Sunday, January 13, 2013
Windows 8 ლიცენზიის შეძენის გამოცდილება
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არ ვარ მაიკროსოფტის წარმომადგენელი, არ მაქვს არანაირი კავშირი მათთან და ყველაფერი ქვემოთმოცემული არის ჩემი პირადი შეხედულება და გამოცდილება და არა რაიმე მოქმედების ინსტრუქცია. თუ თქვენ გადაწყვიტავთ მიყვეთ ჩემ მაგალითს, ეს იქნება თქვენი პირადი რისკი, და რაიმე ზარალისთვის პასუხისმგებლობა ისევ თქვენ თავზე უნდა აიღოთ. აქვე გეტყვით, რომ ამ ინსტრუქციის შესრულება მე დამიჯდა 67 ლარი და 6 თეთრი
ერთ-ერთ კომპში დუალბუთში მეყენა Windows 8 Release Preview, რომელიც ყოველი ჩართვისას ამბობდა რო მალე უფასო მოხმარების ბედნიერება მორჩება და ყოველ 2 საათში აწი კოპმი გაითიშება.
დღეს რაღაცისთვის შევედი პარამეტრებში, და რას ხედავენ ჩემი თვალები: ვინდოუსი მეუბნება ლიცენზია აქტივირებული კი არ არისო და დეტალებისთვის მიმართეთო Windows Activation-სო.
ასეთ ზრდილობიან თხოვნაზე უარს ვერ ვიტყოდი და შევედი მოცემულ ლინკზე:
რას ვხედავთ ლიცენზიას ვადა გასდის 2 დღეში. რეაქცია მაქვს დაახლოებით ასეთი. მასეთივე რეაქციით მივყები ლინკს Purchase the latest version of Windows online, ველოდებოდი რა რაიმე სასწაულ ფასებს.
მაგრამ რას ხედავენ ჩემი თვალები:
40 დოლარიო? :O ხასიათი უცბად იცვლება
ვაჭერთ ვაჭერთ დიდი ღილაკს და ვიწერთ!!!!
თან რას ვხედავთ, თურმე ჩვენ შეგიძლია დავაყენოთ Windows 8 upgrade, ჩვენ ხო Windows 8 Release Preview გვაქვს. ვაშა ვაშა.
მაგრამ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ბოლო ბოლო ჩვენ გადმოვიწერეთ Windows 8 upgrade assistant, რომელმაც უნდა დაგვეხმაროს შეძენის და დაყენების პროცესში. ვინ იცის რა შემოწმება ან შეზღუდვა არის მაგ პროგრამაში. იქნებ საქართველოში არ შეიძლება მსგავსი აქციით სარგებლობა ან იქნება უფასო Release Preview-ზე ამ ფასში აპგრეიდს გადაიფიქრებს??? ვნახოთ ვნახოთ
ვუშვებთ პროგრამას:
შემოწმების დამთავრების შემდეგ პროგრამა გვეუბნება, რომ პრინციპში ყველაფერი რიგზეა. პრობლემები არსებითი არ არის:
შესაბამისად ვაჭერთ next-ს
ისევ next:
ვა ნუთუ გაგვიმართლა და გვთავაზობენ შეძენას პრო ვერსიის სულ რაღაც 40 $???
დავაჭიროთ Order:
მივყვეთ Checkout-ს:
შევავსოთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე:
აქაც შესაბამისად შევავსოთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, სადაც უნდა გადავხედოთ და დავადასტუროთ ჩვენი ინფორმაცია და დავაჭიროთ Buy, თუ ყველაფერი მოგვწონს:
რა ხდება შემდეგ? აი რა ხდება:
ვიწერთ ურა ურა ურა. ანუ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა!!!
გადმოწერის დამთავრების შემდეგ:
აქ ჩვენ უნდა ავირჩიოთ რა გვინდა; ამ წუთასვე დაყენება თუ შექმნა საინსტალაციოსი (რაც მე ავირჩიე) მოგვიანებით დაყენება დესკტოპიდან
რადგანაც ჩვენ ავირჩიეთ საინსტალაციოს შექმნა პროგრამა გვეკიტხება რა გვინდა გავაკეთოთ უსბ თუ ისო? მე პირადად ისო ავირჩიე, რომელიც შემდგომში ჩავწერე დისკზე. დისკიდან შეიძლება ინსტალაცია როგორც 8ის შეიგნიდან ისევე ჩვეულებრივად გამოყენება როგორც ბუთებლ დისკის ყველანაირი შეზღუდვის გარეშე.
სხვათაშორის მეილზეც მოდის ოფიციალური წერილი, რომელიც გიდასტურებთ ლიცენზიას:
ბლოგის ეს ჩანაწერი შექმნილია ლიცენზირებული ვინ 8 პროდან ჰეჰეჰეჰ
Labels:
Windows 8
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment