტემა Windows ებს შორის რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ Hyper-V ვირტუალიზაცია. რა თქმა უნდა ამისთვვის არამარტო Windows 8 უნდა გეყენოთ არამედ შესაბამისი პროცესორიც უნდა გქონდეთ.

ამ სტატიაში ჩვენ არ განვიხილავთ Hyper-Vს გამართვის ან მასში მუშაობის საკითხებს. ჩვენ უნდა შევეცადოთ გადაწყვიტოთ შემდეგი პრობლემა: Hyper-V-ს ჩართვის მერე თუ თქვენ მოინდომებთ მაგალითად ვირტუალბოქსში რაიმე ვირტუალის გაშვებას გადაეყრებით დაახლოებით მსგავს პრობლემას:

What??? იფიქრებთ თქვენ. საქმე იმაშია რომ Hyper-V დაყენების მერე თავის სერვის მუდმივად ჩართულს ტოვებს და ართმევს აპარატული ვირტუალიზაციას სხვა პროდუქტებს. ხოლო ისეთი პროგრამები, როგორიცაა მაგალითად Virtualbox და Vmware Workstation თავიანთ სერვისებს უშვებენ მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ჩართავთ მათ, ანუ  Hyper-V ფაქტიურად აპარატული ვირტუალიზაციის მონოპოლიზაციას აკეთებს და დანარჩნ პროდუქტებს უტოვებს მხოლოდ სოფტვერული ვირტულიზაციის შესაძლებლობას, რაც გამოიწვევს მათ მუშაობას კუს სიჩქარით და ასევე 64 ბიტიანი ვირტუალების გაშვების შეუძლებლობას.

როგორ მოვიქცეთ და მოვსპოთ  Hyper-V-ს ვირტუალიზაცია?

ამის რომოდენიმე გზა არსებობს, მაგრამ იდეა არის ერთი კომპიუტერის ჩართვისას ავტომატურად არ ჩაირთოს  Hyper-V შესაბამისი სერვისი.

გავუშვათ  cmd როგორც ადმინისტრატორმა და ჩავწეროთ შემდეგი რამ:
bcdedit /set hypervisorlaunchtype off

კომპიუტერის დარესტარტების მერე ვირტუალბოქსი ჩვეულებრივად გაეშვება.მაგრამ უკვე Hyper-Vს გაშვებისას გამოვა შეტყობინება რომ არ მუშაობს ჰიპერვიზორი, ჩვენ ისევ მოგვიწევს ადმინისტრატორის უფლებებით კომანდ ლაინის გაშვება და ამჯერად ასეთი ბრძანების მეშვეობით ჰიპერვიზორის ჩართვა

bcdedit /set hypervisorlaunchtype auto

ჰიპერვიზორის ასამუშავებლად საჭიროა დავარესტარტოთ კომპიუტერი. ამის შემდეგ იმუშავებს ისევ Hyper-V და არ იმუშავებს virtualbox/vmware.
თუ ვინმემ იცის უფრო მარტივი გზა Hyper-V და virtualbox/vmware-სი ერთ კომპზე თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად welcome კომენტარებში.

Thursday, September 5, 2013

Acronis Snap Deploy-ის მეშვეობით ქსელში რამოდენიმე კომპიუტერზე სისტემის დაყენება

"ნაღდ" ადმინებს ქსელში რამოდენიმე კომპიუტერზე სისტემის ერთდროულად დაყენებისთვის უნდა შეეძლოთ MS Windows Server-ის შესაძლებლობების გამოყენება დესკტოპ ვინდოუსის სათანადო იმიჯების გამართვით. თუმცა ეს ყოველივე მოითხოვს როგორც საკმაოდ მაღალ კვალიფიკაციას ისე სათანადოდ გამართულ სერვერს ინფრასტრუქტურაში. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ თუნდაც რომელიმე ერთ მოთხოვნას ჩამოთვლილთაგან? ამ  შემთხვევაში ჩვენი დახმარება შეუძლია Acronis Snap Deploy-ს, რომლის ბოლო მეოთხე ვერსიას ეძღვნება ეს პოსტი. 15 დღიანი ტრიალ ვერსიის გადმოწერა შეიძლება, რომლის მეშვეობით 5 კომპზე შესძლებთ აღდგენას. დარეგისტრირების მერე გასაღები მოგივათ მეილზე.


დაყენების პროცედურა "ნექსტებით" სრულდება, საჭიროა კეის მითითება

დაყენების მერე გაიხსნება Acronis Snap Deploy 4 Management Console
პირველ რიგშ გავხსნათ და გავმართოთ PXE Server
დავაჭიროთ Upload components to PXE

Boot-ში ჩვენ გვინდა რომ დასტარტოს Acronis Snap Deploy 4 Agent


სერვერის სახელში მივუთითოთ ჩვენი კომპიუტერის სახელი, რათა შემდგომ რამე გაუგებრობა არ მოხდეს. PXE სერვერის დაყენების შემდეგ დავბრუნდეთ Welcome Screen-ზე და დავაჭიროთ Deploy Image. გაიხსნება ე.წ. Deploy Image

ნექსტების შედეგად ჩვენ ვიღებთ შემდეგ სურათს

აქ ავირჩიოთ პუნქტი Any machines ready for deployement და ავირჩიოთ თუ რა მინიმალური რაოდენობის კომპიუტერების გამოჩენისას დაიწყება გადაყენება ჩვენ შემთხვევაში ეს რაოდენობა არის 1.
შემდეგ ეტაპზე ჩვენ გვთხოვენ ან არსებული შაბლონის გამოყეენბა ან ახლის შექმნა (შაბლონში როგორ წესი მითითებულია  თუ რა იმიჯი გამოიყენება აღდგენისას). შაბლონის შექმნისას უთითებთ მის დასახელებას (რომელიც მიგანიშნებთ თუ რომელი იმიჯის აღდგენა გინდათ) და თვით იმიჯი. ასეთი შაბლონი შეგიძლიათ გქონდეთ უამრავი.

ამის შემდეგ შეიქმნება დავალება მოცემული შაბლონის მიხედვით და იმავე საბნეტში არსებული კომპიუტერები შესძლლებენ ჩაიტვირთონ PXE-დან და ჩატარდება იმიჯების აღდგენა.  თქვენ კონსოლში კი პროცენტულად იქნება ნაჩვენები შესრულების პროცესი.


Monday, September 2, 2013

Skype საუბრების ჩაწერა

თუ თქვენ გინდათ Skype საუბრების ჩაწერა ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ყველა იმ მხარეს, რომელთანაც საუბარი იწერება უშუალოს საუბრის დაწყებამდე. 

ყველაზე კარგი პროგრამა ასეთი ოპერაციის განხორცილებისთვის ალბათ არის უფასო Skype Auto Recorder



პროგრამას არ აქვს რაიმე შეზღუდვა ფაილის ზომაზე ან საუბრის ხანგრძლივობაზე. მას შეუძლია ავტომატურად ჩაწეროს ყველა საუბარი, მხოლოდ კონკრეტული კონტაქტების ან ჯგუფების საუბარი, ან ჩაწეროს ყველა გარდა რომელიღაც კონკრეტული კონტაქტების. რა თქმა უნდა ჩაწერა შეიძლება მოხდეს თქვენი მითითებითაც ანუ არაავტომატურ რეჟიმში. 

დეტალურ ინფორმაციას ამ პროგრამაზე შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
გადმოწერა შეიძლება ამ ლინკიდან

Sunday, September 1, 2013

Windows 8 Shortcuts

Windows 8-ის ინტერფეისში ისევ ხშირად ვიკარგები, ამიტომ კლავიატურული კომბინაციების გამოყენება მირჩევნია. ამ პოსტში მინდა ჩამოვთვალო ის კლავიატურული კომბინაციები, რომელიც ვიცი და რომლის გამოყენება ხშირად მიწევს:

პირველ რიგში ეს არის Windows+PrtScr გააკეთებს ეკრანის სკრინშოტს და ავტომატურად ჩააგდებს Pictures->Screenshots ფოლდერში
Windows+Space = კლავიატურის ენის შეცვლა
Windows+I = Settings
Windows +Q = Search Apps
Windows + W = Search Settings
Windows + F = Search Files
Windows + C = Charms Bar
Windows + X = Windows Tools Menu
Windows + Tab = Modern app switcher  + აჩვენებს ერთ დესკტოპ აპს
Alt+Tab = ეს ალბათ ყველამ იცის ))



და ბოლოს არსებობს კიდე ერთი რაც გამიგია
Windows + H = Share Charm - ეს რა არის ჯერ ვერ გავიგე :))
Windows + K = Devices Charm - ესეც ალბათ ერთხელ გამოვიყენე :))

Skydrive-ის remote fetch ფუნქცია

Skydrive გაძლევთ საშუალებას გქონდეთ რემოუთად წვდომა ისეთ ფაილებზეც, რომელიც არ არის ატვირთული Skydrive-ში

რა არის საჭირო ამისთვის?

1) რა თქმა უნდა თქვენ უნდა გეყენოთ Skydrive იმ კომპიუტერზე, რომელზეც გინდათ შეაღწიოთ (აუცილებლად დესკტოპ ვერსია და არა რამე მეტრო)

2) სამიზნე კომპიუტერი უნდა იყოს ჩართული და ქონდეს წვდომა ინტერნეტთან, ასევე მასზე უნდა იყოს გაშვებული Skydrive-ს კლიენტი

3) სამიზნე კომპიუტერის Skydrive-ს პარამეტრებში უნდა იყოს ჩართული Let me use SkyDrive to fetch any of my files on this PC

4) თქვენ უნდა შეხვიდეთ Skydrive.com-ზე იმ აკაუნტით, რომლის შესაბამისი Skydrive აყენია სამიზნე კომპზე და მერე მარცხნივ არსებულ სიაში აირჩიოთ შესაბამისი კომპიუტერის სახელი. 

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მაიკროსოფტი მოახდენს თქვენ იდენტიფიკაციას უსაფრთხოების კოდით, რომელიც გამოგეგზავნებათ მეილზე ან ტელეფონზე. (გააჩნია როგორ გქონდათ მითითებული).

ამ ნაბიჯების წარმატებით გადადგმის შემდეგ თქვენ შესძლებთ ნახოთ ყველა ფაილი თქვენ კომპზე, მათ შორის ისინიც, რომელიც მიმაუნტებულ ქსელის დისკებზეა განლაგებული. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ფოტოების ან ვიდეოების სტრიმინგი, ასევე გადმოწეროთ სხვა ფაილები რათა იმუშაოთ მათზე (გაითვალისწინეთ რომ ეს იქნება კოპია, და შეცვლილი ფაილი უნდა ატვირთოთ უკან სკაიდრაივზე).

ინდივიდუალური recover images Windows 8-სთვის

ჩვეულებრივ თუ თქვენ გამოიყენებთ Windows 8-ის  Refresh or Reset your PC ფუნქციას თქვენ ან მიიღებთ სრულიად ცარიელ-ტარიელ Windows (თუ ის თქვენ დააყენეთ ან სხვამ დაგიყენათ) ან დესკტოპ კომპიუტერის ან ნოუთქბუქის მწარმოებლის მიერ დაკონფიგურირებულ და ხშირად  არასაჭირო პროგრამებით სავსე Windows. (თუ თქვენ კომპიუტერს მოყვა ქარხნულად დაყენებული Windows)

რა თქმა უნდა არსებობს ბევრი პროგრამა, რომელთა მეშვეობითაც თქვენ შესძლებთ თქვენ მიერ დაკონფიგურირებული Windows-ის ბექაფს თუ კლონირებას, მაგრამ Windows 8-ც გაქვთ საშუალება, რომ შექმნათ თქვენი იმიჯი Refresh ან Reset-სთვის.

