Thursday, March 28, 2013
Windows 8 Start Menu-ზე ზოგიერთი რამ
როგორც ჩვენთვის ცნობილია Windows 8-ს ახალი საკმაოდ განსხავებული მენიუ გააჩნია, ის ავტომატურად ჩნდებიან ე.წ. Windows 8-app-ები. თუმცა ჩვენთვის ჩვეული პროგრამები ანუ ახალი ტერმინოლოგიით Desktop apps შეიძლება არ გამოჩნდეს ამ ახალ სტარტში. ეს იშვიათად ხდება მაგრამ უსიამოვნოა. როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ასეთი სიტუაცია? ერთი ერთი გზა არის იმ ფოლდერებში შორტკატების ჩაგდება, რომლებიც პასუხს აგებენ ახალი სტარტის შიგთავსზე. ასეთი კი ვინდოუს 8-ში ორია: C: ProgramData\Microsoft\Windows\Start Menu\Programs ყველა იუზერისთვის და C:\Users\%user%\AppData\Roaming\Microsoft\Windows\Start Menu\Programs შესაბამისი იუზერისთვის. რა თქმა უნდა ამ მისამართების დამახსოვრება ძალიან ძნელია და ამიტომ რომ გადახვიდეთ ამ ფოლდერებში გადასასვლელად Windows Explorer-ის სამისამართო ველში აკრიფეთ shell:common programs (ყველა იუზერისთვის) და shell:programs(მოცემული იუზერისთვის)
Labels:
Windows 8
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment