Wednesday, May 29, 2013

ყველაფერი სიკვდილის ლურჯი ეკრანის შესახებ (BSOD)


სიკვდილის ლურჯი ეკრანი ანუ BSOD ყოველთვის უსიამოვნო რამეს წარმოადგენს და შეიძლება გამოჩნდეს ყველაზე არახელსაყრელ დროს. ის ყოველთვის მიანიშნებს რაღაც კრიტიკულ შეცდომაზე კომპიუტერში, თუმცა ეს შეცდომა შეიძლება ერთადერთხელ მოხდეს ან პირიქით სისტემატიური ხასიათი მიიღოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პრობლემას და შევეცადოთ გამოვასწოროთ ის. წინააღდმეგ შემთხვევაში კომპიუტერზე ვერ ვიმუშავებთ.

რა იწვევს BSOD-ს?

სიკვდილის ლურჯი ეკრანი შეიძლება გამოწვეულ იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ყველაზე ხშირი პრობლემები გამოწვეულია აპარატული ნაწილით, ე.წ. hardware. პროგრამული უზრუნველყოფაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული პრობლემა, ოღონდ ეს პროგრამა უნდა წარმოადგენდეს სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს (დრაივერი ან რამე ეგეთი). ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროგრამები შეცდომის შემთხვევაში როგორც წესი უბრალოდ იხურებიან. გარდა ამისა BSOD ხშირად გამოწვეულია სისტემის დავირუსებით.

BSOD-ის გამოჩენის შემთხვევაში სისტემა ქმნის "minidump" ფაილს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხდარი შეცდმომის შესახებ.

როგორ გავაანალიზოთ BSOD?

BSOD-ის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოვძებნოთ Event Viewer-ში. თუმცა იქ ეს ინფორმაცია შედარებით რთული საპოვნია, ვინაიდან ერთ რიგშია სხვა სისტემურ ინფორმაციასთან. Event  Viewer-ში ინფორმაციის ფილტრაციის ალტერნატივაა სპეციალური პროგრამა, რომელიც გაშვების მერე მოძებნის "minidump" ფაილებს და აჩვენებს შესაბამის ინფორმაციას.

მას შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ შეცდომის არსი, შემდეგი გზა არის დაგუგლვა. მაგალიტად ზემოთ ნაჩვენებ შემთხვევაში აზრი აქვს დაიგუგლოს შეცდომა DRIVER_IRQL_NOT_LESS_OR_EQUAL შესაბამის STOP კოდთან ასევე tcpip.sys-თან ერთად სხვადასხვა კომბინაციაში.

გარდა ამისა BSOD-ის გაანალიზება და შესაბამისი ინფორმაციის მოძებნა შეიძლება ვცადოთ   Windows Action Center-ის მეშვეობით.

რა ხერხები გამოიყენება BSOD-თან საბრძოლველად?

როგორც აღვნიშნეთ ყოველი კონკეტული შეცდომის  შემთხვევის დაგუგვლის შედეგად ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ ინსტრუქციას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ ამ პოსტის ბოლოს მე მინდა მოგიყვეთ იმ ზოგადი ხერხების შესახებ რომელიც გამოიყენება ამ ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად.

1. System Restore - თუ კომპიუტერში მომხდარი ბოლო ცვლილებების შედეგად (პროგრამები დააყენეთ, დრაივერები განაახლეთ და ა.შ.) სისტემა ქრეშავს - ყველაზე მარტივი გზაა System Restore-ს გამოყენება, ანუ სისტემის დაბრუნება წინა მდგომარეობაში.

2. ვირუსებზე დასკანირება - როგორც აღვნიშნეთ ვირუსები ხშირად იწვევენ პრობლემებს სისტემაში. იდეალურ შემთხვევაში დასკანირება და საერთოდ ვირუსებისგან დაცვა კომპიუტერის უნდა მოხდეს პერმანენტულად და არა როდესაც პრობლემა სახეზე იქნება

3. დრაივერების განახლება ან დრაივერების წინა ვერსიის დაყენება

4. თუ კომპიუტერის ჩართვისას ან დარესტარტებისას თქვენ ისევ და ისევ გხვდებათ BSOD მაშინ შეეცადეთ შეხვიდეთ Safe Mode-ში. ამ რეჟიმში სისტემა ტვირთავს მხოლოდ აუციელებელ დრაივერებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. ამიტომ თქვენ გაქვთ შანსი მოიშოროთ ახლად დაყენებული პრობლემური პროგრამა ან დრაივერი

5. შეამოწმეთ ტრიალებს თუ არა ქულერი, ხო არაა მტვერი ქეისში. იმიტომ რომ გადახურებაც ხშირად იწვევს BSOD-ს. გარდა ამისა მოწმდება ასევე ოპერატიული და ვინჩესტერი შესაბამის დაზიანებებზე.

No comments:

Post a Comment