დასაწყისისთვის გავიხსენოთ თუ რა განსხვავებაა Refresh და Reset-ს შორის. ორივე ფუნქციის გამოსაძახებლად ჩვენ უნდა მივიტანოთ მაუსი ეკრანი მაჯვენა ზედა კუთხეში, რის შედეგადაც თქვენ გამოიძახებთ ე.წ. Charms Bar. იქ ჩვენ უნდა გამოვიძახოთ Settings, მერე Change PC Settings და ახალ გამოსულ ეკრანზე კი General, ცოტა რომ დავსქროლოთ ქვემოთ ჩვენ დავინახავთ: 

Refresh your PC without affecting your files გააკეთებს რეფრეშს სტანდარტული იმიჯით, ამ დროს თქვენი პირადი ფაილები არ დაიკარგება. წაიშლება პროგრამები გარდა მეტრო პროგრამებისა. Remove everything and reinstall Windows კი ნიშნავს ისევ სტანდარტულ იმიჯზე დაბრუნებას ოღონდ ამ დროს იშლება აბსოლუტურად ყველა თქვენი ფაილი თუ პროგრამა (მეტრო პროგრამებიც კი).

კომანდ ლაინში არსებული RecImg ბრძანება მოგცემთ საშუალებას შექმნათ თქვენი custom image.  ამისთვის თქვენ უნდა გახსნათ cmd როგორც ადმინმა და დაწეროთ შემდეგი ბრძანება.

recimg /CreateImage D:\chemiimijebi\image5

რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ აირჩიო ნებისმიერი სხვა მდებარეობა თქვენი იმიჯისთვის.

ასეთი გზით თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენი იმიჯი, რამდენიც გაგიხარდებათ. (გაითვალისწინეთ, რომ იმიჯების შექმნა ხშირად დიდ ხანს მოითხოვს). სტანდარტულ იმიჯად მიიჩნევა ბოლოს შექმნილი იმიჯი. მაგრამ თუ თქვენ გნებავთ სტანდარტულ იმიჯად აირჩიოთ სხვა  მაშინ აკრიფეთ შემდეგი ბრძანება

recimg /SetCurrent D:\chemiimijebi\image1

თუ თქვენ არ იცით, რომელი იმიჯი არის ეხლა სტანდარტული აკრიფეთ:

recimg /ShowCurrent

თუ თქვენ გინდათ დაუბრუნდეთ სულ პირველად იმიჯს, რომელიც ვინდოუს მოყვა მაშინ აკრიფეთ:

recimg /deregister

თუ თქვენ გეზარებათ კომანდ ლაინში მუშაობა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან კარგი უტილიტა სახელად RecImg Manager.




Tuesday, August 6, 2013

არ მუშაობს CMD. ping is not recognized და ა.შ.

დღეს შემხვდა ერთი შეხედვით უცნაური პრობლემა

ვირუსი? რაც ყველაზე საინტერესოა ადმინის უფლებებით გაშვებულ კომანდ ლაინში ყველაფერიც მუშაობდა

საქმე ე.წ. enviroment variable-ბშია. ეჭვი მაქ ზოგი დრაივერის თუ სისტემური დანიშნულების უტილიტის დაყენების შემდეგ რაღაც ირევა enviroment variable-ბში. ამის გასასწორად შევიდეთ control panel -> System და დავაჭიროთ Advanced system settings.

შემდეგ კი ->environment variables

დავაჭიროთ New...

და გამოსულ ფანჯარაში ჩავწეროთ შესაბამისად Path და C:\Windows\System32. ყველგან დავაჭიროთ Ok-ს.

შედეგი:

Tuesday, July 30, 2013

უფასო Fax კომპიუტერიდან

თუ თქვენ გჭირდებათ უფასოდ ფაქსის გაგზავნა კომპიუტერიდან. თქვენ გაქვთ 2 არჩევანი ეს არის HelloFax და  FaxZero. პირველი გაძლევთ საშუალებას გააგზავნოთ 5 ფურცელი ფაქსი თვეში, მეორე კი 5 ცალი ფაქსი, თითოში მაქსიმუმ 3 გვერდი + Cover. HelloFax მოითხოვს უფასო რეგისტრაციას, ხოლო FaxZero-დან შეგიძლიათ პირდაპირ ატვირთოთ შესაბამისი ფაილები და გააგზავნოთ ფაქსი. თუმცა  FaxZero ფაქსის ქავერზე რეკლამას ამატებს, და ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. HelloFax აქვს 30 დღიანი ტრიალ  ვერსია უფრო მეტი ფაქსის გაგზავნის შესაძლებლობით.

ფაქსის მიღების  ფუნქცია ელექტრონულად და უფასოდ ვერ ვნახე. იგივე  HelloFax ფულის გადახდის შემთხვევაში მოგცემთ მასეთ შესაძლებლობას.


Wednesday, July 24, 2013

Linux Command Line 3: ფაილებთად და დირექტორიებთან მუშაობა (mkdir, cp, mv, rm)

მას შედმეგ რაც ჩვენ დავაეფლეთ ლინუქსის კომანდ ლაინში მუშაობის ზოგადი პრინციპების ათვისების შემდეგ, შეგვიძლია დავიწყოთ უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვა. პირველი ასეთი პრაქტიკული საკითხი არის ფაილებზე და დირექტორიებზე ოპერაციების განხორციელება.

პირველი ბრძანება, რომელსაც განვიხილავთ არის mkdir. შეიძლება უკვე მიხვდით, რომ  ეს ბრძანება შექმნის დირექტორიებს. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ დირექტორია  folder1  ჩვენ უნდა ავკრიფოთ mkdir folder1. თუ გვჭირდება რამოდენიმე დირექტორიის შექმნა, მაშინ საკმარისია ავკრიფოთ mkdir folder1 folder2 folder3 და ა.შ.

