label c:saxeli rac gindat daarkvatზემოთ მოყვანილ ბრძანებაში c: აღნიშნავს C დისკს. რა თქმა უნდა მის ნაცვლად შეგვიძლია მივუთითოთ ნებისმიერი სხვა დისკი.
Showing posts with label Windows. Show all posts
Showing posts with label Windows. Show all posts
Thursday, January 1, 2015
Windows-ში დისკის სახელის შეცვლა CMD-დან
იმისთვის რომ შევსძლოთ Windows-ში დისკის სახელის შეცვლა CMD-დან, cmd რა თქმა უნდა გახსნილი იყოს ადმინის უფლებებით შემდეგ კი ვკრეფთ მარტივ ბრძანებას
Sunday, September 21, 2014
პაროლის მოთხოვნა WIndows-ის ძილიდან გამოსვლის შემდეგ
დეფოულტად Windows სისტემა ძილის რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ ითხოვს პაროლს. ეს ზოგადად კარგიცაა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძია დავაძინოთ ჩვენი კომპიუტერი სამსახურში ან სტუმრად ან სადმე და ვიყოთ დარწმუნებულები, რომ უცხო პირი წვდომას ვერ მიიღებს. მაგრამ შეიძლება იყოს მიზეზები, რომლის გამოც ეს არ გვაწყობს, მაგალითად დროებით ვუტოვებთ კომპიუტერს ბავშს ან მშობელს, ვართ მარტო სახლში და შესვენებებით ვმუშაობთ რაღაც საკითხზე და ა.შ.
რეალურად გაღვიძებაზე პაროლის მოხსნა ძალიან ადვილია ( და პირიქით თუ თქვენ არ გაქვთ პაროლი გაღვიძებაზე, მაშინ მიხვდებით, თუ როგორ უნდა ჩართოთ ეს პაროლი). მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
1) Control Panel-ის Power Option-ებში დააჭირეთ წარწერას Require a password on wakeup
2) ახლად გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ Change settings that are currently unavailable
3) ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ დააჭიროთ პუნქტს Don't require a password. (და პირიქით, თუ თქვენ გინდათ კომპიუტერმა პაროლი მოგთხოვოთ გაღვიძების შემდეგ მონიშნული უნდა იყოს Require a password (recommended)).
დააჭირეთ Save Changes და მორჩა :))

Tuesday, August 26, 2014
Skype-ს სრული ბოლო ვერსია
თუ თქვენ დაგჭირდებათ გადმოწეროთ Skype-ს სრული ბოლო ვერსია, მაგალითად ისეთ ადგილას დაყენებისთვის სადაც ცუდი ინტერნეტია შეგიძლიათ ის გადმოწეროთ http://www.skype.com/go/getskype-full ამ ლინკიდან.
Sunday, March 23, 2014
როგორ შევცვალოთ პროგრამების დაყენების default ადგილი ?
როგორც ცნობილია პროგრამების დაყენებისთვის Windows-ში განკუთვნილია C დისკზე განლაებული ფოლდერები Program Files და Program Files (x86). რა თქმა უნდა კონკრეტული პროგრამების დაყენებისას როგორც წესი შესაძლებელია მივუთითოთ მათი დაყენების სხვა ადგილი. მაგრამ შესაძლებელია ასევე შევცვალოთ სტანდარტული ფოლდერები პროგრამების დაყენებისთვის. ამისთვის ჩვენ გამოგვადგება რეესტრი. გამოვიძახოთ regedit და მოვძებნოთ შესაბამისი გასაღები: HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Microsoft\Windows\CurrentVersion. ფანჯრის მარჯვენა ნაწილში მოვძებნოთ ProgramFilesDir ანდა ProgramFilesDir (x86) დავაწკაპუნოთ მათზე ორჯერ და შევცვალოთ მნიშნველობა სასურველზე, თუნდაც: D:\Programs ანდა D:\Programs (x86)
Sunday, September 1, 2013
Skydrive-ის remote fetch ფუნქცია
Skydrive გაძლევთ საშუალებას გქონდეთ რემოუთად წვდომა ისეთ ფაილებზეც, რომელიც არ არის ატვირთული Skydrive-ში
რა არის საჭირო ამისთვის?
1) რა თქმა უნდა თქვენ უნდა გეყენოთ Skydrive იმ კომპიუტერზე, რომელზეც გინდათ შეაღწიოთ (აუცილებლად დესკტოპ ვერსია და არა რამე მეტრო)
2) სამიზნე კომპიუტერი უნდა იყოს ჩართული და ქონდეს წვდომა ინტერნეტთან, ასევე მასზე უნდა იყოს გაშვებული Skydrive-ს კლიენტი
3) სამიზნე კომპიუტერის Skydrive-ს პარამეტრებში უნდა იყოს ჩართული Let me use SkyDrive to fetch any of my files on this PC
4) თქვენ უნდა შეხვიდეთ Skydrive.com-ზე იმ აკაუნტით, რომლის შესაბამისი Skydrive აყენია სამიზნე კომპზე და მერე მარცხნივ არსებულ სიაში აირჩიოთ შესაბამისი კომპიუტერის სახელი.
