Sunday, January 13, 2019

იუზერის უსაფრთხოების წესები

არც ბიზნესმენი ვარ არც ცნობილი პიროვნება. ნუთუ ხაკერები დაინტერესდებიან ჩემით?

რა თქმა უნდა სპეციალურად თქვენი ინფორმაციის მოსაპარად არავინ არ დაგეგმავს. მაგრამ თქვენ მაინც შეიძლება გახდეთ მავნე პროგრამების სამიზნე. სპამი და სხვა მსგავსი მავნე ინფორმაცია მასიურად იგზავნება იმ იმედად, რომ ვიღაცა მაინც წამოეგება მახეს და გასცემს თავის პირად ან ფინანსურ ინფორმაციას.

გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ხაკერული ინსტრუმენტი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუ ადრე ნორმალური ინსტრუმენტები მხოლოდ ნაცნობობით ან დიდი ფულის სანაცვლოდ ვრცელდებოდა. ეხლა ისინი საკმაოდ მისაღებ ფასებში ან სრულიად უფასოდაც დევს ინტერნეტის ბევრ რესურსზე და შესაბამისად მე10 კლასელსაც, რომელმაც წუხელ უყურა ჰოლივიდურ ფილმს ხაკერებზე შეიძლება მოიპოვოს ისინი და თვითდამკვიდრების ან პატარა მოგების ნახვის მიზნით გამოიყენოს.

ბოლო დროს ასეთ შედარებით ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს შორის ლიდერ პოზიციეს იკავებენ ე.წ. კრიპტატორები. მათი მიზანია დაშიფრონ მოხმარებელთა ინფორმაცია და მერე მოითხოვონ გამოსასყიდი. გასათვალისწინებელია, ორიგინალური გასაღების გარეშე ასეთი ინფორმაციის უკან დაბრუნება ფაქტიურად შეუძლებელია.

მობილური ტელეფონების შემთხვევაში გავრცელებულია ე.წ. საბანკო ტროიანები, რომელთა მიზანია მოიპაროს მომხმარებელთა საბანკო აპლიკაციების იუზერები და პაროლები.

მაშ რა ვქნათ რომ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან?

რა თქმა უნდა 100% გარანტია არ არსებობს,  მაგრამ მარტივი წესების დაცვით თქვენ მაქსიმალურად დაიცავთ თავს და ბევრად გაურთულებთ ცხოვრებას ბოროტმოქმედებებს. :)

მუდმივად განაახლეთ სისტემა და პროგრამები

განახლებები საჭიროა  არმარტო ახალი დიზაინის ან ფუნქციონალის დანერგვისთვის არამედ პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილი შეცდომების გამოსასწორებელად.  მართალია ვინდოუსის ბოლოდროინდელი განახლებები ზოგჯერ  ვირუსებს ტოლს არ უდებენ კომპიუტერის არაგამართულად მუშოობის საკითხში. მაგრამ საბოლოო ჯამში განახლებები აუცილებელია. თქვენ შეგიძლიათ არ დააყენოთ განახლება მისი გამოსვლისთანავე და დაელოდოთ ერთი-ორი კვირის გასვლა. მაგრამ საბოლოო ჯამში განახლება დაგიცავთ ხაკერების მიერ გამოყენებული უამრავი ხრიკისაგან.

არ გახსნათ უცხო პირების მიერ გამოგზავნილი მესიჯები

თუ გახსნით მაინც არ დააჭიროთ იქ არსებულ ლინკებზე. ესეთივე წესი ვრცელდება ასევე ახლობლების მესიჯებზე თუ მინიმალური ეჭვიც არსებობს რომ ისინი შეიძლება გაეტეხათ. დააკვირით ლინკებსაც. მაგალითად თუ ლინკში წერია: faceboook.com ან gmael.com ეს უკვე ავის მომასწავებელია.

დააკვირდით რას ხსნით

თუ მაგალითად ვინმე გიგზავნით ვითომდა ფოტოს ან ვიდეოს და მასზე დაწკაპუნებისას რაღაცა ცდილობს დაყენებას სასწრაფოდ გათიშეთ. უმჯობესი იქნება კი თუ ფაილზე დაწკაპუნებისას საერთოდ შეამომწებთ რა ტიპის ფაილთან გაქვთ საქმე. ყველაზე მარტივია გადახვიდეთ იმ ფოლდერზე სადაც ფაილი დევს გადართოთ View რეჟიმი Details-და უკვე დარწმუნდეთ რომ ფაილის ტიპი არის ნამდვილად სურათი და არა აპლიკაცია ან პროგრამა.



შეამოწმეთ სოციალური ქსელების სეანსები

კარგი წესია გარკვეული პერიოდულობით (მაგ. თვეში ერთხელ) გადაამოწმოთ თქვენი სოციალური ქსელების სეანსები. თუ შესაბამის სიაში იპოვით თქვენთვის უცნობ მოწყობილობას ან ადგილს დააჭირეთ სეანსის დასრულებას. გადაამოწმეთ ანტივირუსებით თვენი კომპიუტერი და შეცვალეთ პაროლი

შეზღუდეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სოციალურ ქსელებში

არ არის აუცილებელი რომ თქვენი ტელეფონის ნომერი, მისამართი და ა.შ. ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი სოციალურ ქსელებში. ეს ინფორმაცია ძალიან გამოადგებათ ბოროტმოქედებს თუნდაც თქვენთვის ყალბი ინფორმაციის შემცვლელი სმსების დაგზავნისთვის.

არანაირი qwerty123 ან giorgi 1991

თქვენი პაროლები უნდა იყოს რთული. არ შეიძლება თქვენი დაბადების დღის ან რაიმე საზოგადოდ გამოცნობადი პაროლის გამოყენება. გარდა ამისა შეეცადეთ რომ სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა პაროლი გედოთ. თუ ერთი საიტი გაგიტეხეს ან თვითონ გატყდა მოპოვებული პაროლით შეეძლებათ ყველა თქვენი ანგარიშის გამოყენება. მოიგონეთ პაროლების შექმნის რამე არატრივიალური მექანიზმი. 

სიფრთხილით გამოიყენეთ საზოგადო ვაიფაი ქსელები

ღია ვაიფაი ქსელები ბოროტმოქმედებმა შეიძლება გამოიყენონ თქვენი ინფორმაციის მოსაპარად. სიმართლე რომ ითქვას დახურული და პაროლიანი ვაიფაი ქსელებიც ვერ იქნებიან ბოლომდე სანდო. ამიტომ თუ საზოგადო ვაიფაი ქსელის გამოყენება გიწევთ გამოიყენეთ VPN ან თუ ამის შესაძლებლობაც არ გაქვთ არ შეხვიდეთ მნიშნველოვან სერვისებზე და ნუ შეიყვანთ პაროლებს.

შეძლებისდაგვარად არ გამოიყენოთ გატეხილი პროგრამები

პროგრამის კრეკები ხშირად შეიცავენ მავნე კომპონენტებს.  გასაგებია, რომ საქართველოს პირობებში შეუძლებელია ისაუბრო სრულიად ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მაგრამ სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა მაინც საჭიროა. უმეტეს ფასიან პროგრამას აქვს სრულიად მისაღები უფასო ანალოგი და თუ თქვენ არ გჭირდებათ ფასიანი პროგრამის ყვლეა პროფესიული ფუნქცია უმჯობესია დასჯერდეთ მის უფასო ანალოგს.


Thursday, January 3, 2019

ლინუქსის live сd-ის შესაძლებლობები

Windows-ის რეანიმაციისთვის და ინფორმაციის ამოსაღებად არსებობს ბევრი სპეციალიზირებული live cd, როგორიცაა მაგალითად strelec და უკვე კლასიკად ქცეული Hiren Boot. მაგრამ თუ სპეციალიზებული უტილიტები არაა ხელმისაწვდომი ან ვერ ამართლებენ მოლოდინებს შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო ლინუქსი.


Windows დისკების მიმაუნტება


 როგორც წესი ლინუქსი ავტომატურად ამაუნტებს ყველა ვინდოუს ფართიშენს. საკმარისია უბრალოდ დააწკაპუნოთ სასურველ ფართიშენზე ლინუქსის ფაილ მენეჯერში. თუმცა ვინდოუს 10თან შეიძლება პრობლემა შეიქმნას. საქმე იმაშია, რომ სტანდარტულად ვინდოუს 10ს აქვს ჩართული ჰიბრიდული ჰიბერნაცია, და ამის გამო შეიძლება C დისკის მიმაგრება ლინუქსში გაჭირდეს. გამოსავალია ან ვინდოუსის სეთინგებში ჰიბერნაციის გათიშვა, ან ვინდოუსიდან რესტარტის გაშვება და პირდაპირ ლინუქსში ჩატვირთვა (როგორც წესი ვინდოუსი ჰიბერნაციას რესტარტზე არ იყენებს). თუკი ვერც ერთმა ვარიანტმა ვერ გაამართლა ან ვინდოუსი ისეა, რომ არც ირთვება მაშინ ცადეთ შემდეგი ბრძანებების გამოყენება:
sudo fdisk -l
ამ ბრძანებით ნახავთ თუ რა დისკებია თქვენ სისტემაში ზომის მიხედვით მიხვდებით თუ რომელი /dev/sd* იქნება თქვენი C დისკი და შემდეგ გაუშვით ბრძანება
sudo mount -t ntfs-3g -o remove_hiberfile /dev/sd* /mnt
მაგალითად თუ აღმოჩნდა რომ C დისკი არის /dev/sda მაშინ ბრძანება იქნება sudo mount -t ntfs-3g -o remove_hiberfile /dev/sda /mnt

პაროლის მოხსნა ლინუქსის მეშვეობით


ლინუქსით შეიძლება მოიხსნას ადმინისტრატორის პაროლიც ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ chntpw უტილიტა მის დასაყენებელად გამოიყეთ შემდეგი ბრძანებები
sudo add-apt-repository universe
sudo apt-get update
sudo apt-get install chntpw
ვინდოუსის უკვე მიმაგრებულ სისტემურ ფართიშენზე მოძებნეთ ფოლდერი Windows/System32/config და შიგნით უნდა იყოს SAM ფაილი. დააკოპირეთ SAM ფაილის მისამართი, ის შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც  /media/9039falkau1io2p/Windows/System32/config.

