დაყენების პროცედურა "ნექსტებით" სრულდება, საჭიროა კეის მითითება
დაყენების მერე გაიხსნება Acronis Snap Deploy 4 Management Console
პირველ რიგშ გავხსნათ და გავმართოთ PXE Server
Boot-ში ჩვენ გვინდა რომ დასტარტოს Acronis Snap Deploy 4 Agent
სერვერის სახელში მივუთითოთ ჩვენი კომპიუტერის სახელი, რათა შემდგომ რამე გაუგებრობა არ მოხდეს. PXE სერვერის დაყენების შემდეგ დავბრუნდეთ Welcome Screen-ზე და დავაჭიროთ Deploy Image. გაიხსნება ე.წ. Deploy Image
ნექსტების შედეგად ჩვენ ვიღებთ შემდეგ სურათს
აქ ავირჩიოთ პუნქტი Any machines ready for deployement და ავირჩიოთ თუ რა მინიმალური რაოდენობის კომპიუტერების გამოჩენისას დაიწყება გადაყენება ჩვენ შემთხვევაში ეს რაოდენობა არის 1.
შემდეგ ეტაპზე ჩვენ გვთხოვენ ან არსებული შაბლონის გამოყეენბა ან ახლის შექმნა (შაბლონში როგორ წესი მითითებულია თუ რა იმიჯი გამოიყენება აღდგენისას). შაბლონის შექმნისას უთითებთ მის დასახელებას (რომელიც მიგანიშნებთ თუ რომელი იმიჯის აღდგენა გინდათ) და თვით იმიჯი. ასეთი შაბლონი შეგიძლიათ გქონდეთ უამრავი.
ამის შემდეგ შეიქმნება დავალება მოცემული შაბლონის მიხედვით და იმავე საბნეტში არსებული კომპიუტერები შესძლლებენ ჩაიტვირთონ PXE-დან და ჩატარდება იმიჯების აღდგენა. თქვენ კონსოლში კი პროცენტულად იქნება ნაჩვენები შესრულების პროცესი.
No comments:
Post a Comment