ფაილების კოპირებისათვის ჩვენ გვჭირდება ბრძანება cp. ყველაზე მარტივი სიტუაციაა როცა ჩვენ გვინდა დავაკოპიროთ ფაილი file1 ფოლდერ folder1-ში. საკმარისია ავკრიფოთ ბრძანება cp file1 folder1. თუ საჭიროა რამოდენიმე ფაილის  დაკოპირება ერთ დირექტორიაში (მაგალითად ფოლდერ folder1-ში გვინდა დავაკოპირეთ file1, file4) უნდა ავკრიფოთ cp file1 file4 folder1 გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტულად cp  ბრძანება არ აკოპირებს დირექტორიებს და თუ თქვენ შეეცდებით მაგალითად დირექტორია folder2 დაკოპირებას folder1-ში მიიღებთ შეცდომას: omitting directory. გამოსავალი არის -r სვიტჩის გამოყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში destination folder-ის სახელს ბოლოში დაუმატეთ / . ანუ ბრძანება ასე უნდა გამოიყურებოდეს cp -r folder2 folder1/. რაღა თქმა უნდა შესაძლებელია ერთდროულად ფოლდერების და ფაილების კოპირება: cp -r  file1 file2 folder1 extfolder/

მაგრამ сp ასრულებს ასევე ფაილისთვის სახელის გადარქმევის ფუნქციას, უფრო სწორად ასრულებს save as ფუნქციას, ანუ იქმენა იმავე შიგთავსის ფაილი ოღონდ სხვა სახელით: cp file1 sadoktoro.

ბრძანება mv განკუთვნილია ფაილების გადატანისთვის (cut-ის ანალოგი) და ასევე გამოიყენება ფაილებისთვის სახელის გადასარქმევად. მაგალითად, თუ  /home/folder ში ჩვენ გვაქვს ფაილი sadoktoro და ავკრეფთ ბრძანებას mv /home/folder/sadoktoro /home/folder/sadoktorofinal მაშინ გამოვა, რომ ჩვენ ფაილს  სახელი გადავარქვით sadoktoro-დან sadoktorofinal-ზე.  ხოლო თუ ავკრიფეთ ბრძანება mv sadoktoro ~/extfolder ჩვენ მიმდინარე ფოლდერიდან сut-ით გადავიტანთ ფაილს ახალ ფოლდერში.


rm  ბრძანება განკუთვნილია ფაილების და ფოლდერების (-r სვიტჩით) წაშლისთვის. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ამ ბრძანებას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. სასურველია სანამ წაშლით რაიმე დირექტორიას, ჯერ მისი შიგთავსი ვნახოთ ls ბრძანების მეშვეობით.






Tuesday, July 16, 2013

Linux Command Line ნაწილი 2: ls, file, more

წინა პოსტშ ჩვენ განვიხილეთ ბრძანება ls, და ვნახეთ ისიც, რომ ბრძანების განსხვავებული სახით დაწერამ განაპირობა განსხვავებული შედეგი.

აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ხშირად ბრძანებას შეიძლება მოყვეს ერთი ან მეტი ოფცია (რომელიც განსაზღვრავს ბრძანების არსს) და არგუმენტი (რომელიც განსაზღვრავს თუ რა ობიექტებზე განხორცილედება ესა თუ ის ბრძანება.

მარტივად, რომ ვთქვათ ბრძანება უნდა დაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით:
brdzaneba  -opcia argumenti
პრაქტიკაში ბრძანება წარმოადგენს ერთადერთ აუცილებელ კომპონენტს, რაც შეეხება ოფციას ან არგუმენტს - მათ გამოიყენებთ საჭიროების ამებრ.

როგორც წესი ოფცია იწერება ტირეთი და ტირეს მოსდევს ერთი ასო (მაგ.: -a)  თუ ჩვენ გვჭირდება ორი ან მეტი ოფციის გამოყენება ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლიათ დავწეროთ მაგალითად ls -t -l -a, თუმცა ლინუქსში არსებობს უფრო მარტივი გზა: ls -alt ან ls -tal ან სულაც ls -lat. როგორც ხედავთ თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა.

გარდა ოფციის ასეთი სტანდარტული ფორმის არსებობს ასევე ე.წ. Human Readable ფორმატი, რომელიც როგორც წესი უფრო გასაგებია ადამიანისთვის. ასე მაგალითად ls -a შეიძლება დაიწეროს როგორც ls --all. დავაკვირდეთ, რომ . Human Readable ფორმატში დაწერილ ოფციას წინ უსწრებს ორი ცალი ტირე.


ფაილის ტიპის განსაზღვრისთვის ლინუქსში გამოიყენება file ბრძანება მაგალითად, თუ ჩვენ დესკტოპზე გვაქვს ფაილი example.file  და გვინდა გავიგოთ თუ რა ტიპის ფაილთან გვაქვს საქმე ჩვენ უნდა ავკრიფოთ file example.file (ვინაიდან მოცემულ მაგალითში ჩვენ უკვე ვიმყოფებით დესკტოპზე)


ლინუქსში ყველა პარამეტრი საბოლოო ჯამში ტექსტურ ფაილშია გაწერილი. ამიტომკონფიგურაციისაილების სანახავად ჩვენ დაგვჭირდება less ბრძანება.  დავუშვათ ჩვენ გვაქვს რაიმე myconfig.conf კონფიგურაციის ფაილი. მის დასათვალიერებლად უნდა ავკრიფოთ less myconfig.conf, რათა ტერმინალში გაიხსნას მისი შიგთავსი. მოცემული კონფიგის დათვალიერება ჩვენ შეგვეძლება ზევით და ქვემოთ სქროლვით დავათვალიეროთ ფაილი. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ less ბრძანება სრულდება ტერმინალის იმავე ფანჯარაში. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ ტერმინალს და დავხუროთ გახსნილი ფაილი, კლავიატურაზე უნდა დავაჭიროთ Q-ს. თუ გინდათ ნახოთ თუ რისი გაკეთება შეუძლია less ბრძანებას დააჭირეთ კლავიატურაზე H-ს.

ისტორიული ცნობა: less ბრძანება წარმოადგენს Unix-ში ძველად არსებული more ბრძანების გაუმჯობესებულ ვერსიას. მაგალითად more ბრძანებას შეეძლო მხოლოდ წინ გადაეფურცლა ფაილი, ხოლო less ბრძანებას მსგავსი შეზღუდვა როგორც ვნახეთ არ გააჩნია. 

