Wednesday, May 29, 2013

ყველაფერი სიკვდილის ლურჯი ეკრანის შესახებ (BSOD)


სიკვდილის ლურჯი ეკრანი ანუ BSOD ყოველთვის უსიამოვნო რამეს წარმოადგენს და შეიძლება გამოჩნდეს ყველაზე არახელსაყრელ დროს. ის ყოველთვის მიანიშნებს რაღაც კრიტიკულ შეცდომაზე კომპიუტერში, თუმცა ეს შეცდომა შეიძლება ერთადერთხელ მოხდეს ან პირიქით სისტემატიური ხასიათი მიიღოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პრობლემას და შევეცადოთ გამოვასწოროთ ის. წინააღდმეგ შემთხვევაში კომპიუტერზე ვერ ვიმუშავებთ.

რა იწვევს BSOD-ს?

სიკვდილის ლურჯი ეკრანი შეიძლება გამოწვეულ იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ყველაზე ხშირი პრობლემები გამოწვეულია აპარატული ნაწილით, ე.წ. hardware. პროგრამული უზრუნველყოფაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული პრობლემა, ოღონდ ეს პროგრამა უნდა წარმოადგენდეს სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს (დრაივერი ან რამე ეგეთი). ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროგრამები შეცდომის შემთხვევაში როგორც წესი უბრალოდ იხურებიან. გარდა ამისა BSOD ხშირად გამოწვეულია სისტემის დავირუსებით.

BSOD-ის გამოჩენის შემთხვევაში სისტემა ქმნის "minidump" ფაილს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხდარი შეცდმომის შესახებ.

როგორ გავაანალიზოთ BSOD?

BSOD-ის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოვძებნოთ Event Viewer-ში. თუმცა იქ ეს ინფორმაცია შედარებით რთული საპოვნია, ვინაიდან ერთ რიგშია სხვა სისტემურ ინფორმაციასთან. Event  Viewer-ში ინფორმაციის ფილტრაციის ალტერნატივაა სპეციალური პროგრამა, რომელიც გაშვების მერე მოძებნის "minidump" ფაილებს და აჩვენებს შესაბამის ინფორმაციას.

მას შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ შეცდომის არსი, შემდეგი გზა არის დაგუგლვა. მაგალიტად ზემოთ ნაჩვენებ შემთხვევაში აზრი აქვს დაიგუგლოს შეცდომა DRIVER_IRQL_NOT_LESS_OR_EQUAL შესაბამის STOP კოდთან ასევე tcpip.sys-თან ერთად სხვადასხვა კომბინაციაში.

გარდა ამისა BSOD-ის გაანალიზება და შესაბამისი ინფორმაციის მოძებნა შეიძლება ვცადოთ   Windows Action Center-ის მეშვეობით.

რა ხერხები გამოიყენება BSOD-თან საბრძოლველად?

როგორც აღვნიშნეთ ყოველი კონკეტული შეცდომის  შემთხვევის დაგუგვლის შედეგად ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ ინსტრუქციას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ ამ პოსტის ბოლოს მე მინდა მოგიყვეთ იმ ზოგადი ხერხების შესახებ რომელიც გამოიყენება ამ ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად.

1. System Restore - თუ კომპიუტერში მომხდარი ბოლო ცვლილებების შედეგად (პროგრამები დააყენეთ, დრაივერები განაახლეთ და ა.შ.) სისტემა ქრეშავს - ყველაზე მარტივი გზაა System Restore-ს გამოყენება, ანუ სისტემის დაბრუნება წინა მდგომარეობაში.

2. ვირუსებზე დასკანირება - როგორც აღვნიშნეთ ვირუსები ხშირად იწვევენ პრობლემებს სისტემაში. იდეალურ შემთხვევაში დასკანირება და საერთოდ ვირუსებისგან დაცვა კომპიუტერის უნდა მოხდეს პერმანენტულად და არა როდესაც პრობლემა სახეზე იქნება

3. დრაივერების განახლება ან დრაივერების წინა ვერსიის დაყენება

4. თუ კომპიუტერის ჩართვისას ან დარესტარტებისას თქვენ ისევ და ისევ გხვდებათ BSOD მაშინ შეეცადეთ შეხვიდეთ Safe Mode-ში. ამ რეჟიმში სისტემა ტვირთავს მხოლოდ აუციელებელ დრაივერებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. ამიტომ თქვენ გაქვთ შანსი მოიშოროთ ახლად დაყენებული პრობლემური პროგრამა ან დრაივერი

5. შეამოწმეთ ტრიალებს თუ არა ქულერი, ხო არაა მტვერი ქეისში. იმიტომ რომ გადახურებაც ხშირად იწვევს BSOD-ს. გარდა ამისა მოწმდება ასევე ოპერატიული და ვინჩესტერი შესაბამის დაზიანებებზე.

