Showing posts with label Android. Show all posts
Showing posts with label Android. Show all posts

Saturday, April 12, 2014

როგორ დავაყენოთ საქართველოსთვის დაბლოკილი პროგრამები Android-ზე

ზოგიერთი პროგრამის დაყენება Google Play-დან შეუძლებელია. როცა თქვენ ამას ცდილობთ გამოდის შეტყობინება: The Item isn't available in your country. საქმე არის იმაში, რომ ზოგი პროგრამის დამწერი/მფლობელი ბლოკავს გარკვეულ ქვეყნებში მის გავრცელებას (საქართველო ხშირად შედის ასეთ დაბლოკილ ქვეყნებში).

გამოსავალი არის აქედან ორი: apk ფაილების ნახვა და მოძებნა სხვადასხვა ფორუმზე, ან http://apps.evozi.com/apk-downloader/ გამოყენება კომპიუტერზე apk ფაილის გადმოსაწერად.

იმისთვის, რომ ასე გადმოწერილი apk ფაილები დააყენოთ თქვენი ანდროიდ მოწყობილობის პარამეტრებში უნდა ჩართოთ ე.წ. Unknown Sources. (Settings-> Security ან Security->Applications უნდა იყოს განლაგებული)


თუ კი გნებავთ ანდროიდისვე Google Play-დან დააყენოთ პროგრამები, მაშინ სისტემა უნდა მოატყუოთ, რომ თითქოს არ იმყოფებით დაბლოკილ ქვეყანაში. ამისტვის კი გამოგადგებათ VPN ტექნოლოგია. ამ სტატიის ფარგლებში არ დავიწყებთ VPN ტექნოლოგიის დეტალურ ახსნას. მარტივად, რომ ვთქვათ გამოდის რომ სარგებლობთ ტუნელით: შედიხართ საქართველოში გადიხართ VPN სერვისის "ტუნელში" და გარეთ გამოდიხართ უკვე იმ ქვეყანში რომელსაც შეარჩევთ. ანუ შესაბამისი სერვისთვის თქვენ ჩანხართ როგორც არა ქართველი არამედ დავუშვათ ამერიკელი, ფრანგი და ა.შ.

ანდროისთვის არსებობს ძალიან ბევრი ასეთი პროგრამა. მე პირადად TunnelBear-ს ვხმარობ. თვეში გაძლევს 500 მბ უფასოდ, პლიუს თუ ტვიტერზე თვეში ერთხელ დაწერ მათ შესახებ + 1გბ ყოველთვიურად. გადმოწერა შეიძლება აქედან.

მას შემდეგ რაც დააყენებთ ამ პროგრამას  უნდა მიყვეთ შემდეგ ნაბიჯებს:
1. ვრთავთ Airplane Mode-ს
2. შევდვივართ  Settings-> Application Manager და ზევიდან გადავრთავთ All-ზე. ვპოულობთ Google Play Store-ს

ვაჭერთ ზედ და მერე ვაჭერთ Clear Data და მერე Force Stop.

მას შემდეგ Airplane Mode-ს გათიშვის გარეშე, ვრთავთ Wifi-ს ვხსნით Tunnel Bears-ს და ვაყენებთ ზემოთ განლაგებულ გადამრთველს On-ზე. ქვეყნის სტანდარტული გადამრთველი შეგვიძლია დავტოვოთ US-ზე
მაგის შემდეგ ჩვეულებრივად ვხსნით Google Play-ს ვეთანხმებით გამოსულ შეტყობინებას და ვსარგებლობთ Play-ით შეზღუდვების გარეშე.

Sunday, November 24, 2013

Android-ის აჩქარების ხერხი ანიმაციების გამორთვით

ანდროიდის აჩქარების ერთერთი ხერხია ანიმაციების გამორთვა მენიუში. ისევე როგორც ხშირად კომპიუტერზე ვრთავთ რაც შეიძლება უბრალო თემას და ვთიშავთ ყველანაირ ანიმაციას მისი აჩქარებისთვის, ანდროიდის სმარტფონისთვისაც მსგავსი მოქმედება შეიძლება დადებითი შედეგი მოიტანოს.

შევიდეთ ჩვენი ტელეფონის პარამეტრების  Developer Option-ებში.
შემდეგ კი ვიპოვეთ მენიუს პუნქტები სადაც წერია Animations
და გამოვრთოთ ის
აქ თუ შეამჩნევთ  მე  ასევე ჩავრთე GPU აქსელერაცია, ანუ თუ ნორმალური ვიდეოკარტა არის თქვენ ტელეფონში ის აიღებს თავის თავზე ეკრანის "დახატვის" ფუნქციას. თუმცა შეიძლება ამის გამო თქვენი ბატარეა უფრო მალე დაიცალოს, ამიტომ გემოვნების ამბავია. რა თქმა უნდა იმისთვის რომ, ეს ცვლილებები ძალაშ შევიდეს საჭიროა ტელეფონის დარესტარტება.

P.S. თუ თქვენ ტელეფონში არ ჩანს Developer Options მაშინ საჭიროა შეხვიდეთ About Device-ში და Build Number-ზე ერთი 7ჯერ დააწკაპუნოთ.