Tuesday, January 26, 2016

კომპიუტერული დანაშაულის სახეები

კომპიუტერული დანაშაულის სახეები

კომპიუტერული დანაშაულის გამოძიება მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან მაღალ კვალიფიციურობას, ვინაიდან ამ დანაშაულის ამსრულებლები ხასიათდებიან მაღალი ინტელექტით და სტრატეგიული აზროვნებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოჩენილ იქნეს მტკიცებულებათა შეგროვებისთვის. ძალიან ხშირად ბოროტმოქმედები იყენებენ ე.წ. ლოგიკურ ბომბებს (მაგალითად, კომპიუტერის გათიშვისას ხდება მთელი ინფორმაციის განადგურება) და სხვა ხერხებს გამოძიების ხელის შეშლისთვისთვის

ონლაინ თაღლითობა

ონლაინ თაღლითობა წარმოადგენს რეალურ სამყაროში ჩადენილი თაღლითობების ანარეკლს. თუმცა კიბერ სამყაროს ხასიათიდან გამომდინარე ონლაინ თაღლითობა უფრო
დღევანდელ დღეს ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ინტერნეტ-მაღაზიებმა. ამის მიზეზებია:
  1. ვაჭრობის დაწყება უფრო იაფია, ვიდრე ჩვეუელბრივი მაღაზიის შემთხვევაში
  2. ინტერნეტ-მაღაზიის შენახვა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიის
სწორედ ამიტომ, ვაჭრობის სფეროს თაღლითებისთვის ძალიან მომგებიანია ყალბი ინტერნეტ მაღაზიის შექმნა და მომხმარებლის მოტყუება. ეს შეიძლება გამოიხატოს, როგორც შეძენილი პროდუქციის არ მიწოდებაში, ასევე განცხადებულზე ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის  პროდუქციის მიწოდებაში.
გარდა ფიქტიური  ინტერნეტ მაღაზიებისა თაღლითები იყენებენ შემდეგ სქემებს:
  • სპამი ელ-ფოსტაზე ანდა საიტები, სადაც მოცემულია სულისშემძვრელი ისტორიები ობოლ ბავშებზე, ომის ან სხვა კონფილიქტის მხვერპლზე, მძიმე ავადმყოფზე.
  • სმს-ები ან შეტყობინებები სოციალურ ქსელში (ყალბი ან გატეხილი ანგარიშებიდან) ვითომდა მეგობრებისგან ანდა ოჯახის წევრებისგან ფულის სესხების ანდა დახმარების შესახებ
  • ფიქტიური საქორწინო სააგენტოები
  • თაღლიტური საინვერნსტიციო ბანკები ან ფონდები, სადაც გულუბრყვილო კლიენტს თავაზობენ უსაფუძვლოდ დიდ პროცენტებს
  • ფიქტიური სამუშაო ადგილები ონლაინ სივრცეში, სადაც სამუშაოს დაწყებისთვის ითხოვენ გარკვეულ პირველად შენატანს

ასეთი დანაშაულების ეფექტური ჩადენისთვის თაღლითს აქვს შედარებით მცირე დრო, (ერთი დღიდან - ერთ კვირამდე) სანამ გადახდის ოპერატორი მიიღებს პირველ საჩივრებს და დაბლოკავს თანხებს. ამიტომაც თაღლითი ყოველთვის გაწელავს დროს სხვადასხვა გამართლებით.  გარდა ამისა ონლაინ თაღლითობას ახასიათებს ასევე:
  • აშკარა ეკონომია საიტზე: საიტის სხვა გვერდები შეიძლება ან ცარიელი იყო (შეუვსებელი) ან არც იხსნებოდეს
  • მაქსიმალურად დაფარულია მფლობელის ვინაობა.
  • გამოიყენება გადახდის მხოლოდ ანონიმური მეთოდები, მაგალითად შეუძლებელია კურიერისთვის ფულის ხელზე გადახდა
 