Wednesday, May 22, 2013

ჩამტვირთავი USB ფლეშკის შექმნა Windows-ის ოპერაციულ სისტემაში




usb
პირველი, რაც ჩვენ გვჭირდება არის თავად ოპერაციული სისტემა. თუ გსურთ დააყენოთ Windows Vista, Windows XP, Windows 7 ან Windows 8, უნდა გქონდეთ ამ ოპერაციული სისტემის ISO-იმიჯი.

შესაბამისი ISO-იმიჯი, შეგიძლიათ შექმნათ DVD დისკიდან ან გადმოწეროთ ინტერნეტიდან.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოპერაციული სისტემა Microsoft Windows - ფასიანია, მისი უფასოდ გამოყენება შეიძლება მხოლოდ გაცნობისთვის განკუთვნილ განსაზღვრულ დროში.

მას შემდეგ რაც აირჩიეთ ოპერაციული სისტემა და გადმოწერეთ თქვენს კომპიუტერში, გადავდივართ მეორე ეტაპზე.

ოპერაციული სისტემის გადატანა (კოპირება) თქვენი კომპიუტერიდან USB ფლეშკაზე უნდა შეასრულოთ სპეციალური პროგრამის დახმარებით. უბრალო "კოპირება" და "ჩაწერა" არ იმუშავებს, USB ფლეშკა არ გახდება ჩამტვირთავი. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ფლეშკაზე არსებული მონაცემები სრულიად განადგურდება, ამიტომ შეინახეთ ისინი სხვა ადგილას.

Windows 7 და Windows 8 ინსტალაციისთვის დაგვჭირდება Windows 7 DVD / USB Tool,  რომლის გადმოწერა შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან .
ამის შემდეგ კი:

გაუშვით Windows 7 DVD / USB Tool პროგრამას. გაიხსნება ფანჯარა, როგორიც ამ სურათზეა:
usbtool
დააჭირეთ Browse ღილაკზე და აირჩიეთ თქვენი Windows 7 ან Windows 8 ISO-იმიჯი.usbtool2
როდესაც მოიძიეთ და შეარჩიეთ სწორი ISO-იმიჯი დაჭერით Open ღილაკს.
usbtool3
ამის შემდეგ დააწკაპუნეთ მწვანე ღილაკს Next.
usbtool4
შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა სადაც შეძლებთ  USB ფლეშკის შერჩევას, აირჩიეთ შესაბამისი ფლეშკა  და დააჭირეთ მწვანე ღილაკს Begin copying. დაიწყება USB დისკის დაფორმატება, რომელიც წაშლის ყველა მონაცემს, და შემდეგ დაიწყებაჩამტვირთავი ფლეშკის შექმნა
usbtool5
როდესაც პროგრესბარი მთლიანად შეივსება და მარჯვენა მხარეს დაიწერება 100% - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამტვირთავი USB ფლეშკა მზადაა.
usbtool6
დახურეთ პროგრამა და გადააყენეთ Windows გამოყენებით ახალი, უკვე შექმნილი, ჩამტვირთავი USB ფლეშკით.



ავტორი: ირინა ჟამკოჩიანი

Thursday, March 28, 2013

Windows 8 Shortcuts

Windows+I = Settings
Windows +Q = Search Apps
Windows + W = Search Settings
Windows + F = Search Files

Windows 8 Start Menu-ზე ზოგიერთი რამ

როგორც ჩვენთვის ცნობილია Windows 8-ს ახალი საკმაოდ განსხავებული მენიუ გააჩნია, ის ავტომატურად ჩნდებიან ე.წ. Windows 8-app-ები. თუმცა ჩვენთვის ჩვეული პროგრამები ანუ ახალი ტერმინოლოგიით Desktop apps შეიძლება არ გამოჩნდეს ამ ახალ სტარტში. ეს იშვიათად ხდება მაგრამ უსიამოვნოა. როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ასეთი სიტუაცია? ერთი ერთი გზა არის იმ ფოლდერებში შორტკატების ჩაგდება, რომლებიც პასუხს აგებენ ახალი სტარტის შიგთავსზე. ასეთი კი ვინდოუს 8-ში ორია:  C: ProgramData\Microsoft\Windows\Start Menu\Programs ყველა იუზერისთვის და C:\Users\%user%\AppData\Roaming\Microsoft\Windows\Start Menu\Programs შესაბამისი იუზერისთვის. რა თქმა უნდა ამ მისამართების დამახსოვრება ძალიან ძნელია და ამიტომ რომ გადახვიდეთ ამ ფოლდერებში გადასასვლელად Windows Explorer-ის სამისამართო ველში აკრიფეთ shell:common programs (ყველა იუზერისთვის) და shell:programs(მოცემული იუზერისთვის)

