Windows 8 არის პირველი დესკტოპ ოპერაციული სისტემა Windows ებს შორის რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ Hyper-V ვირტუალიზაცია. რა თქმა უნდა ამისთვვის არამარტო Windows 8 უნდა გეყენოთ არამედ შესაბამისი პროცესორიც უნდა გქონდეთ.
ამ სტატიაში ჩვენ არ განვიხილავთ Hyper-Vს გამართვის ან მასში მუშაობის საკითხებს. ჩვენ უნდა შევეცადოთ გადაწყვიტოთ შემდეგი პრობლემა: Hyper-V-ს ჩართვის მერე თუ თქვენ მოინდომებთ მაგალითად ვირტუალბოქსში რაიმე ვირტუალის გაშვებას გადაეყრებით დაახლოებით მსგავს პრობლემას:
What??? იფიქრებთ თქვენ. საქმე იმაშია რომ Hyper-V დაყენების მერე თავის სერვის მუდმივად ჩართულს ტოვებს და ართმევს აპარატული ვირტუალიზაციას სხვა პროდუქტებს. ხოლო ისეთი პროგრამები, როგორიცაა მაგალითად Virtualbox და Vmware Workstation თავიანთ სერვისებს უშვებენ მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ჩართავთ მათ, ანუ Hyper-V ფაქტიურად აპარატული ვირტუალიზაციის მონოპოლიზაციას აკეთებს და დანარჩნ პროდუქტებს უტოვებს მხოლოდ სოფტვერული ვირტულიზაციის შესაძლებლობას, რაც გამოიწვევს მათ მუშაობას კუს სიჩქარით და ასევე 64 ბიტიანი ვირტუალების გაშვების შეუძლებლობას.
როგორ მოვიქცეთ და მოვსპოთ Hyper-V-ს ვირტუალიზაცია?
ამის რომოდენიმე გზა არსებობს, მაგრამ იდეა არის ერთი კომპიუტერის ჩართვისას ავტომატურად არ ჩაირთოს Hyper-V შესაბამისი სერვისი.
გავუშვათ cmd როგორც ადმინისტრატორმა და ჩავწეროთ შემდეგი რამ:
bcdedit /set hypervisorlaunchtype off
კომპიუტერის დარესტარტების მერე ვირტუალბოქსი ჩვეულებრივად გაეშვება.მაგრამ უკვე Hyper-Vს გაშვებისას გამოვა შეტყობინება რომ არ მუშაობს ჰიპერვიზორი, ჩვენ ისევ მოგვიწევს ადმინისტრატორის უფლებებით კომანდ ლაინის გაშვება და ამჯერად ასეთი ბრძანების მეშვეობით ჰიპერვიზორის ჩართვა
bcdedit /set hypervisorlaunchtype auto
ჰიპერვიზორის ასამუშავებლად საჭიროა დავარესტარტოთ კომპიუტერი. ამის შემდეგ იმუშავებს ისევ Hyper-V და არ იმუშავებს virtualbox/vmware.
თუ ვინმემ იცის უფრო მარტივი გზა Hyper-V და virtualbox/vmware-სი ერთ კომპზე თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად welcome კომენტარებში.
No comments:
Post a Comment