ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში მოგზაურებისას საკმაოდ საინტერესო სერვის წავაწყდი: http://www.isyncbox.com
ესეიგი მოკლედ რა ხდება:
ამ სერვისის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ საკუთარი ქლაუდ სტორიჯი. პრაქტიკულად საქმე გვაქვს სერვისთან კი არა პროგრამასთან, რომელიც საშუალებას მოგცემთ მარტივად შექმნათ თქვენი პირადი შეუზღუდავი ზომის (რამხელაც გექნებათ ვინჩესტერი) და შეუზღუდავი სიჩქარის (რაც გექნებათ ინტერნეტ შეერთება) მქონე ქლაუდ სტორიჯი
ესეიგი რა უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი ქლაუდ სტორიჯი:
1. გვქონდეს Windows (Linux და Mac OS სამწუხაროდ არ გამოგვადგება)
2. გადმოვწეროთ ზემოთ აღნიშნული პროგრამის სერვერი
3. გვქონდეს ჩვენი IP, თუ ინტერნეტში როუტერით გავდივართ Upnp სერვისი როუტერში ჩართული უნდა გვქონდეს.
დაყენების დეტალური ინსტუქცია ვიხილოთ აქ http://www.isyncbox.com/guide
პროგრამის პლიუსები:
+ პროგრამა აბსოლუტურად უფასოა
+ გაქვთ იმდენი ადგილი რამდენიც გინდათ
+ სიჩქარე ერთი ლანის ფარგლებში მაქსიმალურია, ინტერნეტიდან დამოკიდბეულია ინტერნეტ შეერთებაზე.
+ შეგიძლიათ დაუშეაროთ ფაილები როგორც კონკრეტულ პირებისთვის ისე ე.წ. "პაბლიკისთვის"
+ აქვს ვერსიების კონტროლი
+ კლიენტები პრაქტიკულად ყველა პლატფორმისთვის : ანდროიდი, აიფონი, მაკი, ლინუქსი, ვინდოუსი
პროგრამის მინუსები
- სერვერი მხოლოდ ვინდოუსისთვის
- საბოლოო ჯამში პროგრამის მუშაობა დამოკიდებულია თქვენზე: ინტერნეტი ანდა შუქი არ უნდა გაითიშოს, კომპიუტერი არ უნდა გაიჭედოს, ვინჩესტერის მდგომარეობა უნდა აკონტროლოთ და ა.შ.
UPD. კიდე ერთი ვარიანტი არის http://owncloud.org/ მართალია შედარებით რთული გამართვალი მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო მეტი კლიენტით სხვადასხვა პლატფორმისთვის
No comments:
Post a Comment