Monday, July 8, 2013

Linux Command Line ნაწილი 1

ლინუქსის არსის წვდომისთვის და მისი კარგად შესწავლისთვის პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ მისი კომანდ ლაინი. ვინაიდან კომანდ ლაინი ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი ლინუქსში, რომელიც მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ ყველაფერი როგორც გინდათ და რა დროსაც და რა ხერხითაც გინდათ ლინუქსის ოპერაციულ სისტემასთან მიმართებაში. ვინდოუსს ასეთი რამ კარგა ხანს არ გააჩნდა. ვინდოუსის cmd არის ძალიან "ფერმკრთალი"  ანალოგი ლინუქსის კომანდ ლაინის. თუმცა მძლავრი კომანდ ლაინის არსებობა რომ საჭიროა ეს დამტკიცდა თუნდაც იმით, რომ მაიკროსოფტმა შეიმუშავა და წარმოადგინა Powershell. ამით მაიკროსოფტმა მისცა ვინდოუსის ადმინისტრატორებს ისეთივე მძლავრი ინსტრუმენტი, როგორიც ლინუქსის ადმინისტრატორებს ქონდათ პრაქტიკულად ლინუქსის დასაბამიდანვე.

ლინუქსთან მუშაობისას თქვენ ხშირად მოგიწევთ შელთან (shell) მუშაობა. რა არის შელი? მარტივად რომ ვთქვად შელი არის პრაქტიკულად ის კომანდ ლაინი, რომელშიც ჩვენ ჩაწერთ რაღაც ბრძანებებს და ლინუქსი ამ ბრძანებეს შეძლებისდაგვარად შეასრულებს (მთავარია წინასწარ იცოდეთ ლინუქის შესაძლებლობების მაქსიმუმი და ის თუ როგორ უთხრათ ესა თუ ის ბრძანება). შელს, რომელთანაც  თქვენ ხშირად მოგიწევთ მუშაობა, ქვია ბაში (bash - bourne again shell; პირველი შელი (Bourne shell (sh) ) Unix ტიპის ოპერაციული სისტემებისთვის დაწერილი იყო  Stephen Bourne მიერ ჯერ კიდევ 1977 წელს, ხოლო მერე 1989 წელს Brian Fox გამოუსვა გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც  Stephen Bourne საპატივცემულოდ დაარქვა bash)

შელის გამოსაძახებლად თქვენ გჭირდებათ შესაბამისი პუნქტის გამოძახება  გრაფიკულ გარსში (მაგ.: Konsole-კდეში, Terminal- გნომი და ა.შ.).

ტერმინალის ეკრანზე ჩვენ ვხედავთ მისალმებას  და ბრძანების შეყვანის შეთავაზებას. გავარჩიოთ ეს მისალმება. წარწერა user@user-ubuntu12:~$  ბევრ ინფროს გვაწვდის. კერძოდ, user არის მოხმარებლის სახელი მერე ძაღლუკას ნიშნის მერე მოდის კომპიუტერის სახელი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის user-ubuntu12. მაგალითად თუ თქვენი იუზერი იქნება giorgi და კომპის სახელი giorgi-pc წარწერის ეს ნაწილი იქნება, როგორც giorgi@giorgi-pc ანუ იუზერი გიორგი იმყოფება კომპ giorgi-pc-ში. რას ნიშნავს მაშინ ტილდა ანუ ~ ეს ნიშანი ლინუქსის კომანდ ლაინში აღნიშნავს იუზერის ე.წ. home directory-ს, ანუ იმ ცენტრალურ ადგილას სადაც დევს იუზერის ყველა ფაილი და პრინციპში რომლის ფარგლებშიც ვრცელდება მისი ძალაუფლება). ის რომ აღნიშნული იუზერი მოქმედებს მხოლოდ იუზერის უფლებამოსილებით აღნიშნავს ბოლოში მდგომი დოლარის ნიშანი. თუ ჩვენ გვექნება ასეთი სურათი, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენმა იუზერმა მოიპოვა სუპერ ანუ  რუთის  (root) ძალაუფლება და მის ნებას ვერაფერი აღუდგება წინ.

საბოლოო ჯამში # ნიშანი მისალმების ბოლოს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეუზღუდავი ძალაუფლება გაქვთ მოცემულ სისტემაში და ეს კი თქვენგან მეტ პასუხისმგემლობას მოითხოვს, ვინაიდან ერთი არასწორი ნაბიჯი და ფაფუ თქვენი სისტემა :))

რამოდენიმე რჩევა კომანდ ლაინში კომფორთული მუშაობისთვის. თუ თქვენ გინდათ დაუბრუნდეთ წინათ აკრეფილ ბრძანებას, მაშინ უბრალოდ დააჭირეთ ზევით მიმართულ ისარს კლავიატურაზე.  როგორც წესი  მოცემულ გახსნილ ფანჯარაში შეყვანილო ბოლო 500 ბრძანება დამახსოვრებულია. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ კოპირების და ჩასმის სტანდარტული კომბინაციები (ანუ Ctrl+C და Ctrl+V) ტერმინალში არ მუშაობს. რაიმე ტექსტს თქვენ დააკოპირებთ უბრალოდ მისი მონიშვნით, ხოლო ჩასვამთ მაუსის შუა ღილაკზე (გორგოლაჭზე) დაჭერით.

