Wednesday, May 22, 2013

ჩამტვირთავი USB ფლეშკის შექმნა Windows-ის ოპერაციულ სისტემაში




usb
პირველი, რაც ჩვენ გვჭირდება არის თავად ოპერაციული სისტემა. თუ გსურთ დააყენოთ Windows Vista, Windows XP, Windows 7 ან Windows 8, უნდა გქონდეთ ამ ოპერაციული სისტემის ISO-იმიჯი.

შესაბამისი ISO-იმიჯი, შეგიძლიათ შექმნათ DVD დისკიდან ან გადმოწეროთ ინტერნეტიდან.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოპერაციული სისტემა Microsoft Windows - ფასიანია, მისი უფასოდ გამოყენება შეიძლება მხოლოდ გაცნობისთვის განკუთვნილ განსაზღვრულ დროში.

მას შემდეგ რაც აირჩიეთ ოპერაციული სისტემა და გადმოწერეთ თქვენს კომპიუტერში, გადავდივართ მეორე ეტაპზე.

ოპერაციული სისტემის გადატანა (კოპირება) თქვენი კომპიუტერიდან USB ფლეშკაზე უნდა შეასრულოთ სპეციალური პროგრამის დახმარებით. უბრალო "კოპირება" და "ჩაწერა" არ იმუშავებს, USB ფლეშკა არ გახდება ჩამტვირთავი. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ფლეშკაზე არსებული მონაცემები სრულიად განადგურდება, ამიტომ შეინახეთ ისინი სხვა ადგილას.

Windows 7 და Windows 8 ინსტალაციისთვის დაგვჭირდება Windows 7 DVD / USB Tool,  რომლის გადმოწერა შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან .
ამის შემდეგ კი:

გაუშვით Windows 7 DVD / USB Tool პროგრამას. გაიხსნება ფანჯარა, როგორიც ამ სურათზეა:
usbtool
დააჭირეთ Browse ღილაკზე და აირჩიეთ თქვენი Windows 7 ან Windows 8 ISO-იმიჯი.usbtool2
როდესაც მოიძიეთ და შეარჩიეთ სწორი ISO-იმიჯი დაჭერით Open ღილაკს.
usbtool3
ამის შემდეგ დააწკაპუნეთ მწვანე ღილაკს Next.
usbtool4
შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა სადაც შეძლებთ  USB ფლეშკის შერჩევას, აირჩიეთ შესაბამისი ფლეშკა  და დააჭირეთ მწვანე ღილაკს Begin copying. დაიწყება USB დისკის დაფორმატება, რომელიც წაშლის ყველა მონაცემს, და შემდეგ დაიწყებაჩამტვირთავი ფლეშკის შექმნა
usbtool5
როდესაც პროგრესბარი მთლიანად შეივსება და მარჯვენა მხარეს დაიწერება 100% - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამტვირთავი USB ფლეშკა მზადაა.
usbtool6
დახურეთ პროგრამა და გადააყენეთ Windows გამოყენებით ახალი, უკვე შექმნილი, ჩამტვირთავი USB ფლეშკით.



ავტორი: ირინა ჟამკოჩიანი

No comments:

Post a Comment