ტერმინალით გადადით მაგ მისამართზე cd  /media/689G10259A0FF9B1/Windows/System32/config რის მერე აკრიფეთ ბრძანება sudo chntpw -l SAM გამოვა სია იუზერების რომლებიც არსებობენ ვინდოუსში აკრიფეთ ბრძანება
sudo chntpw –u sasurveli_user SAM
მიყევით ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციებს

პროცესორის და ვინჩესტერის ტესტირება


პროცესორის (უფრო მისი გაგრიელბის სტრეს ტესტირებისთვის) შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრძანება cpuburn მისი დაყენება ხდება ბრძანებით
sudo apt-get install cpuburn
ხოლო გაშვება უბრალოდ cpuburn ის მეშვეობით თუ გაგრილების სისტემა არაა მოწოდების სიმაღლეზე კომპიუტერი 10-20 წუთში გაითიშება ვინჩესტერის ტესტირებისთვის გამოგადგებათ ბრძანება
sudo badblocks -v /dev/sd*
დისკის კლონირება
თუ თქვენ გჭირდებათ ფართიშენის ან ფართიშენების ზუსტი ასლის აღება თქვენ გამოგადგებათ ბრძანება dd ერთი ფართიშენის კლონირებისთვის მეორეზე აკრიფეთ ბრძანება
sudo dd if=/dev/sda of=/dev/sdc
სადაც sda არის დასაკლონი ფართიშენი ხოლო sdc იქ სადაც კლონავთ. თქვენ მიიღებთ ფართიშენის უზუსტეს ასლს.

ინფორმაციის განადგურება 


თუ მაგალითად თქვენ კომპიუტერის ან ვინჩესტერის გაყიდვა გინდათ და ამავე დროს არ გინდათ რომ თქვენი მონაცემები ვინმემ აღადგინოს გამოიყენეთ ბრძანება wipe დააყენეთ პროგრამა ბრძანებით sudo apt-get install wipe ხოლო შემდეგ გაუშვით და მიუთითეთ სასურველი ფართიშენი sudo wipe /dev/sda1 გაითვალისწინეთ ამ ბრძანების გაშვების შემდეგ ინფორმაციის აღდგენა შეუძლბელი გახდება!!!

Sunday, February 21, 2016

როგორ არ უნდა დავსვათ კითხვები




 სწორი კითხვების დასმის უნარი გათავისუფლებთ ყველა პასუხის ცოდნის აუცილებლობისგან.
დონალტ პიტერსონი (Donald Peterson), ფორდის გენერალური დირექტორი (1985-1989)
თუ თქვენ გჭირდებას გამოსადეგი და სწორი პასუხი, მნიშნველოვანია არამარტო ის,  თუ ვის დაუსვამთ კითხვას ან რაზე, არამედ როგორ დასვავთ საკუთრივ კითხვას. არასწორად დასმული კითხვას უმეტეს წილად არასწორ პასუხიც მოყვება.

მას ასე, როგორ არ უნდა დავსვათ კითხვები?

1. არ დასვათ ისეთი კითხვა, რომელიც უკვე შეიცავს პასუხს

კითხვა, რომელზეც  თანხმობით ან უარით შემოფარგვლა  შეიძლება არ არის გამოსადეგი, თუ კი თქვენ ნამდვილად გსურთ მიიღოთ გაშლილი პასუხი. მეტიც თუ თქვენი თანამოსაუბრე თქვენდამი დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია (მაგალითად, უფროსი ეკითხება თანამშრომელს: "მგონი ჩვენ შევძლებთ ამ შეკვეთის აღებას და შესრულებას") ხშირად უბრალოდ დადებით პასუხს მიიღებთ, იმისდა მიუხედავად რეალურად რა აზრზე დგას ის. მსგავსია კითხვები, რომელზეც მართალია უბრალოდ კი-ს ან არა-ს ვერ უპასუბენ, მაგრამ თვითონ შეკითხვა მოიცავს ორ ან სამ შესაძლო პასუხს. მაგალითად: "აბა შპს შპალერს თუ შპს გაჯს დავუკვეთოთ ჩვენი ახალი ოფისის რემონტი?" იქნებ არსებობს კიდე შპს პარკეტი, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგთავაზებთ. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ გაშლილი  პასუხის მიღებას, კითხვაშივე ნუ მოაქციეთ ჩარჩოებში თანამოსაუბრე. სხვათა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს პასუხის მიმანიშნებელი კითხვების დასმას პირდაპირი დაკითხვის დროს. ეს უბრალო დამთხვევა არ იქნება...

2. არ დამალოთ, თუ ვერ ჩაწვდით პასუხის არსს
ხშირია შემთხვევები, როდესაც დასმულ კითხვაზე მიღებული პასუხი ვერ გაიგეთ. ბევრი ადამიანი აღარ აზუსტებს პასუხს და ისე იქცევა, მითომ ყველაფერი გაიგო. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება. შეიძლება პასუხში რამე ტერმინები იყო გამოყენებული და თქვენ არ გინდათ წარმოაჩინოთ თქვენი უვიცობა. განსაკუთრებით ეს სენი ხელმძღვანელ პირებს ახასიათებთ.  გარკვეული ინფორმაციის დაგუგლვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ თუ საკითხი სპეციფიკურია არ მოგერიდოთ კითხვების იმდენი რაოდენობით დასმა, სანამ არ ჩაწვდებით პასუხის არსს. General Electric ყოფილი გენერალური დირექტორი ჯეკ ველჩი (Jack Welch) მიუთითებს, რომ ზუსტად ხელმძღვანელებმა უნდა დასვან ყველაზე მეტი კითხვები და მათი კითხვები კი საუკეთესოები უნდა იყვნენ.

3. ნუ პრესავთ თანამოსაუბრეს
თუ თქვენი მიზანია თქვენმა თანამოსაუბრემ თავი იმართლოს ან თავი დამნაშავედ იგრძნოს, მაშინ ასეთი კითხვები, როგორიცაა "შენ საერთოდ რამე წესიერ პროექტს დამიწერ?", "რამდენი ხანი უნდა გააჯანჯლო ეს საქმე" და ა.შ. სწორად დასმული კითხვებია. მაგრამ თუ თქვენი მიზანია პრობლემის არსში გარკვევა კითხვები არ უნდა შეიცავდნენ ნეგატიურ და თანამოსაუბრის მპრესავ შინაარს.

4. ერთდროულად არ დასვათ ბევრი კითხვა
IT სპეციალისტებს შორის ცნობილია ტერმინი: DDOS. მარტივად რომ ვთქვათ, სერვერს სპეციალურად "უსვამენ ბევრ კითხვას", რომ მან ვერ მოასწროს მათი დამუშავება და გაიჭედოს. თუ თქვენი მიზანია თანამოსაუბრის "გათიშვა" მაშინ დაუსვით მას ბევრი კითხვა ერთდროულად, შეაწყვეტინეთ ყოველ პასუხზე და ესროლეთ მას სხვა უამრავი კითხვა.

Tuesday, January 26, 2016

კომპიუტერული დანაშაულის სახეები

კომპიუტერული დანაშაულის სახეები

კომპიუტერული დანაშაულის გამოძიება მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან მაღალ კვალიფიციურობას, ვინაიდან ამ დანაშაულის ამსრულებლები ხასიათდებიან მაღალი ინტელექტით და სტრატეგიული აზროვნებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოჩენილ იქნეს მტკიცებულებათა შეგროვებისთვის. ძალიან ხშირად ბოროტმოქმედები იყენებენ ე.წ. ლოგიკურ ბომბებს (მაგალითად, კომპიუტერის გათიშვისას ხდება მთელი ინფორმაციის განადგურება) და სხვა ხერხებს გამოძიების ხელის შეშლისთვისთვის

ონლაინ თაღლითობა

ონლაინ თაღლითობა წარმოადგენს რეალურ სამყაროში ჩადენილი თაღლითობების ანარეკლს. თუმცა კიბერ სამყაროს ხასიათიდან გამომდინარე ონლაინ თაღლითობა უფრო
დღევანდელ დღეს ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ინტერნეტ-მაღაზიებმა. ამის მიზეზებია:
  1. ვაჭრობის დაწყება უფრო იაფია, ვიდრე ჩვეუელბრივი მაღაზიის შემთხვევაში
  2. ინტერნეტ-მაღაზიის შენახვა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიის
სწორედ ამიტომ, ვაჭრობის სფეროს თაღლითებისთვის ძალიან მომგებიანია ყალბი ინტერნეტ მაღაზიის შექმნა და მომხმარებლის მოტყუება. ეს შეიძლება გამოიხატოს, როგორც შეძენილი პროდუქციის არ მიწოდებაში, ასევე განცხადებულზე ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის  პროდუქციის მიწოდებაში.
გარდა ფიქტიური  ინტერნეტ მაღაზიებისა თაღლითები იყენებენ შემდეგ სქემებს:
  • სპამი ელ-ფოსტაზე ანდა საიტები, სადაც მოცემულია სულისშემძვრელი ისტორიები ობოლ ბავშებზე, ომის ან სხვა კონფილიქტის მხვერპლზე, მძიმე ავადმყოფზე.
  • სმს-ები ან შეტყობინებები სოციალურ ქსელში (ყალბი ან გატეხილი ანგარიშებიდან) ვითომდა მეგობრებისგან ანდა ოჯახის წევრებისგან ფულის სესხების ანდა დახმარების შესახებ
  • ფიქტიური საქორწინო სააგენტოები
  • თაღლიტური საინვერნსტიციო ბანკები ან ფონდები, სადაც გულუბრყვილო კლიენტს თავაზობენ უსაფუძვლოდ დიდ პროცენტებს
  • ფიქტიური სამუშაო ადგილები ონლაინ სივრცეში, სადაც სამუშაოს დაწყებისთვის ითხოვენ გარკვეულ პირველად შენატანს