რა მარტივი ბრძანებები შეგვიძლია გამოვიყენოთ?
მაგალითად გამოვიძახოთ კალენდარი :) ბრძანება cal

ან მივიღოთ დეტალური ინფორმაცია დღევანდელი თარიღის შესახებ. ბრძანება date.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ როდესაც თქვენ ხსნით კომანდ ლაინს, თქვენ აღმოჩნდებით home directory-ში, რომელიც გამოდის როგორც current working directory. ნებისმიერ ერთ მოცემულ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ვიმყოფებოდეთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ  current working directory. როგორ გადავიდეთ სხვა დირექტორიაში? პირველ რიგში უნდა დავიმახსოვროთ რომ დირექტორიდან დირექტორიაში გადასასვლელად ჩვენ გვჭირდება ბრძანება cd მერე კი შესაბამისი მისამართი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლინუქს ვინდოუსისგან განსხვავებით აქვს ერთი ფუძე ყველა დისკისთვის, დისკები უბრალოდ მაუნტდებიან შესაბამის ადგილებში. ასე რომ რომელიმე სხვა ფოლდერში გადასვლისას cd ბრძანების არგუმენტად ჩვენ უნდა მივუთითოთ  ან აბსოლუტური მისამართი მაგალითად /home/user/desktop ან ე.წ. რელატიური, რომლის გამოყენებისას ნაკლები ბეჭდვა დაგვჭირდება. რელატიურად მისამართად შეიძლება გამოგვადგეს ~: ნებისმიერ დირექტორიაში ყოფნისას თუ ჩვენ ავკრეფთ cd ~ და დავაჭერთ ენთერს აღმოვჩნდებით home directory-ში. გარდა ამისა არსებობს . და .. სიმბოლოები. სიმბოლო . ნიშნავს იმას რომ ჩვენ მივმართავთ იმ დირქქტორიაში მყოფ ფოლდერს თუ ფაილს რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. მაგალითად, თუ ჩვენ ვიმყოფებით ფოლდერ /home/user -ში და გვინდა გადავიდეთ ფოლდერ Downloads -ში, რომელიც იმავე ფოლდერშია განლაგებული, საკმარისია ავკრიფოთ cd ./Downloads (მართალი რომ გითხრათ საკმარისია ავკრიფოთ cd Downloads, ვინაიდან ამ დროს სისტემა გაჩუმების პრინცით გამოიყენებს ./ )
ორი წერთილი ანუ .. კი ზედა დირექტორიას აღნიშნავს, განსახილველ მაგალითში თუ ჩვენ ავკრეფთ cd .. ჩვენ აღმოვჩნდებით ზედა /home დირექტორიაში (pwd ბრძანებას სრულად გამოაქვს current working directory მისამართი).

კომანდ ლაინთან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ფაილების სახელებში შეეცადეთ არ გამოიყენოთ გამოტოვება არამედ _, მაგალითად: ჯობია ფაილს დაარქვათ chemi_konfigi ვიდრე chemi konfigi.

ბრძანება ls გამოიტანს მოცემული current working directory -ს შიგთავსს, ხოლო ls -a  კი current working directory -ს შიგთავსს დამალული ფაილებით თუ ფოლდერებით (ხშირად ლურჯ ფერად არის ფოლდერები და თეთრად კი ფაილები)

Sunday, June 2, 2013

საკუთარი კომპიუტერის ვირტუალიზაცია

თუ თქვენ გინდათ რაიმე ექსპერიმენტების ჩატარება რაიმე პროგრამასთან ან ახალი რაიმე ტექნოლოგიის დატესტვა, ჯობია ეს ჩაატაროთ არა უშუალოდ საკუთარ კომპიუტერზე არამედ ვირტუალურ მანქანაში. მაგრამ თუ აღნიშნული ექსპერიმენტის შედეგად თქვენ გაინტერესებთ თუ რა შედეგი იქნება ზუსტად თქვენ დაყენებულ პროგრამების  და თქვენი პარამეტრების ზეგავლენით, მაშინ ჯობია სპეციალური პროგრამების მეშვეობით დაკლონოთ თქვენი სისტემა ვირტუალურ მანქანაში გამოსაყენებლად.

თუ რა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოთ ამისთვის დამოკიდებულია თუ ვირტუალიზაციის პროგრამას იყენებთ. მაგალითად Vmware პროდუქტებისთვის ჯობია გამოიყენოთ Vmware vCenter Converter Standalone (ვიდეო Youtube-ზე), ხოლო სხვა დანარჩენისთვის (განსაკუთრებით მაიკროსოფტის წარმოების ვირტუალიზაციის პროდუქტები) საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია disk2vhd (მისი პლიუსი არის რომ გამოყენებაში უფრო მარტივია და შეიძლება გავუშვათ ფლეშკიდანაც)

Wednesday, May 29, 2013

ყველაფერი სიკვდილის ლურჯი ეკრანის შესახებ (BSOD)


სიკვდილის ლურჯი ეკრანი ანუ BSOD ყოველთვის უსიამოვნო რამეს წარმოადგენს და შეიძლება გამოჩნდეს ყველაზე არახელსაყრელ დროს. ის ყოველთვის მიანიშნებს რაღაც კრიტიკულ შეცდომაზე კომპიუტერში, თუმცა ეს შეცდომა შეიძლება ერთადერთხელ მოხდეს ან პირიქით სისტემატიური ხასიათი მიიღოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პრობლემას და შევეცადოთ გამოვასწოროთ ის. წინააღდმეგ შემთხვევაში კომპიუტერზე ვერ ვიმუშავებთ.

რა იწვევს BSOD-ს?

სიკვდილის ლურჯი ეკრანი შეიძლება გამოწვეულ იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ყველაზე ხშირი პრობლემები გამოწვეულია აპარატული ნაწილით, ე.წ. hardware. პროგრამული უზრუნველყოფაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული პრობლემა, ოღონდ ეს პროგრამა უნდა წარმოადგენდეს სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს (დრაივერი ან რამე ეგეთი). ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროგრამები შეცდომის შემთხვევაში როგორც წესი უბრალოდ იხურებიან. გარდა ამისა BSOD ხშირად გამოწვეულია სისტემის დავირუსებით.

BSOD-ის გამოჩენის შემთხვევაში სისტემა ქმნის "minidump" ფაილს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხდარი შეცდმომის შესახებ.

როგორ გავაანალიზოთ BSOD?

BSOD-ის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოვძებნოთ Event Viewer-ში. თუმცა იქ ეს ინფორმაცია შედარებით რთული საპოვნია, ვინაიდან ერთ რიგშია სხვა სისტემურ ინფორმაციასთან. Event  Viewer-ში ინფორმაციის ფილტრაციის ალტერნატივაა სპეციალური პროგრამა, რომელიც გაშვების მერე მოძებნის "minidump" ფაილებს და აჩვენებს შესაბამის ინფორმაციას.

