Wednesday, July 24, 2013

Linux Command Line 3: ფაილებთად და დირექტორიებთან მუშაობა (mkdir, cp, mv, rm)

მას შედმეგ რაც ჩვენ დავაეფლეთ ლინუქსის კომანდ ლაინში მუშაობის ზოგადი პრინციპების ათვისების შემდეგ, შეგვიძლია დავიწყოთ უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვა. პირველი ასეთი პრაქტიკული საკითხი არის ფაილებზე და დირექტორიებზე ოპერაციების განხორციელება.

პირველი ბრძანება, რომელსაც განვიხილავთ არის mkdir. შეიძლება უკვე მიხვდით, რომ  ეს ბრძანება შექმნის დირექტორიებს. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ დირექტორია  folder1  ჩვენ უნდა ავკრიფოთ mkdir folder1. თუ გვჭირდება რამოდენიმე დირექტორიის შექმნა, მაშინ საკმარისია ავკრიფოთ mkdir folder1 folder2 folder3 და ა.შ.

ფაილების კოპირებისათვის ჩვენ გვჭირდება ბრძანება cp. ყველაზე მარტივი სიტუაციაა როცა ჩვენ გვინდა დავაკოპიროთ ფაილი file1 ფოლდერ folder1-ში. საკმარისია ავკრიფოთ ბრძანება cp file1 folder1. თუ საჭიროა რამოდენიმე ფაილის  დაკოპირება ერთ დირექტორიაში (მაგალითად ფოლდერ folder1-ში გვინდა დავაკოპირეთ file1, file4) უნდა ავკრიფოთ cp file1 file4 folder1 გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტულად cp  ბრძანება არ აკოპირებს დირექტორიებს და თუ თქვენ შეეცდებით მაგალითად დირექტორია folder2 დაკოპირებას folder1-ში მიიღებთ შეცდომას: omitting directory. გამოსავალი არის -r სვიტჩის გამოყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში destination folder-ის სახელს ბოლოში დაუმატეთ / . ანუ ბრძანება ასე უნდა გამოიყურებოდეს cp -r folder2 folder1/. რაღა თქმა უნდა შესაძლებელია ერთდროულად ფოლდერების და ფაილების კოპირება: cp -r  file1 file2 folder1 extfolder/

მაგრამ сp ასრულებს ასევე ფაილისთვის სახელის გადარქმევის ფუნქციას, უფრო სწორად ასრულებს save as ფუნქციას, ანუ იქმენა იმავე შიგთავსის ფაილი ოღონდ სხვა სახელით: cp file1 sadoktoro.

ბრძანება mv განკუთვნილია ფაილების გადატანისთვის (cut-ის ანალოგი) და ასევე გამოიყენება ფაილებისთვის სახელის გადასარქმევად. მაგალითად, თუ  /home/folder ში ჩვენ გვაქვს ფაილი sadoktoro და ავკრეფთ ბრძანებას mv /home/folder/sadoktoro /home/folder/sadoktorofinal მაშინ გამოვა, რომ ჩვენ ფაილს  სახელი გადავარქვით sadoktoro-დან sadoktorofinal-ზე.  ხოლო თუ ავკრიფეთ ბრძანება mv sadoktoro ~/extfolder ჩვენ მიმდინარე ფოლდერიდან сut-ით გადავიტანთ ფაილს ახალ ფოლდერში.


rm  ბრძანება განკუთვნილია ფაილების და ფოლდერების (-r სვიტჩით) წაშლისთვის. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ამ ბრძანებას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. სასურველია სანამ წაშლით რაიმე დირექტორიას, ჯერ მისი შიგთავსი ვნახოთ ls ბრძანების მეშვეობით.






No comments:

Post a Comment