Sunday, January 13, 2013

Windows 8 ლიცენზიის შეძენის გამოცდილება


პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არ ვარ მაიკროსოფტის წარმომადგენელი, არ მაქვს არანაირი კავშირი მათთან და ყველაფერი ქვემოთმოცემული არის ჩემი პირადი შეხედულება და გამოცდილება და არა რაიმე მოქმედების ინსტრუქცია. თუ თქვენ გადაწყვიტავთ მიყვეთ ჩემ მაგალითს, ეს იქნება თქვენი პირადი რისკი, და რაიმე ზარალისთვის პასუხისმგებლობა ისევ თქვენ თავზე უნდა აიღოთ. აქვე გეტყვით, რომ ამ ინსტრუქციის შესრულება მე დამიჯდა 67 ლარი და 6 თეთრი

ერთ-ერთ კომპში დუალბუთში მეყენა Windows 8 Release Preview, რომელიც ყოველი ჩართვისას ამბობდა რო მალე უფასო მოხმარების ბედნიერება მორჩება და ყოველ 2 საათში აწი კოპმი გაითიშება.


 დღეს  რაღაცისთვის შევედი პარამეტრებში, და რას ხედავენ ჩემი თვალები: ვინდოუსი მეუბნება ლიცენზია აქტივირებული კი არ არისო და დეტალებისთვის მიმართეთო Windows Activation-სო.

ასეთ ზრდილობიან თხოვნაზე უარს ვერ ვიტყოდი და შევედი მოცემულ ლინკზე:

რას ვხედავთ ლიცენზიას ვადა გასდის 2 დღეში. რეაქცია მაქვს დაახლოებით ასეთი. მასეთივე რეაქციით მივყები ლინკს Purchase the latest version of Windows online, ველოდებოდი რა რაიმე სასწაულ ფასებს.





მაგრამ რას ხედავენ ჩემი თვალები:


 40 დოლარიო? :O ხასიათი უცბად იცვლება
ვაჭერთ ვაჭერთ დიდი ღილაკს და ვიწერთ!!!!






თან რას ვხედავთ, თურმე ჩვენ შეგიძლია დავაყენოთ Windows 8 upgrade, ჩვენ ხო Windows 8 Release Preview გვაქვს. ვაშა ვაშა.
მაგრამ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ბოლო ბოლო ჩვენ გადმოვიწერეთ Windows 8 upgrade assistant, რომელმაც უნდა დაგვეხმაროს შეძენის და დაყენების პროცესში. ვინ იცის რა შემოწმება ან შეზღუდვა არის მაგ პროგრამაში. იქნებ საქართველოში არ შეიძლება მსგავსი აქციით სარგებლობა ან იქნება უფასო Release Preview-ზე ამ ფასში აპგრეიდს გადაიფიქრებს??? ვნახოთ ვნახოთ

ვუშვებთ პროგრამას:

შემოწმების დამთავრების შემდეგ პროგრამა გვეუბნება, რომ პრინციპში ყველაფერი რიგზეა. პრობლემები არსებითი არ არის:



შესაბამისად ვაჭერთ next-ს

ისევ next:

ვა ნუთუ გაგვიმართლა და გვთავაზობენ შეძენას პრო ვერსიის სულ რაღაც 40 $???
დავაჭიროთ Order:

მივყვეთ Checkout-ს:

შევავსოთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე:

აქაც შესაბამისად შევავსოთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, სადაც უნდა გადავხედოთ და დავადასტუროთ ჩვენი ინფორმაცია და დავაჭიროთ Buy, თუ ყველაფერი მოგვწონს:

რა ხდება შემდეგ? აი რა ხდება:

ვიწერთ ურა ურა ურა. ანუ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა!!!
გადმოწერის დამთავრების შემდეგ:

აქ ჩვენ უნდა ავირჩიოთ რა გვინდა; ამ წუთასვე დაყენება თუ შექმნა საინსტალაციოსი (რაც მე ავირჩიე) მოგვიანებით დაყენება დესკტოპიდან

რადგანაც ჩვენ ავირჩიეთ საინსტალაციოს შექმნა პროგრამა გვეკიტხება რა გვინდა გავაკეთოთ უსბ თუ ისო? მე პირადად ისო ავირჩიე, რომელიც შემდგომში ჩავწერე დისკზე. დისკიდან შეიძლება ინსტალაცია როგორც 8ის შეიგნიდან ისევე ჩვეულებრივად გამოყენება როგორც ბუთებლ დისკის ყველანაირი შეზღუდვის გარეშე.