მას შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ შეცდომის არსი, შემდეგი გზა არის დაგუგლვა. მაგალიტად ზემოთ ნაჩვენებ შემთხვევაში აზრი აქვს დაიგუგლოს შეცდომა DRIVER_IRQL_NOT_LESS_OR_EQUAL შესაბამის STOP კოდთან ასევე tcpip.sys-თან ერთად სხვადასხვა კომბინაციაში.

გარდა ამისა BSOD-ის გაანალიზება და შესაბამისი ინფორმაციის მოძებნა შეიძლება ვცადოთ   Windows Action Center-ის მეშვეობით.

რა ხერხები გამოიყენება BSOD-თან საბრძოლველად?

როგორც აღვნიშნეთ ყოველი კონკეტული შეცდომის  შემთხვევის დაგუგვლის შედეგად ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ ინსტრუქციას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ ამ პოსტის ბოლოს მე მინდა მოგიყვეთ იმ ზოგადი ხერხების შესახებ რომელიც გამოიყენება ამ ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად.

1. System Restore - თუ კომპიუტერში მომხდარი ბოლო ცვლილებების შედეგად (პროგრამები დააყენეთ, დრაივერები განაახლეთ და ა.შ.) სისტემა ქრეშავს - ყველაზე მარტივი გზაა System Restore-ს გამოყენება, ანუ სისტემის დაბრუნება წინა მდგომარეობაში.

2. ვირუსებზე დასკანირება - როგორც აღვნიშნეთ ვირუსები ხშირად იწვევენ პრობლემებს სისტემაში. იდეალურ შემთხვევაში დასკანირება და საერთოდ ვირუსებისგან დაცვა კომპიუტერის უნდა მოხდეს პერმანენტულად და არა როდესაც პრობლემა სახეზე იქნება

3. დრაივერების განახლება ან დრაივერების წინა ვერსიის დაყენება

4. თუ კომპიუტერის ჩართვისას ან დარესტარტებისას თქვენ ისევ და ისევ გხვდებათ BSOD მაშინ შეეცადეთ შეხვიდეთ Safe Mode-ში. ამ რეჟიმში სისტემა ტვირთავს მხოლოდ აუციელებელ დრაივერებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. ამიტომ თქვენ გაქვთ შანსი მოიშოროთ ახლად დაყენებული პრობლემური პროგრამა ან დრაივერი

5. შეამოწმეთ ტრიალებს თუ არა ქულერი, ხო არაა მტვერი ქეისში. იმიტომ რომ გადახურებაც ხშირად იწვევს BSOD-ს. გარდა ამისა მოწმდება ასევე ოპერატიული და ვინჩესტერი შესაბამის დაზიანებებზე.

Wednesday, May 22, 2013

ჩამტვირთავი USB ფლეშკის შექმნა Windows-ის ოპერაციულ სისტემაში




usb
პირველი, რაც ჩვენ გვჭირდება არის თავად ოპერაციული სისტემა. თუ გსურთ დააყენოთ Windows Vista, Windows XP, Windows 7 ან Windows 8, უნდა გქონდეთ ამ ოპერაციული სისტემის ISO-იმიჯი.

შესაბამისი ISO-იმიჯი, შეგიძლიათ შექმნათ DVD დისკიდან ან გადმოწეროთ ინტერნეტიდან.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოპერაციული სისტემა Microsoft Windows - ფასიანია, მისი უფასოდ გამოყენება შეიძლება მხოლოდ გაცნობისთვის განკუთვნილ განსაზღვრულ დროში.

მას შემდეგ რაც აირჩიეთ ოპერაციული სისტემა და გადმოწერეთ თქვენს კომპიუტერში, გადავდივართ მეორე ეტაპზე.

ოპერაციული სისტემის გადატანა (კოპირება) თქვენი კომპიუტერიდან USB ფლეშკაზე უნდა შეასრულოთ სპეციალური პროგრამის დახმარებით. უბრალო "კოპირება" და "ჩაწერა" არ იმუშავებს, USB ფლეშკა არ გახდება ჩამტვირთავი. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ფლეშკაზე არსებული მონაცემები სრულიად განადგურდება, ამიტომ შეინახეთ ისინი სხვა ადგილას.

Windows 7 და Windows 8 ინსტალაციისთვის დაგვჭირდება Windows 7 DVD / USB Tool,  რომლის გადმოწერა შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან .
ამის შემდეგ კი:

გაუშვით Windows 7 DVD / USB Tool პროგრამას. გაიხსნება ფანჯარა, როგორიც ამ სურათზეა:
usbtool
დააჭირეთ Browse ღილაკზე და აირჩიეთ თქვენი Windows 7 ან Windows 8 ISO-იმიჯი.usbtool2
როდესაც მოიძიეთ და შეარჩიეთ სწორი ISO-იმიჯი დაჭერით Open ღილაკს.
usbtool3
ამის შემდეგ დააწკაპუნეთ მწვანე ღილაკს Next.
usbtool4
შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა სადაც შეძლებთ  USB ფლეშკის შერჩევას, აირჩიეთ შესაბამისი ფლეშკა  და დააჭირეთ მწვანე ღილაკს Begin copying. დაიწყება USB დისკის დაფორმატება, რომელიც წაშლის ყველა მონაცემს, და შემდეგ დაიწყებაჩამტვირთავი ფლეშკის შექმნა
usbtool5
როდესაც პროგრესბარი მთლიანად შეივსება და მარჯვენა მხარეს დაიწერება 100% - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამტვირთავი USB ფლეშკა მზადაა.
usbtool6
დახურეთ პროგრამა და გადააყენეთ Windows გამოყენებით ახალი, უკვე შექმნილი, ჩამტვირთავი USB ფლეშკით.