ასეთი დანაშაულების ეფექტური ჩადენისთვის თაღლითს აქვს შედარებით მცირე დრო, (ერთი დღიდან - ერთ კვირამდე) სანამ გადახდის ოპერატორი მიიღებს პირველ საჩივრებს და დაბლოკავს თანხებს. ამიტომაც თაღლითი ყოველთვის გაწელავს დროს სხვადასხვა გამართლებით.  გარდა ამისა ონლაინ თაღლითობას ახასიათებს ასევე:
  • აშკარა ეკონომია საიტზე: საიტის სხვა გვერდები შეიძლება ან ცარიელი იყო (შეუვსებელი) ან არც იხსნებოდეს
  • მაქსიმალურად დაფარულია მფლობელის ვინაობა.
  • გამოიყენება გადახდის მხოლოდ ანონიმური მეთოდები, მაგალითად შეუძლებელია კურიერისთვის ფულის ხელზე გადახდა
 

DoS-იერიში

DoS იერიში (ანუ Denial of Service) ეს არის იერიში, რომლის მიზანია გამოიწვიოს სერვერის “უარი მომსახურებაზე”, ანუ ხდება სერვერზე არსებული ინფორმაციის ბლოკირება ან სერვერის და ქსელის მუშაობისთვის ხელისშესლა. მართზლომიერი წვდომის სხვა სახეები, როგორიცაა ინფორმაციის კოპირება ან წაშლა, შეიძლება იყოს DoS იერიში-ს მომდევნო ეტაპი ან მისი წინაპირობა.
DoS იერიში-სთვის იყენებენ 2 მეთოდს:
  • იერიში, რომელიც იყენებს შეცდომება სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფაში
  • იერიში, რომელიც უბრალოდ ტვირთავს სამიზნე სერვერის რესურსებს - პროცესორს, ოპერატიულს, ინტერნეტ არხს
DoS იერიშის მოტივია ან პირადი (მაგ.: შურისძიება) ან ანგარებითი (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, გამოსასყიდის მიღება).
შავ ბაზარზე გაყიდვაშია ზომბი-ქსელები (ბოტნეტები), რომელიც შეიძლება შეიცავდეს რამოდენიმე ათას ინფიცირებულ კომპიუტერს და გამოიყენება დიდ საიტებზე ან სერვერებზე თავდასხმის მოსაწყობად.
აღსანიშნავია, რომ DoS იერიში-სგან შეიძლება დაზარალდეს არამარტო ის საიტი, რომლის წინააღმდეგადაც უშუალოდ იყო მიმართული იერიში, არამედ საიტები ან რესურსები, რომლებიც განლაგებულები არიან იმავე სერვერზე. რიგ შემთხვევაში, პრობლემები შეიძლება შეექმნათ მეზობელ სერვერებსაც (მაგალითად, “მსხვერპლ” და მის მეზობელ სერვერს ერთი ინტერნეტ არხი აქვთ)

დეფეისი (Deface)

აღნიშნული ქმედების დროს, ბოროტმოქმედი ცვლის ინტერნეტ საიტის ვიზუალს (ყველაზე ხშირად მხოლოდ მთავარ გვერდს).
დეფეისი უნდა განვასხვავოთ ვებ-საიტის შეცვლაზე ბოროტმოქმედის მიერ შექმნილ საიტზე DNS-ზე იერიშით ან მსხვეპლის საიტის DNS-ის ჩანაწერის შეცვლით. თუმცა ამ უკანასკნელი იერიშის მოტივი ხშირად იგივეა , რაც დეფეისის დროს.
დეფეისის შემთხვევები ძალიან ხშირია. ვებ სფეროში ახალბედა ხაკერები ძალების მოსინჯვას დეფეისით იწყებენ. თუმცა ასეთი დანაშაულების ლატენტურობის დონეც ძალიან მაღალია: ან დეფეისი ხდება ისეთ საიტზე, სადაც ადმინისტრატორები რეაგირებას მალე ახდენენ ან საიტი ნაკლებპოპულარულია და დეფეისი შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის
დეფეისის მოტივებია:
  • კვალიფაკაციის ჩვენება, თავის დამკვიდრება ხაკერების წრეში
  • პოლიტიკური, რელიგიური, სხვა იდეოლოგიური მოტივები
  • პირადი შუღლი კომპანიასთან, მის მფლობელებთან ან თუნდაც რომელიმე მის თანამშრომელთან
  • არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

მავნე პროგრამები

მავნე პროგრამების შექმნის მოტივი ყოველთვის იყო ხულიგნური ქვენა გრძნობები ან პატივმოყვარეობა, თუმცა ბოლო დროს ეს “ინდუსტრია” იხრება კომერცალიზაციისკენ და შექმნელისთვის შემოსავლის მოტანისთვის.
მავნე პროგრამების სახეებია:
  • ტროანები, რომლებიც ხშირად გამოიყენებიან ზომბი ქსელების შექმნისთვის
  • spyware (პროგრამა შპიონები), რომელთა მიზანია მომხმარებლის პაროლების, საბანკო მონაცემების
  • adware - პროგრამები, რომლებიც უჩვენებენ მომხმარებელს არასანქციონირებულ რეკლამას. (ხშირად adware უწოდენებ ნებისმიერ პროგრამას, რომელიც რეკლამას აჩვენებს, თუნდაც მომხმარებლის თანხმობით)
  • რუტკიტები - სპეციალური მავნე პროგრამა, რომელიც სისტემის მფლობელისგან მალულად ბოროტმოქმედსს მაქსიმალურ უფლებებს ანიჭებენ. ეს ფართო საშუალებებს უხსნის ბოროტმოქმედს, მათ შორის კვალის დაფარვისთვის
  • ლოგიკური ბობმები - მავნე ქმედება (ხშირად ინფორმაციის განადგურება) წინასწარ დადგენილი პირობების დადგომისას ან არ დადგომისას
  • ransomware - მავნე პროგრამა, რომელიც მსხვერპლის კომპიუტერზე შეღწევისას შიფრავს მთელ ინფორმაციას. ამის შემდეგ მსვერპლს თავაზობენ ფულის გადახდას ინფორმაციის დეშიფრაციისთვის