DoS-იერიში

DoS იერიში (ანუ Denial of Service) ეს არის იერიში, რომლის მიზანია გამოიწვიოს სერვერის “უარი მომსახურებაზე”, ანუ ხდება სერვერზე არსებული ინფორმაციის ბლოკირება ან სერვერის და ქსელის მუშაობისთვის ხელისშესლა. მართზლომიერი წვდომის სხვა სახეები, როგორიცაა ინფორმაციის კოპირება ან წაშლა, შეიძლება იყოს DoS იერიში-ს მომდევნო ეტაპი ან მისი წინაპირობა.
DoS იერიში-სთვის იყენებენ 2 მეთოდს:
  • იერიში, რომელიც იყენებს შეცდომება სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფაში
  • იერიში, რომელიც უბრალოდ ტვირთავს სამიზნე სერვერის რესურსებს - პროცესორს, ოპერატიულს, ინტერნეტ არხს
DoS იერიშის მოტივია ან პირადი (მაგ.: შურისძიება) ან ანგარებითი (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, გამოსასყიდის მიღება).
შავ ბაზარზე გაყიდვაშია ზომბი-ქსელები (ბოტნეტები), რომელიც შეიძლება შეიცავდეს რამოდენიმე ათას ინფიცირებულ კომპიუტერს და გამოიყენება დიდ საიტებზე ან სერვერებზე თავდასხმის მოსაწყობად.
აღსანიშნავია, რომ DoS იერიში-სგან შეიძლება დაზარალდეს არამარტო ის საიტი, რომლის წინააღმდეგადაც უშუალოდ იყო მიმართული იერიში, არამედ საიტები ან რესურსები, რომლებიც განლაგებულები არიან იმავე სერვერზე. რიგ შემთხვევაში, პრობლემები შეიძლება შეექმნათ მეზობელ სერვერებსაც (მაგალითად, “მსხვერპლ” და მის მეზობელ სერვერს ერთი ინტერნეტ არხი აქვთ)

დეფეისი (Deface)

აღნიშნული ქმედების დროს, ბოროტმოქმედი ცვლის ინტერნეტ საიტის ვიზუალს (ყველაზე ხშირად მხოლოდ მთავარ გვერდს).
დეფეისი უნდა განვასხვავოთ ვებ-საიტის შეცვლაზე ბოროტმოქმედის მიერ შექმნილ საიტზე DNS-ზე იერიშით ან მსხვეპლის საიტის DNS-ის ჩანაწერის შეცვლით. თუმცა ამ უკანასკნელი იერიშის მოტივი ხშირად იგივეა , რაც დეფეისის დროს.
დეფეისის შემთხვევები ძალიან ხშირია. ვებ სფეროში ახალბედა ხაკერები ძალების მოსინჯვას დეფეისით იწყებენ. თუმცა ასეთი დანაშაულების ლატენტურობის დონეც ძალიან მაღალია: ან დეფეისი ხდება ისეთ საიტზე, სადაც ადმინისტრატორები რეაგირებას მალე ახდენენ ან საიტი ნაკლებპოპულარულია და დეფეისი შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის
დეფეისის მოტივებია:
  • კვალიფაკაციის ჩვენება, თავის დამკვიდრება ხაკერების წრეში
  • პოლიტიკური, რელიგიური, სხვა იდეოლოგიური მოტივები
  • პირადი შუღლი კომპანიასთან, მის მფლობელებთან ან თუნდაც რომელიმე მის თანამშრომელთან
  • არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