ავტორი: ირინა ჟამკოჩიანი

Thursday, March 28, 2013

Windows 8 Shortcuts

Windows+I = Settings
Windows +Q = Search Apps
Windows + W = Search Settings
Windows + F = Search Files

Windows 8 Start Menu-ზე ზოგიერთი რამ

როგორც ჩვენთვის ცნობილია Windows 8-ს ახალი საკმაოდ განსხავებული მენიუ გააჩნია, ის ავტომატურად ჩნდებიან ე.წ. Windows 8-app-ები. თუმცა ჩვენთვის ჩვეული პროგრამები ანუ ახალი ტერმინოლოგიით Desktop apps შეიძლება არ გამოჩნდეს ამ ახალ სტარტში. ეს იშვიათად ხდება მაგრამ უსიამოვნოა. როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ასეთი სიტუაცია? ერთი ერთი გზა არის იმ ფოლდერებში შორტკატების ჩაგდება, რომლებიც პასუხს აგებენ ახალი სტარტის შიგთავსზე. ასეთი კი ვინდოუს 8-ში ორია:  C: ProgramData\Microsoft\Windows\Start Menu\Programs ყველა იუზერისთვის და C:\Users\%user%\AppData\Roaming\Microsoft\Windows\Start Menu\Programs შესაბამისი იუზერისთვის. რა თქმა უნდა ამ მისამართების დამახსოვრება ძალიან ძნელია და ამიტომ რომ გადახვიდეთ ამ ფოლდერებში გადასასვლელად Windows Explorer-ის სამისამართო ველში აკრიფეთ shell:common programs (ყველა იუზერისთვის) და shell:programs(მოცემული იუზერისთვის)

Sunday, January 13, 2013

Windows 8 ლიცენზიის შეძენის გამოცდილება


პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არ ვარ მაიკროსოფტის წარმომადგენელი, არ მაქვს არანაირი კავშირი მათთან და ყველაფერი ქვემოთმოცემული არის ჩემი პირადი შეხედულება და გამოცდილება და არა რაიმე მოქმედების ინსტრუქცია. თუ თქვენ გადაწყვიტავთ მიყვეთ ჩემ მაგალითს, ეს იქნება თქვენი პირადი რისკი, და რაიმე ზარალისთვის პასუხისმგებლობა ისევ თქვენ თავზე უნდა აიღოთ. აქვე გეტყვით, რომ ამ ინსტრუქციის შესრულება მე დამიჯდა 67 ლარი და 6 თეთრი

ერთ-ერთ კომპში დუალბუთში მეყენა Windows 8 Release Preview, რომელიც ყოველი ჩართვისას ამბობდა რო მალე უფასო მოხმარების ბედნიერება მორჩება და ყოველ 2 საათში აწი კოპმი გაითიშება.


 დღეს  რაღაცისთვის შევედი პარამეტრებში, და რას ხედავენ ჩემი თვალები: ვინდოუსი მეუბნება ლიცენზია აქტივირებული კი არ არისო და დეტალებისთვის მიმართეთო Windows Activation-სო.

ასეთ ზრდილობიან თხოვნაზე უარს ვერ ვიტყოდი და შევედი მოცემულ ლინკზე:

რას ვხედავთ ლიცენზიას ვადა გასდის 2 დღეში. რეაქცია მაქვს დაახლოებით ასეთი. მასეთივე რეაქციით მივყები ლინკს Purchase the latest version of Windows online, ველოდებოდი რა რაიმე სასწაულ ფასებს.





მაგრამ რას ხედავენ ჩემი თვალები:


 40 დოლარიო? :O ხასიათი უცბად იცვლება
ვაჭერთ ვაჭერთ დიდი ღილაკს და ვიწერთ!!!!






თან რას ვხედავთ, თურმე ჩვენ შეგიძლია დავაყენოთ Windows 8 upgrade, ჩვენ ხო Windows 8 Release Preview გვაქვს. ვაშა ვაშა.
მაგრამ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ბოლო ბოლო ჩვენ გადმოვიწერეთ Windows 8 upgrade assistant, რომელმაც უნდა დაგვეხმაროს შეძენის და დაყენების პროცესში. ვინ იცის რა შემოწმება ან შეზღუდვა არის მაგ პროგრამაში. იქნებ საქართველოში არ შეიძლება მსგავსი აქციით სარგებლობა ან იქნება უფასო Release Preview-ზე ამ ფასში აპგრეიდს გადაიფიქრებს??? ვნახოთ ვნახოთ

ვუშვებთ პროგრამას:

შემოწმების დამთავრების შემდეგ პროგრამა გვეუბნება, რომ პრინციპში ყველაფერი რიგზეა. პრობლემები არსებითი არ არის:



შესაბამისად ვაჭერთ next-ს

ისევ next:

ვა ნუთუ გაგვიმართლა და გვთავაზობენ შეძენას პრო ვერსიის სულ რაღაც 40 $???
დავაჭიროთ Order:

მივყვეთ Checkout-ს:

შევავსოთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე:

აქაც შესაბამისად შევავსოთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, სადაც უნდა გადავხედოთ და დავადასტუროთ ჩვენი ინფორმაცია და დავაჭიროთ Buy, თუ ყველაფერი მოგვწონს:

რა ხდება შემდეგ? აი რა ხდება:

ვიწერთ ურა ურა ურა. ანუ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა!!!
გადმოწერის დამთავრების შემდეგ:

აქ ჩვენ უნდა ავირჩიოთ რა გვინდა; ამ წუთასვე დაყენება თუ შექმნა საინსტალაციოსი (რაც მე ავირჩიე) მოგვიანებით დაყენება დესკტოპიდან

რადგანაც ჩვენ ავირჩიეთ საინსტალაციოს შექმნა პროგრამა გვეკიტხება რა გვინდა გავაკეთოთ უსბ თუ ისო? მე პირადად ისო ავირჩიე, რომელიც შემდგომში ჩავწერე დისკზე. დისკიდან შეიძლება ინსტალაცია როგორც 8ის შეიგნიდან ისევე ჩვეულებრივად გამოყენება როგორც ბუთებლ დისკის ყველანაირი შეზღუდვის გარეშე.


სხვათაშორის მეილზეც მოდის ოფიციალური წერილი, რომელიც გიდასტურებთ ლიცენზიას:

ბლოგის ეს ჩანაწერი შექმნილია ლიცენზირებული ვინ 8 პროდან ჰეჰეჰეჰ