კარდერობა

ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან კიბერდანაშაულს წარმოადგენს კარდერობა (ინგლისური სიტყვიდან card - ბარათი) ანუ თაღლითობა საბანკო ბარათებთან. ასეთი დანაშაულის მოცულმა მსოფლიოში იმდენად დიდია, რომ ბანკებს როგორც წესი აქვთ გაწერილი ზარალის ლიმიტი ბარათებით შესრულებულ ოპერაციებზე (სადღაც 1%მდე)
ამავე დროს კარდერობის სრულ ციკლში მონაწილეობას იღებს ძალიან ბევრი ადამიანი. თითო ციკლი მოითხოვს სპეფიციფიკურ ცოდნას, კავშირებს ანდა ტექნიკურ საშუალებებს. მეტიც, თითო ციკლზე შეიძება მუშაობდეს ადამიანთა ჯგუფი.
ეს ციკლებია:
  • ინფორმაციის მიღება საბანკო ბარათებზე
  • მიღებული ინფორმაციის დამუშავება  (სორტირება, კლასიფიცირება და ა.შ)
  • მონაცემების კონვერტაცია რეალ ფულში
კარდერებისთვის ინტერესს წარმოადგენს:
  • ბარათის მოქმედების ვადა, ნომერი, მფლობელის სახელი გვარი, CVV კოდი
  • ბარათის დამპი (ელექტრონული ასლი)
  • ბარათის დამპი+პინ კოდი
ეს უკანასკნელი უფრო ღირებულია, ვინაიდან აძლევს საშუალებას დამნაშავეს სწრაფად მიიღოს ფული ბანკომატიდან.
ბარათების მონაცემების მიღების გზებია:
  • ბანკის ან მაღაზიის სერვერთან არამართლზომიერი წვდომა - ყველაზე რთული მეთოდია და ამიტომ ყველაზე იშვიათად გამოიყენება პრაქტიკაში
  • შესაბამის ინფორმაციასთან წვდომა სამსახურებრვი მდგომარეობის გამოყენებით (ინსაიდერი)
  • ინტერნეტ ტრაფიკის ხელში ჩაგდება (იშვიათი მეთოდი) მაგალითად როდესაც თავისი ბარათის მონაცემებს ვინმე ელფოსტით გადასცემს
  • ბარათის მონაცემების მიღება სავაჭრო ორგანიზაციაში მისი გამოყენებისას
  • მონაცემების მიღება ფიშინგით
  • ყალბი ბანკომატების ან რეალურ ბანკომატზე მიყენებული სპეციალური აპარატურის გამოყენებით ბარათის დამპის ან პინ კოდის მიღება. (ბანკომატზე ბარათის მიმღებზე დამატებითი წამკითხველის დაყენება, პატარა კამერის დამონტაჟება პინ კოდის მისაღება და ა.შ.)
ყველაზე ბანალურ მეთოდია ბარათის უბრალო მოპარვა. ბევრ მოხმარებელს პინ კოდი იმავე ბარათზე აქვს დაწერილი. არის შემთხვევებიც, როდესაც მოპარულ საფულეში დამნაშავეს აღმოუჩენია ფურცლები პინ კოდებით.

მიღებული ინფორმაციის რეალიზაცია  შეიძლება მოხდეს:
  • ინტერნეტ ან რეალურ მაღაზიებში ძვირადღებული ნივთების ყიდვა და მათი რეალიზაცია
  • ფიქტიური შესყიდვების წარმოება ინტერნეტ მაღაზიებში ან ფასიან საიტებზე. შეთქმულებაში მონაწილეობას იღებენ მაღაზიების ან საიტების მფლობელი, რომლებიც კარდერს მერე უბრუნებს  წინასწარ შეთანხმებულ პროცენტს
  • განაღდება ბანკომატში
  • იშვიათად
    • ბანკისგან, მაღაზიისგან ფულის გამოძალვა - რიგ შემთხვევებში კლიენტზე ინფორმაციის დაკარგვისთვის ბანკს ან მაღაზიას მძიმე სანქციები ელის, ამიტომაც ამ დაწესებულებებს ურჩევნიათ გადაუხადონ დამნაშავეს ფული და საიდუმლოდ შეინახონ ეს ფაქტი
    • თამაში ინტერნეტ კაზინოებში. ფულის შეტანა ინტერნეტ კაზინოში ადვილია, ხოლო გატანა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული: საჭიროა პასპორტის სკანი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. მაგრამ ეს ქმნის დამატებითი მომსახურების შავ ბაზარს - ყალბი სკანების, ფიქტიური ტელეფონის ნომრები და ა.შ.