მავნე პროგრამები

მავნე პროგრამების შექმნის მოტივი ყოველთვის იყო ხულიგნური ქვენა გრძნობები ან პატივმოყვარეობა, თუმცა ბოლო დროს ეს “ინდუსტრია” იხრება კომერცალიზაციისკენ და შექმნელისთვის შემოსავლის მოტანისთვის.
მავნე პროგრამების სახეებია:
  • ტროანები, რომლებიც ხშირად გამოიყენებიან ზომბი ქსელების შექმნისთვის
  • spyware (პროგრამა შპიონები), რომელთა მიზანია მომხმარებლის პაროლების, საბანკო მონაცემების
  • adware - პროგრამები, რომლებიც უჩვენებენ მომხმარებელს არასანქციონირებულ რეკლამას. (ხშირად adware უწოდენებ ნებისმიერ პროგრამას, რომელიც რეკლამას აჩვენებს, თუნდაც მომხმარებლის თანხმობით)
  • რუტკიტები - სპეციალური მავნე პროგრამა, რომელიც სისტემის მფლობელისგან მალულად ბოროტმოქმედსს მაქსიმალურ უფლებებს ანიჭებენ. ეს ფართო საშუალებებს უხსნის ბოროტმოქმედს, მათ შორის კვალის დაფარვისთვის
  • ლოგიკური ბობმები - მავნე ქმედება (ხშირად ინფორმაციის განადგურება) წინასწარ დადგენილი პირობების დადგომისას ან არ დადგომისას
  • ransomware - მავნე პროგრამა, რომელიც მსხვერპლის კომპიუტერზე შეღწევისას შიფრავს მთელ ინფორმაციას. ამის შემდეგ მსვერპლს თავაზობენ ფულის გადახდას ინფორმაციის დეშიფრაციისთვის

კარდერობა

ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან კიბერდანაშაულს წარმოადგენს კარდერობა (ინგლისური სიტყვიდან card - ბარათი) ანუ თაღლითობა საბანკო ბარათებთან. ასეთი დანაშაულის მოცულმა მსოფლიოში იმდენად დიდია, რომ ბანკებს როგორც წესი აქვთ გაწერილი ზარალის ლიმიტი ბარათებით შესრულებულ ოპერაციებზე (სადღაც 1%მდე)
ამავე დროს კარდერობის სრულ ციკლში მონაწილეობას იღებს ძალიან ბევრი ადამიანი. თითო ციკლი მოითხოვს სპეფიციფიკურ ცოდნას, კავშირებს ანდა ტექნიკურ საშუალებებს. მეტიც, თითო ციკლზე შეიძება მუშაობდეს ადამიანთა ჯგუფი.
ეს ციკლებია:
  • ინფორმაციის მიღება საბანკო ბარათებზე
  • მიღებული ინფორმაციის დამუშავება  (სორტირება, კლასიფიცირება და ა.შ)
  • მონაცემების კონვერტაცია რეალ ფულში
კარდერებისთვის ინტერესს წარმოადგენს:
  • ბარათის მოქმედების ვადა, ნომერი, მფლობელის სახელი გვარი, CVV კოდი
  • ბარათის დამპი (ელექტრონული ასლი)
  • ბარათის დამპი+პინ კოდი
ეს უკანასკნელი უფრო ღირებულია, ვინაიდან აძლევს საშუალებას დამნაშავეს სწრაფად მიიღოს ფული ბანკომატიდან.
ბარათების მონაცემების მიღების გზებია:
  • ბანკის ან მაღაზიის სერვერთან არამართლზომიერი წვდომა - ყველაზე რთული მეთოდია და ამიტომ ყველაზე იშვიათად გამოიყენება პრაქტიკაში
  • შესაბამის ინფორმაციასთან წვდომა სამსახურებრვი მდგომარეობის გამოყენებით (ინსაიდერი)
  • ინტერნეტ ტრაფიკის ხელში ჩაგდება (იშვიათი მეთოდი) მაგალითად როდესაც თავისი ბარათის მონაცემებს ვინმე ელფოსტით გადასცემს
  • ბარათის მონაცემების მიღება სავაჭრო ორგანიზაციაში მისი გამოყენებისას
  • მონაცემების მიღება ფიშინგით
  • ყალბი ბანკომატების ან რეალურ ბანკომატზე მიყენებული სპეციალური აპარატურის გამოყენებით ბარათის დამპის ან პინ კოდის მიღება. (ბანკომატზე ბარათის მიმღებზე დამატებითი წამკითხველის დაყენება, პატარა კამერის დამონტაჟება პინ კოდის მისაღება და ა.შ.)
ყველაზე ბანალურ მეთოდია ბარათის უბრალო მოპარვა. ბევრ მოხმარებელს პინ კოდი იმავე ბარათზე აქვს დაწერილი. არის შემთხვევებიც, როდესაც მოპარულ საფულეში დამნაშავეს აღმოუჩენია ფურცლები პინ კოდებით.