სხვათაშორის მეილზეც მოდის ოფიციალური წერილი, რომელიც გიდასტურებთ ლიცენზიას:

ბლოგის ეს ჩანაწერი შექმნილია ლიცენზირებული ვინ 8 პროდან ჰეჰეჰეჰ



Friday, January 11, 2013

საკუთარი Dropbox -> Syncbox

ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში მოგზაურებისას საკმაოდ საინტერესო სერვის წავაწყდი: http://www.isyncbox.com

ესეიგი მოკლედ რა ხდება:
ამ სერვისის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ საკუთარი ქლაუდ სტორიჯი. პრაქტიკულად საქმე გვაქვს სერვისთან კი არა პროგრამასთან, რომელიც საშუალებას მოგცემთ მარტივად შექმნათ თქვენი პირადი შეუზღუდავი ზომის (რამხელაც გექნებათ ვინჩესტერი) და შეუზღუდავი სიჩქარის (რაც გექნებათ ინტერნეტ შეერთება) მქონე ქლაუდ სტორიჯი

ესეიგი რა უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი ქლაუდ სტორიჯი:
1. გვქონდეს Windows (Linux და Mac OS სამწუხაროდ არ გამოგვადგება)
2.  გადმოვწეროთ ზემოთ აღნიშნული პროგრამის სერვერი
3. გვქონდეს ჩვენი IP, თუ ინტერნეტში როუტერით გავდივართ Upnp სერვისი როუტერში ჩართული უნდა გვქონდეს.
დაყენების დეტალური ინსტუქცია ვიხილოთ აქ http://www.isyncbox.com/guide

პროგრამის პლიუსები:
+ პროგრამა აბსოლუტურად უფასოა
+ გაქვთ იმდენი ადგილი რამდენიც გინდათ
+ სიჩქარე ერთი ლანის ფარგლებში მაქსიმალურია, ინტერნეტიდან დამოკიდბეულია ინტერნეტ შეერთებაზე.
+ შეგიძლიათ დაუშეაროთ ფაილები როგორც კონკრეტულ პირებისთვის ისე ე.წ. "პაბლიკისთვის"
+ აქვს ვერსიების კონტროლი
+ კლიენტები პრაქტიკულად ყველა პლატფორმისთვის : ანდროიდი, აიფონი, მაკი, ლინუქსი, ვინდოუსი

პროგრამის მინუსები
-  სერვერი მხოლოდ ვინდოუსისთვის
-  საბოლოო ჯამში პროგრამის მუშაობა დამოკიდებულია თქვენზე: ინტერნეტი ანდა შუქი არ უნდა გაითიშოს, კომპიუტერი არ უნდა გაიჭედოს, ვინჩესტერის მდგომარეობა უნდა აკონტროლოთ და ა.შ.

UPD. კიდე ერთი ვარიანტი არის http://owncloud.org/ მართალია შედარებით რთული გამართვალი მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო მეტი კლიენტით სხვადასხვა პლატფორმისთვის

როგორ ვამუშაოთ საკუთარ დომენზე განთავსებული Gtalk Pidgin-ის მეშვეობით

ესეიგი თუ ჩვენ გვაქვს ე.წ. Google Apps for your domain და გვინდა გამოვიყენოთ Google Talk ლინუქსზე, ჩვენ დაგვჭირდება მესენჯერის შესაბამისი კონფიგურაცია.
რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ გვექნება საქმე Pidgin მესენჯერთან განვიხილოთ თუ როგორ დავაკონფიგურიროთ Gtalk მასზე. პირველ რიგში პროგრამის მთავარ ფანჯარაში ვირჩევთ Accounts-Manage accounts. ახალ გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ პარამეტრები ქვემოთ მოთავსებული სურათების მიხედვით. რათქმა უნდა user და example.com უნდა ჩაწერთო თქვენი იუზერი და თქვენი დომენი.