Saturday, January 3, 2015

კარგი სწავლის 10 წესი

1. გაიხსენეთ. წაიკითხეთ ერთი გვერდი გაიხედეთ გვერდზე და შეეცადეთ გაიხსენოთ ახლად წაკითხულის მთავარი იდეები. ცადეთ გაიხსენოთ მნიშნველოვანი ინფორმაცია განსხვავებულ გარემოში, თუნდაც როდესაც მგზავრობთ ან სეირნობთ
2. შემოწმება. შეამოწმეთ თქვენი თავი ყველაფერში და ყოველთვის.
3. გადააჯაჭვეთ ინფორმაცია. მას შემდეგ რაც თქვენ გაერკვეთ რაღაც ინფორმაციაში დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ამოცანის თუ საკითხის ნაბიჯ-ნაბიჯ გამოყვანა. გააკეთეთ ეს ბევრჯერ, მანამ სანამ ინფორმაცია რომელიც დღეს მოზაიკას წარმოადგენს ერთ მთლიან სურათად გადაიქცევა
4. გადაანაწილეთ სწავლა. ისევე როგორც ვარჯიშს ასევე სწავლასაც ესაჭიროება განაწილებული გრაფიკი. ჯობია რაიმე საკითხი შეისწავლოთ რამოდენიმე დღე თითო თითო საათი, ვიდრე გადააკვდეთ ერთი ღამე.
5. გამოიყენეთ ალტერნატიული მიდგომები. სწავლისას არ ჩაიციკლოთ რაიმე ერთ მეთოდზე ან საკითხზე. შეეცადეთ აიღოთ ფურცელი და ჩაწეროთ ხელით  მის ერთ მხარეზე საკითხი მეორეზე კი ამოხსნა. აურიეთ ასეთი ბევრი ფურცელი და შეეცადეთ უპასუხოდ კითხვებზე. თუ თქვენ იყენებთ სმარტოფნს ან კომპიუტერს სწავლისას უბრალოდ გადაუღეთ ასეთ ფურცლებს სურათები.
6. დაისვენეთ. თუ თქვენ გრძნობთ გადაღლას დაისვენეთ. დასვენების დროს ტვინი მაინც განარძობს ამა თუ იმ საკითხზე მუშაობას, ამიტომ ეს დრო მთლად ფუჭად არ გეკარგებათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწავლის სწორი დაგეგმვა
7. გამოიყენეთ ანალოგიები. როდესაც თქვენ რაიმე რთულს ეჭიდებით. ჰკითხეთ საკუთარ თავს როგორ ავუხსნიდი ამას 10 წლის ბავშვს? ნუ შეგეშინდებათ მარტივი და ერთი შეხედვით უადგილო ანალოგიების გამოყენებას. პირიქით ჩაწერეთ ისინი ან წარმოთქვით ხმამაღლა
8. ფოკუსირება. მოახდინეთ ფოკუსირება. გამორთეთ ტელეფონი და ფეისბუკი ან სხვა მესენჯერები დანიშნეთ საათზე 25 წუთი და შეეცადეთ იმუშაოთ თქვენი მაქსიმუმი კონცენტრაციით. დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დააჯილდოვოთ საკუთარი თავი. რამოდენიმე ასეთი სეანსი დღეში სერიოზულად წინ წასწევს თქვენ საქმეს.
9. პირველ რიგში შეჭამეთ ბაყაყები.  ეს ერთი შეხედვით უცნაური რჩევა ნიშნავს, რომ როდესაც იწყებთ მუშაობას პირველ რიგში თქვენ უნდა შეეჭიდოთ ყველაზე რთულ საკითხებს.
10. იოცნებეთ. წარმოიდგინეთ სად ხართ ეხლა და სად იქნებით წარმატებული სწავლის შედეგად. თქვენი ოცნების ამსახველი სურათი ან ტექსტი განათავსეთ თქვენ სამუშაო ადგილას. ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგცეთ.

No comments:

Post a Comment