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მაიკროსოფტი მოახდენს თქვენ იდენტიფიკაციას უსაფრთხოების კოდით, რომელიც გამოგეგზავნებათ მეილზე ან ტელეფონზე. (გააჩნია როგორ გქონდათ მითითებული).
ამ ნაბიჯების წარმატებით გადადგმის შემდეგ თქვენ შესძლებთ ნახოთ ყველა ფაილი თქვენ კომპზე, მათ შორის ისინიც, რომელიც მიმაუნტებულ ქსელის დისკებზეა განლაგებული. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ფოტოების ან ვიდეოების სტრიმინგი, ასევე გადმოწეროთ სხვა ფაილები რათა იმუშაოთ მათზე (გაითვალისწინეთ რომ ეს იქნება კოპია, და შეცვლილი ფაილი უნდა ატვირთოთ უკან სკაიდრაივზე).

Tuesday, August 6, 2013
არ მუშაობს CMD. ping is not recognized და ა.შ.
დღეს შემხვდა ერთი შეხედვით უცნაური პრობლემა
ვირუსი? რაც ყველაზე საინტერესოა ადმინის უფლებებით გაშვებულ კომანდ ლაინში ყველაფერიც მუშაობდა
საქმე ე.წ. enviroment variable-ბშია. ეჭვი მაქ ზოგი დრაივერის თუ სისტემური დანიშნულების უტილიტის დაყენების შემდეგ რაღაც ირევა enviroment variable-ბში. ამის გასასწორად შევიდეთ control panel -> System და დავაჭიროთ Advanced system settings.
შემდეგ კი ->environment variables
დავაჭიროთ New...
და გამოსულ ფანჯარაში ჩავწეროთ შესაბამისად Path და C:\Windows\System32. ყველგან დავაჭიროთ Ok-ს.
შედეგი:

Wednesday, May 29, 2013
ყველაფერი სიკვდილის ლურჯი ეკრანის შესახებ (BSOD)
სიკვდილის ლურჯი ეკრანი ანუ BSOD ყოველთვის უსიამოვნო რამეს წარმოადგენს და შეიძლება გამოჩნდეს ყველაზე არახელსაყრელ დროს. ის ყოველთვის მიანიშნებს რაღაც კრიტიკულ შეცდომაზე კომპიუტერში, თუმცა ეს შეცდომა შეიძლება ერთადერთხელ მოხდეს ან პირიქით სისტემატიური ხასიათი მიიღოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პრობლემას და შევეცადოთ გამოვასწოროთ ის. წინააღდმეგ შემთხვევაში კომპიუტერზე ვერ ვიმუშავებთ.
რა იწვევს BSOD-ს?
სიკვდილის ლურჯი ეკრანი შეიძლება გამოწვეულ იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ყველაზე ხშირი პრობლემები გამოწვეულია აპარატული ნაწილით, ე.წ. hardware. პროგრამული უზრუნველყოფაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული პრობლემა, ოღონდ ეს პროგრამა უნდა წარმოადგენდეს სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს (დრაივერი ან რამე ეგეთი). ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროგრამები შეცდომის შემთხვევაში როგორც წესი უბრალოდ იხურებიან. გარდა ამისა BSOD ხშირად გამოწვეულია სისტემის დავირუსებით.
BSOD-ის გამოჩენის შემთხვევაში სისტემა ქმნის "minidump" ფაილს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხდარი შეცდმომის შესახებ.
როგორ გავაანალიზოთ BSOD?
BSOD-ის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოვძებნოთ Event Viewer-ში. თუმცა იქ ეს ინფორმაცია შედარებით რთული საპოვნია, ვინაიდან ერთ რიგშია სხვა სისტემურ ინფორმაციასთან. Event Viewer-ში ინფორმაციის ფილტრაციის ალტერნატივაა სპეციალური პროგრამა, რომელიც გაშვების მერე მოძებნის "minidump" ფაილებს და აჩვენებს შესაბამის ინფორმაციას.
მას შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ შეცდომის არსი, შემდეგი გზა არის დაგუგლვა. მაგალიტად ზემოთ ნაჩვენებ შემთხვევაში აზრი აქვს დაიგუგლოს შეცდომა DRIVER_IRQL_NOT_LESS_OR_EQUAL შესაბამის STOP კოდთან ასევე tcpip.sys-თან ერთად სხვადასხვა კომბინაციაში.
გარდა ამისა BSOD-ის გაანალიზება და შესაბამისი ინფორმაციის მოძებნა შეიძლება ვცადოთ Windows Action Center-ის მეშვეობით.
რა ხერხები გამოიყენება BSOD-თან საბრძოლველად?
