Tuesday, July 16, 2013

Linux Command Line ნაწილი 2: ls, file, more

წინა პოსტშ ჩვენ განვიხილეთ ბრძანება ls, და ვნახეთ ისიც, რომ ბრძანების განსხვავებული სახით დაწერამ განაპირობა განსხვავებული შედეგი.

აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ხშირად ბრძანებას შეიძლება მოყვეს ერთი ან მეტი ოფცია (რომელიც განსაზღვრავს ბრძანების არსს) და არგუმენტი (რომელიც განსაზღვრავს თუ რა ობიექტებზე განხორცილედება ესა თუ ის ბრძანება.

მარტივად, რომ ვთქვათ ბრძანება უნდა დაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით:
brdzaneba  -opcia argumenti
პრაქტიკაში ბრძანება წარმოადგენს ერთადერთ აუცილებელ კომპონენტს, რაც შეეხება ოფციას ან არგუმენტს - მათ გამოიყენებთ საჭიროების ამებრ.

როგორც წესი ოფცია იწერება ტირეთი და ტირეს მოსდევს ერთი ასო (მაგ.: -a)  თუ ჩვენ გვჭირდება ორი ან მეტი ოფციის გამოყენება ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლიათ დავწეროთ მაგალითად ls -t -l -a, თუმცა ლინუქსში არსებობს უფრო მარტივი გზა: ls -alt ან ls -tal ან სულაც ls -lat. როგორც ხედავთ თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა.

გარდა ოფციის ასეთი სტანდარტული ფორმის არსებობს ასევე ე.წ. Human Readable ფორმატი, რომელიც როგორც წესი უფრო გასაგებია ადამიანისთვის. ასე მაგალითად ls -a შეიძლება დაიწეროს როგორც ls --all. დავაკვირდეთ, რომ . Human Readable ფორმატში დაწერილ ოფციას წინ უსწრებს ორი ცალი ტირე.


ფაილის ტიპის განსაზღვრისთვის ლინუქსში გამოიყენება file ბრძანება მაგალითად, თუ ჩვენ დესკტოპზე გვაქვს ფაილი example.file  და გვინდა გავიგოთ თუ რა ტიპის ფაილთან გვაქვს საქმე ჩვენ უნდა ავკრიფოთ file example.file (ვინაიდან მოცემულ მაგალითში ჩვენ უკვე ვიმყოფებით დესკტოპზე)


ლინუქსში ყველა პარამეტრი საბოლოო ჯამში ტექსტურ ფაილშია გაწერილი. ამიტომკონფიგურაციისაილების სანახავად ჩვენ დაგვჭირდება less ბრძანება.  დავუშვათ ჩვენ გვაქვს რაიმე myconfig.conf კონფიგურაციის ფაილი. მის დასათვალიერებლად უნდა ავკრიფოთ less myconfig.conf, რათა ტერმინალში გაიხსნას მისი შიგთავსი. მოცემული კონფიგის დათვალიერება ჩვენ შეგვეძლება ზევით და ქვემოთ სქროლვით დავათვალიეროთ ფაილი. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ less ბრძანება სრულდება ტერმინალის იმავე ფანჯარაში. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ ტერმინალს და დავხუროთ გახსნილი ფაილი, კლავიატურაზე უნდა დავაჭიროთ Q-ს. თუ გინდათ ნახოთ თუ რისი გაკეთება შეუძლია less ბრძანებას დააჭირეთ კლავიატურაზე H-ს.

ისტორიული ცნობა: less ბრძანება წარმოადგენს Unix-ში ძველად არსებული more ბრძანების გაუმჯობესებულ ვერსიას. მაგალითად more ბრძანებას შეეძლო მხოლოდ წინ გადაეფურცლა ფაილი, ხოლო less ბრძანებას მსგავსი შეზღუდვა როგორც ვნახეთ არ გააჩნია. 

1 comment:

  1. რომან გაუმარჯოს, მეც ჩავუჯექი უბუნტუ დავაყენე და საბაზისო ბრძანებებს ვუმუღამებ ტერმინალში, პარალელურად შენ პოსტებს ვკითხულობ და მაგრად მეხმარება, მადლობა კიდე ერთხელ.

    ReplyDelete