მიღებული ინფორმაციის რეალიზაცია  შეიძლება მოხდეს:
  • ინტერნეტ ან რეალურ მაღაზიებში ძვირადღებული ნივთების ყიდვა და მათი რეალიზაცია
  • ფიქტიური შესყიდვების წარმოება ინტერნეტ მაღაზიებში ან ფასიან საიტებზე. შეთქმულებაში მონაწილეობას იღებენ მაღაზიების ან საიტების მფლობელი, რომლებიც კარდერს მერე უბრუნებს  წინასწარ შეთანხმებულ პროცენტს
  • განაღდება ბანკომატში
  • იშვიათად
    • ბანკისგან, მაღაზიისგან ფულის გამოძალვა - რიგ შემთხვევებში კლიენტზე ინფორმაციის დაკარგვისთვის ბანკს ან მაღაზიას მძიმე სანქციები ელის, ამიტომაც ამ დაწესებულებებს ურჩევნიათ გადაუხადონ დამნაშავეს ფული და საიდუმლოდ შეინახონ ეს ფაქტი
    • თამაში ინტერნეტ კაზინოებში. ფულის შეტანა ინტერნეტ კაზინოში ადვილია, ხოლო გატანა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული: საჭიროა პასპორტის სკანი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. მაგრამ ეს ქმნის დამატებითი მომსახურების შავ ბაზარს - ყალბი სკანების, ფიქტიური ტელეფონის ნომრები და ა.შ.

ფიშინგი

ფიშინგი (ინგლისური fishing - თევზაობა)  წარმოადგენს სოციალური ინჟინირეის მეთოდებით მომხმარებლისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას. კიბერ დანაშაულთან მიმართებაში ეს ხდება ელ-ფოსტის ყალბი შეტყობინებების ანდა ყალბი საიტების მეშვეობით.
ფიშინგის დროს მომხმარებელს:
  • აშინებენ მისი ანგარიშების დახურვით  თუ არ გადავა ბმულშ მითითებულ მისამართზე (რა თქმა უნდა  ყალბზე) და არ შეიყვანს თავის მონაცემებს
  • აუწყებენ, რომ ესაჭირეობათ პაროლის ან სხვა მონაცემების დადასტურება, რადგანაც ბაზის განახლების/ავარიის (და ა.შ. მოგონილი მიზეზები) მოხდა ინფორმაციის დაკარგვა.
ყველა ლოგო და თვითონ ვებსაიტიც ყალბდება მაქსიმალური სიზუსტით, რომ მსხვერპლს არ გამოუჩნდეს რამე ეჭვი. მსხვერპლის დამატებითი მოტყუებისთვის საიტის ბმულს მაქსიმალურად ამსგავსებენ რეალური საიტის ბმულს. მაგ.: bankovamerica.com ნაცვლად bankofamerica.com

რიგ შემთხვევაში ფიშინგი ხორცილდება უფრო მზაკვრულად: იქმნება რაიმე საიტი (გასართობი, მუსიკალური და ა.შ.), რომლის გამოყენებისთვისაც საჭიროა რეგისტრაცია. ამ საიტის შემქმნელი იღებს მომხმარებლისგან როგორც პაროლს ისე ელ-ფოსტის მისამართს. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელს გამოყენებული აქვს იგივე პაროლი თვითონ ელ-ფოსტაზე. ელ-ფოსტასთან წვდომის  შემდეგ კი ბოროტმოქმედი ფაქტიურად წვდომას იღებს ამ ფოსტაზე მიბმულ ყველა სერვისზე.

