ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ჩვევა, რომელიც თქვენ გონებას უფრო გახსნილს გახდის:
1. იყავით ცნობისმოყვარე
ცნობისმოყვარე ხართ? ცდილობთ გაიგოთ როგორაა მოწყობილი სამყარო?
ცნობისმოყვარეობის განვითარება შეგიძლიათ დაიწყოთ ყოველდღიური მოვლენების ან ნივთების შეცნობით. მაგალითად, შეეცადეთ გაარკვიოთ, რა ინგრიდიენტებს შეიცავს პური ან რა ნაწილებისგან შედგება კომპიუტერი, დედამიწის ფართობი და მოცილობა, ატმოსფეროს შემადგენლობა და ა.შ.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებითაც თქვენი გონება შეიძლება დაინტერესდეს.
ცნობისმოყვარეობა ყოველთვის იყო გენიოსების დამახასიათებელი ნიშანი. ცნობისმოყვარე გონება უკეთესად აგენირირებს იდეებს. ყოველთვის იყავით მზად გაიგოთ და გაითავისოთ რამე ახალი.
2. წაიკითხეთ სტატიები და წიგნები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული თქვენ პროფესიასთან.
ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ პროფესიონალი ყოველთვის უნდა იყოს თავის სფეროში არსებული სიახლეების და მოწინავე მეთოდების შესახებ. ამისთვის კი უნდა მუდმივად იკითხოთ შესაბამისი სტატიები, ჟურნალები თუ წიგნები.
ბევრი პროფესიონალი სამწუხაროდ მხოლოდ პროფესიონალური მასალების კითხვით შემოიფარგლება.მაგრამ გონების სავარჯიშოდ ეს საკმარისი არაა.
სცადეთ თქვენი თვალსაწიერის გაფართოება: წაიკითხეთ სამეცნიორო ფანტასტიკა, შეისწავლეთ ანტროპოლოგია ან ქართული აგიოგრაფია - ნებისმიერი რამ, რაც არავითარ შემთხვევაში არაა დაკავშირებული თქვენ მიმდინარე საქმიანობასთან.
წაიკითხეთ ცნობილი გამომგონებლების ბიოგრაფიები. გასცდით თქვენი კომფორტის ზონას და გააფართოეთ თქვენი ცოდნა სამყაროზე. ეს არა მარტო მოქნილს გახდის თქვენ გონებას, არამედ საინტერესო თანამოსაუბრედ გაგხდით
.
3. შეასრულეთ სპეციალური სავარჯიშოები
4. ფიზიკური ვარჯიში
ფიზიკური ვარჯიშის არამარტო პირდაპირი, არამედ "გვერდითი" სარგებელი მოაქვს ტვინის სტიმულაციის სახით. ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, მათ შორის ტვინშიც, რაც მას უკეთესად კვებავს.
5. მიზანმიმართულად ისწავლეთ რაიმე უნარ-ჩვევა
ეს რჩევა გარკვეულ კავშირშია მეორე რჩევასთან, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ მიზანმიმართულად უნდა დაეუფლოთ რაიმე უნარ-ჩვევას. იქნებ თქვენ ყოველთვის გინდოდათ იაპონური ენის სწავლა, ან სვიტრების ქსოვა ან ხატვის სწავლა? მაგალითად, ახალგაზრდა სტივ ჯობსი დადიოდა კალიგრაფიის კურსებზე. როგორც მან მერე სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წინაშე წარმოთქმულ ცნობილ გამოსვლაში განაცხადა, თუ არადა ეგ კურსები ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი ლამაზი შრიფტები Mac OS-ში
წინასწარ ვერ გაიგებ რა ცოდნა როდის დაგჭირდება. მაგრამ ერთი უდაოა: ცოდნა არასოდეს იკარგება. ინტერნეტში უამრავი საიტია სადაც შეგეძლებათ ახალი ცოდნის მიზანმიმართული მიღება.
6. წაიკითხეთ სასარგებლო ბლოგები
ეს რჩევაც ეხმიანება მეორე რჩევას, თუმცა უფრო აკონკრეტებს მას. თუ დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ფეისბუქზე ან მსგავს საიტებზე ატარებთ, გადაიტანეთ თქვენი ყურადგების ნაწილი საინტერესო ბლოგებზე (მაგ.: http://calnewport.com/blog/, http://howtogeek.com და ა.შ.), რომელთა უშუალო და ხშირად სახალისო სტატიების წაკითხვის შემდეგ ბევრ ახალ რამეს გაიგებთ.
7. დაწერეთ სტატიები თქვენით ან აუხსენით სხვას
როცა ახალს არამარტო სწავლობთ არამედ სხვასაც უხსნით, თქვენ მასალას უფრო ღრმად წვდებით და თქვენითვე ხედავთ თქვენ სუსტ წერტილებს. მოუყევით ახალი ინფორმაცია დედას, მეგობარს, ჯგუფელს. ბლოგები იძლევიან საშუალებას თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ სრულიად უცხო ხალხსაც. მკითხველების უკუკავშირი გაუმჯობესებს არამარტო თქვენ ცოდნას კონკრეტულ საკითხზე, არამედ წერის უნარ-ჩვევებსაც.
No comments:
Post a Comment