ფიშინგი

ფიშინგი (ინგლისური fishing - თევზაობა)  წარმოადგენს სოციალური ინჟინირეის მეთოდებით მომხმარებლისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას. კიბერ დანაშაულთან მიმართებაში ეს ხდება ელ-ფოსტის ყალბი შეტყობინებების ანდა ყალბი საიტების მეშვეობით.
ფიშინგის დროს მომხმარებელს:
  • აშინებენ მისი ანგარიშების დახურვით  თუ არ გადავა ბმულშ მითითებულ მისამართზე (რა თქმა უნდა  ყალბზე) და არ შეიყვანს თავის მონაცემებს
  • აუწყებენ, რომ ესაჭირეობათ პაროლის ან სხვა მონაცემების დადასტურება, რადგანაც ბაზის განახლების/ავარიის (და ა.შ. მოგონილი მიზეზები) მოხდა ინფორმაციის დაკარგვა.
ყველა ლოგო და თვითონ ვებსაიტიც ყალბდება მაქსიმალური სიზუსტით, რომ მსხვერპლს არ გამოუჩნდეს რამე ეჭვი. მსხვერპლის დამატებითი მოტყუებისთვის საიტის ბმულს მაქსიმალურად ამსგავსებენ რეალური საიტის ბმულს. მაგ.: bankovamerica.com ნაცვლად bankofamerica.com

რიგ შემთხვევაში ფიშინგი ხორცილდება უფრო მზაკვრულად: იქმნება რაიმე საიტი (გასართობი, მუსიკალური და ა.შ.), რომლის გამოყენებისთვისაც საჭიროა რეგისტრაცია. ამ საიტის შემქმნელი იღებს მომხმარებლისგან როგორც პაროლს ისე ელ-ფოსტის მისამართს. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელს გამოყენებული აქვს იგივე პაროლი თვითონ ელ-ფოსტაზე. ელ-ფოსტასთან წვდომის  შემდეგ კი ბოროტმოქმედი ფაქტიურად წვდომას იღებს ამ ფოსტაზე მიბმულ ყველა სერვისზე.

Wednesday, December 9, 2015

ჩვევები, რომლებიც განავითარებენ თქვენ ინტელექტს.

ადამიანის ინტელექტი ჰგავს კუნთს, რაც უფრო მეტს ავარჯიშებთ მას, მით უფრო ეფექტური ხდება ის. და პირიქით, თუ დიდი ხანი არ ავარჯიშებთ გონებას, მისი შესაძლებლობები დაკნინდება

ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ჩვევა, რომელიც თქვენ გონებას უფრო გახსნილს გახდის:

1. იყავით ცნობისმოყვარე


ცნობისმოყვარე ხართ? ცდილობთ გაიგოთ როგორაა მოწყობილი სამყარო?
ცნობისმოყვარეობის განვითარება შეგიძლიათ დაიწყოთ ყოველდღიური მოვლენების ან ნივთების შეცნობით. მაგალითად, შეეცადეთ გაარკვიოთ, რა ინგრიდიენტებს შეიცავს პური ან რა ნაწილებისგან  შედგება კომპიუტერი, დედამიწის ფართობი და მოცილობა, ატმოსფეროს შემადგენლობა და ა.შ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებითაც თქვენი გონება შეიძლება დაინტერესდეს.

ცნობისმოყვარეობა ყოველთვის იყო გენიოსების დამახასიათებელი ნიშანი. ცნობისმოყვარე გონება უკეთესად აგენირირებს იდეებს. ყოველთვის იყავით მზად გაიგოთ და გაითავისოთ რამე ახალი.

2. წაიკითხეთ სტატიები და წიგნები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული თქვენ პროფესიასთან.


ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ პროფესიონალი ყოველთვის უნდა იყოს თავის სფეროში არსებული სიახლეების და მოწინავე მეთოდების შესახებ. ამისთვის კი უნდა მუდმივად იკითხოთ შესაბამისი სტატიები, ჟურნალები თუ წიგნები.

ბევრი პროფესიონალი სამწუხაროდ მხოლოდ პროფესიონალური მასალების კითხვით შემოიფარგლება.მაგრამ გონების სავარჯიშოდ ეს საკმარისი არაა.

სცადეთ თქვენი თვალსაწიერის გაფართოება: წაიკითხეთ სამეცნიორო ფანტასტიკა, შეისწავლეთ ანტროპოლოგია ან ქართული აგიოგრაფია - ნებისმიერი რამ,  რაც არავითარ შემთხვევაში არაა დაკავშირებული თქვენ მიმდინარე საქმიანობასთან.

წაიკითხეთ ცნობილი გამომგონებლების ბიოგრაფიები. გასცდით თქვენი კომფორტის ზონას და გააფართოეთ თქვენი ცოდნა სამყაროზე. ეს არა მარტო მოქნილს გახდის თქვენ გონებას, არამედ საინტერესო თანამოსაუბრედ გაგხდით
.

3. შეასრულეთ სპეციალური სავარჯიშოები


ამოხსენით ლოგიკური ამოცანები, ითამაშეთ სპეციალური თამაშები. ასეტთი ბევრია როგორც ინტერნეტ სივრცეში (მაგ.: http:\\www.lumosity.com), ისე აპლიკაციების სახით მობილურებისთვის და პლანშეტებისთვის.