Wednesday, December 9, 2015

ჩვევები, რომლებიც განავითარებენ თქვენ ინტელექტს.

ადამიანის ინტელექტი ჰგავს კუნთს, რაც უფრო მეტს ავარჯიშებთ მას, მით უფრო ეფექტური ხდება ის. და პირიქით, თუ დიდი ხანი არ ავარჯიშებთ გონებას, მისი შესაძლებლობები დაკნინდება

ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ჩვევა, რომელიც თქვენ გონებას უფრო გახსნილს გახდის:

1. იყავით ცნობისმოყვარე


ცნობისმოყვარე ხართ? ცდილობთ გაიგოთ როგორაა მოწყობილი სამყარო?
ცნობისმოყვარეობის განვითარება შეგიძლიათ დაიწყოთ ყოველდღიური მოვლენების ან ნივთების შეცნობით. მაგალითად, შეეცადეთ გაარკვიოთ, რა ინგრიდიენტებს შეიცავს პური ან რა ნაწილებისგან  შედგება კომპიუტერი, დედამიწის ფართობი და მოცილობა, ატმოსფეროს შემადგენლობა და ა.შ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებითაც თქვენი გონება შეიძლება დაინტერესდეს.

ცნობისმოყვარეობა ყოველთვის იყო გენიოსების დამახასიათებელი ნიშანი. ცნობისმოყვარე გონება უკეთესად აგენირირებს იდეებს. ყოველთვის იყავით მზად გაიგოთ და გაითავისოთ რამე ახალი.

2. წაიკითხეთ სტატიები და წიგნები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული თქვენ პროფესიასთან.


ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ პროფესიონალი ყოველთვის უნდა იყოს თავის სფეროში არსებული სიახლეების და მოწინავე მეთოდების შესახებ. ამისთვის კი უნდა მუდმივად იკითხოთ შესაბამისი სტატიები, ჟურნალები თუ წიგნები.

ბევრი პროფესიონალი სამწუხაროდ მხოლოდ პროფესიონალური მასალების კითხვით შემოიფარგლება.მაგრამ გონების სავარჯიშოდ ეს საკმარისი არაა.

სცადეთ თქვენი თვალსაწიერის გაფართოება: წაიკითხეთ სამეცნიორო ფანტასტიკა, შეისწავლეთ ანტროპოლოგია ან ქართული აგიოგრაფია - ნებისმიერი რამ,  რაც არავითარ შემთხვევაში არაა დაკავშირებული თქვენ მიმდინარე საქმიანობასთან.

წაიკითხეთ ცნობილი გამომგონებლების ბიოგრაფიები. გასცდით თქვენი კომფორტის ზონას და გააფართოეთ თქვენი ცოდნა სამყაროზე. ეს არა მარტო მოქნილს გახდის თქვენ გონებას, არამედ საინტერესო თანამოსაუბრედ გაგხდით
.

3. შეასრულეთ სპეციალური სავარჯიშოები


ამოხსენით ლოგიკური ამოცანები, ითამაშეთ სპეციალური თამაშები. ასეტთი ბევრია როგორც ინტერნეტ სივრცეში (მაგ.: http:\\www.lumosity.com), ისე აპლიკაციების სახით მობილურებისთვის და პლანშეტებისთვის.

4. ფიზიკური ვარჯიში


ფიზიკური ვარჯიშის არამარტო პირდაპირი, არამედ "გვერდითი" სარგებელი მოაქვს ტვინის სტიმულაციის სახით. ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, მათ შორის ტვინშიც, რაც მას უკეთესად კვებავს.