როგორც აღვნიშნეთ ყოველი კონკეტული შეცდომის შემთხვევის დაგუგვლის შედეგად ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ ინსტრუქციას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ ამ პოსტის ბოლოს მე მინდა მოგიყვეთ იმ ზოგადი ხერხების შესახებ რომელიც გამოიყენება ამ ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად.
1. System Restore - თუ კომპიუტერში მომხდარი ბოლო ცვლილებების შედეგად (პროგრამები დააყენეთ, დრაივერები განაახლეთ და ა.შ.) სისტემა ქრეშავს - ყველაზე მარტივი გზაა System Restore-ს გამოყენება, ანუ სისტემის დაბრუნება წინა მდგომარეობაში.
2. ვირუსებზე დასკანირება - როგორც აღვნიშნეთ ვირუსები ხშირად იწვევენ პრობლემებს სისტემაში. იდეალურ შემთხვევაში დასკანირება და საერთოდ ვირუსებისგან დაცვა კომპიუტერის უნდა მოხდეს პერმანენტულად და არა როდესაც პრობლემა სახეზე იქნება
3. დრაივერების განახლება ან დრაივერების წინა ვერსიის დაყენება
4. თუ კომპიუტერის ჩართვისას ან დარესტარტებისას თქვენ ისევ და ისევ გხვდებათ BSOD მაშინ შეეცადეთ შეხვიდეთ Safe Mode-ში. ამ რეჟიმში სისტემა ტვირთავს მხოლოდ აუციელებელ დრაივერებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. ამიტომ თქვენ გაქვთ შანსი მოიშოროთ ახლად დაყენებული პრობლემური პროგრამა ან დრაივერი
5. შეამოწმეთ ტრიალებს თუ არა ქულერი, ხო არაა მტვერი ქეისში. იმიტომ რომ გადახურებაც ხშირად იწვევს BSOD-ს. გარდა ამისა მოწმდება ასევე ოპერატიული და ვინჩესტერი შესაბამის დაზიანებებზე.
Wednesday, May 22, 2013
ჩამტვირთავი USB ფლეშკის შექმნა Windows-ის ოპერაციულ სისტემაში
პირველი, რაც ჩვენ გვჭირდება არის თავად ოპერაციული სისტემა. თუ გსურთ დააყენოთ Windows Vista, Windows XP, Windows 7 ან Windows 8, უნდა გქონდეთ ამ ოპერაციული სისტემის ISO-იმიჯი.
შესაბამისი ISO-იმიჯი, შეგიძლიათ შექმნათ DVD დისკიდან ან გადმოწეროთ ინტერნეტიდან.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოპერაციული სისტემა Microsoft Windows - ფასიანია, მისი უფასოდ გამოყენება შეიძლება მხოლოდ გაცნობისთვის განკუთვნილ განსაზღვრულ დროში.
მას შემდეგ რაც აირჩიეთ ოპერაციული სისტემა და გადმოწერეთ თქვენს კომპიუტერში, გადავდივართ მეორე ეტაპზე.
ოპერაციული სისტემის გადატანა (კოპირება) თქვენი კომპიუტერიდან USB ფლეშკაზე უნდა შეასრულოთ სპეციალური პროგრამის დახმარებით. უბრალო "კოპირება" და "ჩაწერა" არ იმუშავებს, USB ფლეშკა არ გახდება ჩამტვირთავი. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ფლეშკაზე არსებული მონაცემები სრულიად განადგურდება, ამიტომ შეინახეთ ისინი სხვა ადგილას.
Windows 7 და Windows 8 ინსტალაციისთვის დაგვჭირდება Windows 7 DVD / USB Tool, რომლის გადმოწერა შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან .
ამის შემდეგ კი:
გაუშვით Windows 7 DVD / USB Tool პროგრამას. გაიხსნება ფანჯარა, როგორიც ამ სურათზეა:
დააჭირეთ Browse ღილაკზე და აირჩიეთ თქვენი Windows 7 ან Windows 8 ISO-იმიჯი.
როდესაც მოიძიეთ და შეარჩიეთ სწორი ISO-იმიჯი დაჭერით Open ღილაკს.
ამის შემდეგ დააწკაპუნეთ მწვანე ღილაკს Next.
შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა სადაც შეძლებთ USB ფლეშკის შერჩევას, აირჩიეთ შესაბამისი ფლეშკა და დააჭირეთ მწვანე ღილაკს Begin copying. დაიწყება USB დისკის დაფორმატება, რომელიც წაშლის ყველა მონაცემს, და შემდეგ დაიწყებაჩამტვირთავი ფლეშკის შექმნა
როდესაც პროგრესბარი მთლიანად შეივსება და მარჯვენა მხარეს დაიწერება 100% - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამტვირთავი USB ფლეშკა მზადაა.
დახურეთ პროგრამა და გადააყენეთ Windows გამოყენებით ახალი, უკვე შექმნილი, ჩამტვირთავი USB ფლეშკით.
ავტორი: ირინა ჟამკოჩიანი
Subscribe to:
Posts (Atom)