4. ფიზიკური ვარჯიში


ფიზიკური ვარჯიშის არამარტო პირდაპირი, არამედ "გვერდითი" სარგებელი მოაქვს ტვინის სტიმულაციის სახით. ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, მათ შორის ტვინშიც, რაც მას უკეთესად კვებავს.

5. მიზანმიმართულად ისწავლეთ რაიმე უნარ-ჩვევა


ეს რჩევა გარკვეულ კავშირშია მეორე რჩევასთან, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ მიზანმიმართულად უნდა დაეუფლოთ რაიმე უნარ-ჩვევას. იქნებ თქვენ ყოველთვის გინდოდათ იაპონური ენის სწავლა, ან სვიტრების ქსოვა ან ხატვის სწავლა? მაგალითად, ახალგაზრდა სტივ ჯობსი დადიოდა კალიგრაფიის კურსებზე. როგორც მან მერე სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წინაშე წარმოთქმულ ცნობილ გამოსვლაში განაცხადა, თუ არადა ეგ კურსები ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი ლამაზი შრიფტები Mac OS-ში

წინასწარ ვერ გაიგებ რა ცოდნა როდის დაგჭირდება. მაგრამ ერთი უდაოა: ცოდნა არასოდეს იკარგება. ინტერნეტში უამრავი საიტია სადაც შეგეძლებათ ახალი ცოდნის მიზანმიმართული მიღება.

6. წაიკითხეთ სასარგებლო ბლოგები


ეს რჩევაც ეხმიანება მეორე რჩევას, თუმცა უფრო აკონკრეტებს მას. თუ დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ფეისბუქზე ან მსგავს საიტებზე ატარებთ, გადაიტანეთ თქვენი ყურადგების ნაწილი საინტერესო ბლოგებზე  (მაგ.: http://calnewport.com/blog/,  http://howtogeek.com და ა.შ.), რომელთა უშუალო და ხშირად სახალისო სტატიების წაკითხვის შემდეგ ბევრ ახალ რამეს გაიგებთ.

7. დაწერეთ სტატიები თქვენით ან აუხსენით სხვას


როცა ახალს არამარტო სწავლობთ  არამედ სხვასაც უხსნით, თქვენ მასალას უფრო ღრმად წვდებით და თქვენითვე ხედავთ თქვენ სუსტ წერტილებს. მოუყევით ახალი ინფორმაცია დედას, მეგობარს, ჯგუფელს. ბლოგები იძლევიან საშუალებას თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ სრულიად უცხო ხალხსაც. მკითხველების უკუკავშირი გაუმჯობესებს არამარტო თქვენ ცოდნას კონკრეტულ საკითხზე, არამედ წერის უნარ-ჩვევებსაც.

Sunday, February 8, 2015

Moodle. მომხმარებლების შექმნა

Moodle დაყენების მერე პირველ რიგში საჭიროა გაიწეროს მომხმარებლები (users). დაყენებისას მართალია იქმნება ერთი ადმინის იუზერი, რომლის გამოყენება აკადემიურ მიზნებშიც შეიძლება. მაგრამ დანარჩენ აკადემიურ პერსონალს და რაღა თქმა უნდა სტუდენტებსაც საიტთან წვდომისთვის საჭიროა ჰქონდეს აქაუნთები.

აქაუნთის შექმნისთვის ყველა შემთხვევაში უნდა მივმართოთ Administration->Site Administration->Add a new user :
ამ ბრძანების მეშვეობით შესაძლებელია სათითაოდ მოხდეს მომხმარებლის დამატება.  არსებობს კიდე Bulk user accounts, რომლის მეშვეობით შეიძლება მომხმარებლების მასიურად შექმნა, მაგრამ მას მოგვიანებით განვიხილავთ.

Add a new user -ზე დაჭერის შემდეგ გამოდის ჩვეული სარეგისტრაციო ფანჯარა. აღსანიშნავია რომ საჭიროა შეივსოს ველები Username, First name, Surname, და Email address. Email address შეგვიძია შევიყვანოთ ნებისმიერი რამ, მისი შემოწმება არ ხდება. რაღა თქმა უნდა არასწორი ელფოსტის მისამართის  შეყვანის შემთხვევაში თქვენ მუდლის ფუნქციებიდან ვერ დაუკავშირდებით ელფოსტაზე მომხმარებელს.

რაც შეეხება პაროლს ის საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს შეიცავს საჭიროა დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეცსიმბოლოები. ერთის მხრივ ეს უზრუნველყოფს დაცულობის მაღალ ხარისხს, მეორეს მხრივ კი საკმაოდ არაკომფორტულია.

 Administration->Site administration->Security->Site policies გვერდზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხის მართვა შეგვიძლია, თუმცა ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს Password policy.  ჩვენ შეგვიძლია ან საერთოდ გავთიშოთ ნებისმიერი პოლიტიკა ან კონკრეტულად ვმართოთ ის ქვემოთ მოცემული პუნქტების მეშვეობით

Sunday, February 1, 2015

LTE Samsung S5 (F ვერსია)

სამსუნგებზე ლტეს მისაღებად რუთ ტელეფონებზე ქომანდ ლაინში ასაკრეფია:
$ su
# setprop persist.radio.lteon true
# reboot