5. მიზანმიმართულად ისწავლეთ რაიმე უნარ-ჩვევა


ეს რჩევა გარკვეულ კავშირშია მეორე რჩევასთან, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ მიზანმიმართულად უნდა დაეუფლოთ რაიმე უნარ-ჩვევას. იქნებ თქვენ ყოველთვის გინდოდათ იაპონური ენის სწავლა, ან სვიტრების ქსოვა ან ხატვის სწავლა? მაგალითად, ახალგაზრდა სტივ ჯობსი დადიოდა კალიგრაფიის კურსებზე. როგორც მან მერე სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წინაშე წარმოთქმულ ცნობილ გამოსვლაში განაცხადა, თუ არადა ეგ კურსები ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი ლამაზი შრიფტები Mac OS-ში

წინასწარ ვერ გაიგებ რა ცოდნა როდის დაგჭირდება. მაგრამ ერთი უდაოა: ცოდნა არასოდეს იკარგება. ინტერნეტში უამრავი საიტია სადაც შეგეძლებათ ახალი ცოდნის მიზანმიმართული მიღება.

6. წაიკითხეთ სასარგებლო ბლოგები


ეს რჩევაც ეხმიანება მეორე რჩევას, თუმცა უფრო აკონკრეტებს მას. თუ დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ფეისბუქზე ან მსგავს საიტებზე ატარებთ, გადაიტანეთ თქვენი ყურადგების ნაწილი საინტერესო ბლოგებზე  (მაგ.: http://calnewport.com/blog/,  http://howtogeek.com და ა.შ.), რომელთა უშუალო და ხშირად სახალისო სტატიების წაკითხვის შემდეგ ბევრ ახალ რამეს გაიგებთ.

7. დაწერეთ სტატიები თქვენით ან აუხსენით სხვას


როცა ახალს არამარტო სწავლობთ  არამედ სხვასაც უხსნით, თქვენ მასალას უფრო ღრმად წვდებით და თქვენითვე ხედავთ თქვენ სუსტ წერტილებს. მოუყევით ახალი ინფორმაცია დედას, მეგობარს, ჯგუფელს. ბლოგები იძლევიან საშუალებას თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ სრულიად უცხო ხალხსაც. მკითხველების უკუკავშირი გაუმჯობესებს არამარტო თქვენ ცოდნას კონკრეტულ საკითხზე, არამედ წერის უნარ-ჩვევებსაც.

Sunday, February 8, 2015

Moodle. მომხმარებლების შექმნა

Moodle დაყენების მერე პირველ რიგში საჭიროა გაიწეროს მომხმარებლები (users). დაყენებისას მართალია იქმნება ერთი ადმინის იუზერი, რომლის გამოყენება აკადემიურ მიზნებშიც შეიძლება. მაგრამ დანარჩენ აკადემიურ პერსონალს და რაღა თქმა უნდა სტუდენტებსაც საიტთან წვდომისთვის საჭიროა ჰქონდეს აქაუნთები.

აქაუნთის შექმნისთვის ყველა შემთხვევაში უნდა მივმართოთ Administration->Site Administration->Add a new user :
ამ ბრძანების მეშვეობით შესაძლებელია სათითაოდ მოხდეს მომხმარებლის დამატება.  არსებობს კიდე Bulk user accounts, რომლის მეშვეობით შეიძლება მომხმარებლების მასიურად შექმნა, მაგრამ მას მოგვიანებით განვიხილავთ.

Add a new user -ზე დაჭერის შემდეგ გამოდის ჩვეული სარეგისტრაციო ფანჯარა. აღსანიშნავია რომ საჭიროა შეივსოს ველები Username, First name, Surname, და Email address. Email address შეგვიძია შევიყვანოთ ნებისმიერი რამ, მისი შემოწმება არ ხდება. რაღა თქმა უნდა არასწორი ელფოსტის მისამართის  შეყვანის შემთხვევაში თქვენ მუდლის ფუნქციებიდან ვერ დაუკავშირდებით ელფოსტაზე მომხმარებელს.

რაც შეეხება პაროლს ის საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს შეიცავს საჭიროა დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეცსიმბოლოები. ერთის მხრივ ეს უზრუნველყოფს დაცულობის მაღალ ხარისხს, მეორეს მხრივ კი საკმაოდ არაკომფორტულია.

 Administration->Site administration->Security->Site policies გვერდზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხის მართვა შეგვიძლია, თუმცა ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს Password policy.  ჩვენ შეგვიძლია ან საერთოდ გავთიშოთ ნებისმიერი პოლიტიკა ან კონკრეტულად ვმართოთ ის ქვემოთ მოცემული პუნქტების მეშვეობით

Sunday, February 1, 2015

LTE Samsung S5 (F ვერსია)

სამსუნგებზე ლტეს მისაღებად რუთ ტელეფონებზე ქომანდ ლაინში ასაკრეფია:
$ su
# setprop persist.radio.lteon true
# reboot

Wednesday, January 14, 2015

Linux file structure

ლინუქსის ფოლდერების სტრუქტურის კარგი გააზრება უნდა დაგვეხმაროს ამ სისტემის უკეთ გაგებაში. ვინაიდან ლინუქსში ყველაფერი ფაილს წარმოადგენს ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ფაქტიურად ფაილის რედაქტირებაა. შესაბამისად ჩვენ დაახლოებითი წარმოდგენა მაინც უნდა გვქონდეს სად შეიძლება მოვძებნოთ ესა თუ ის ფაილი.

Windows-სგან განსხვავებით აქ ჩვენ არ გვაქვს დაყოფა C და D დისკებად. ლინუქსში ყველაფერი იწყება / ფოლდერით, რომელსაც root (root იუზერში არ აგერიოთ) ფოლდერი ეწოდება.  ყველა სხვა ფოლდერი კი ფაქტიურად ამ ფოლდერშია მოთავსებული.

მაშ ასე:

/bin  - აქ როგორც წესი განთავსებულია პროგრამების ფაილები
/etc - აქ ძირითადად გვხდება სისტემის საკონფიგურაციო ფაილები
/home - აქ იუზერების ფოლდერებია
/opt - შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროგრამების მიხედვით
/tmp - დროებითი ფაილებისაა, როგორც წესი კომპიუტერის გათიშვისას სუფთავდება
/usr - იუზერთან დაკავშირებული პროგრამები
/var - თუ ლოგებს ეძებთ პივრელ რიგში აქ უნდა ჩაიხედოთ

სხვათაშორის თუ ტერმინალში კრეფთ რამე ბრძანებას ლინუქსი ეძებს შესაბამის ფაილს  ჯერ /bin ში და მერე /usr ფოლდერებში.  თუ იქ არ იქნება ფაილი ნაპოვნი მაშინ სისტემა გეტყვით, რომ ასეთი ბრძანება არაა ნაპოვნი.

Tuesday, January 13, 2015

კაზუსი: სახელის ცვლილება უბუნტუ სერვერისთვის

სიტუაცია:
თქვენ დააყენეთ სერვერი რომელსაც ზოგადი სახელი დაარქვით მაგალითად ubuntu, თუმცა შემდეგ მისი გამოყენება გადაწყვიტეთ dspace-სთვის. იმისთვის რომ არ აგერიოთ სერვერები ერთმანეთში გინდათ dspace სერვერს შესაბამისი სახელი ქონდეს. როგორ უნდა მოიქცეთ?

გადაწყვეტა:

პირველ რიგში მოიპოვეთ რუთის უფლებები

sudo -s

 root უფლებების მოპოვების შემდეგ კი:

editor /etc/hosts

და შეცვალეთ სერვერის  სახელის ყველა ხსენება ახალ სახელზე

ამის შემდეგ Ctrl+O და Enter და Ctrl+X გამოვდივართ რედაქტირების რეჟიმიდან

ასეთივე მოქმედებებს ვახორციელებთ მას შემდეგ რაც ავკრეფთ

editor \etc\hostname

და საბოლოოდ

reboot -h now

დარესტარტების მერე თქვენ სერვერს ახალი სახელი აქვს

Saturday, January 3, 2015

კარგი სწავლის 10 წესი

1. გაიხსენეთ. წაიკითხეთ ერთი გვერდი გაიხედეთ გვერდზე და შეეცადეთ გაიხსენოთ ახლად წაკითხულის მთავარი იდეები. ცადეთ გაიხსენოთ მნიშნველოვანი ინფორმაცია განსხვავებულ გარემოში, თუნდაც როდესაც მგზავრობთ ან სეირნობთ
2. შემოწმება. შეამოწმეთ თქვენი თავი ყველაფერში და ყოველთვის.
3. გადააჯაჭვეთ ინფორმაცია. მას შემდეგ რაც თქვენ გაერკვეთ რაღაც ინფორმაციაში დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ამოცანის თუ საკითხის ნაბიჯ-ნაბიჯ გამოყვანა. გააკეთეთ ეს ბევრჯერ, მანამ სანამ ინფორმაცია რომელიც დღეს მოზაიკას წარმოადგენს ერთ მთლიან სურათად გადაიქცევა
4. გადაანაწილეთ სწავლა. ისევე როგორც ვარჯიშს ასევე სწავლასაც ესაჭიროება განაწილებული გრაფიკი. ჯობია რაიმე საკითხი შეისწავლოთ რამოდენიმე დღე თითო თითო საათი, ვიდრე გადააკვდეთ ერთი ღამე.
5. გამოიყენეთ ალტერნატიული მიდგომები. სწავლისას არ ჩაიციკლოთ რაიმე ერთ მეთოდზე ან საკითხზე. შეეცადეთ აიღოთ ფურცელი და ჩაწეროთ ხელით  მის ერთ მხარეზე საკითხი მეორეზე კი ამოხსნა. აურიეთ ასეთი ბევრი ფურცელი და შეეცადეთ უპასუხოდ კითხვებზე. თუ თქვენ იყენებთ სმარტოფნს ან კომპიუტერს სწავლისას უბრალოდ გადაუღეთ ასეთ ფურცლებს სურათები.
6. დაისვენეთ. თუ თქვენ გრძნობთ გადაღლას დაისვენეთ. დასვენების დროს ტვინი მაინც განარძობს ამა თუ იმ საკითხზე მუშაობას, ამიტომ ეს დრო მთლად ფუჭად არ გეკარგებათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწავლის სწორი დაგეგმვა
7. გამოიყენეთ ანალოგიები. როდესაც თქვენ რაიმე რთულს ეჭიდებით. ჰკითხეთ საკუთარ თავს როგორ ავუხსნიდი ამას 10 წლის ბავშვს? ნუ შეგეშინდებათ მარტივი და ერთი შეხედვით უადგილო ანალოგიების გამოყენებას. პირიქით ჩაწერეთ ისინი ან წარმოთქვით ხმამაღლა
8. ფოკუსირება. მოახდინეთ ფოკუსირება. გამორთეთ ტელეფონი და ფეისბუკი ან სხვა მესენჯერები დანიშნეთ საათზე 25 წუთი და შეეცადეთ იმუშაოთ თქვენი მაქსიმუმი კონცენტრაციით. დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დააჯილდოვოთ საკუთარი თავი. რამოდენიმე ასეთი სეანსი დღეში სერიოზულად წინ წასწევს თქვენ საქმეს.
9. პირველ რიგში შეჭამეთ ბაყაყები.  ეს ერთი შეხედვით უცნაური რჩევა ნიშნავს, რომ როდესაც იწყებთ მუშაობას პირველ რიგში თქვენ უნდა შეეჭიდოთ ყველაზე რთულ საკითხებს.
10. იოცნებეთ. წარმოიდგინეთ სად ხართ ეხლა და სად იქნებით წარმატებული სწავლის შედეგად. თქვენი ოცნების ამსახველი სურათი ან ტექსტი განათავსეთ თქვენ სამუშაო ადგილას. ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგცეთ.