სწორი კითხვების დასმის უნარი გათავისუფლებთ ყველა პასუხის ცოდნის აუცილებლობისგან.
დონალტ პიტერსონი (Donald Peterson), ფორდის გენერალური დირექტორი (1985-1989)
თუ თქვენ გჭირდებას გამოსადეგი და სწორი პასუხი, მნიშნველოვანია არამარტო ის, თუ ვის დაუსვამთ კითხვას ან რაზე, არამედ როგორ დასვავთ საკუთრივ კითხვას. არასწორად დასმული კითხვას უმეტეს წილად არასწორ პასუხიც მოყვება.
მას ასე, როგორ არ უნდა დავსვათ კითხვები?
1. არ დასვათ ისეთი კითხვა, რომელიც უკვე შეიცავს პასუხს
კითხვა, რომელზეც თანხმობით ან უარით შემოფარგვლა შეიძლება არ არის გამოსადეგი, თუ კი თქვენ ნამდვილად გსურთ მიიღოთ გაშლილი პასუხი. მეტიც თუ თქვენი თანამოსაუბრე თქვენდამი დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია (მაგალითად, უფროსი ეკითხება თანამშრომელს: "მგონი ჩვენ შევძლებთ ამ შეკვეთის აღებას და შესრულებას") ხშირად უბრალოდ დადებით პასუხს მიიღებთ, იმისდა მიუხედავად რეალურად რა აზრზე დგას ის. მსგავსია კითხვები, რომელზეც მართალია უბრალოდ კი-ს ან არა-ს ვერ უპასუბენ, მაგრამ თვითონ შეკითხვა მოიცავს ორ ან სამ შესაძლო პასუხს. მაგალითად: "აბა შპს შპალერს თუ შპს გაჯს დავუკვეთოთ ჩვენი ახალი ოფისის რემონტი?" იქნებ არსებობს კიდე შპს პარკეტი, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგთავაზებთ. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ გაშლილი პასუხის მიღებას, კითხვაშივე ნუ მოაქციეთ ჩარჩოებში თანამოსაუბრე. სხვათა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს პასუხის მიმანიშნებელი კითხვების დასმას პირდაპირი დაკითხვის დროს. ეს უბრალო დამთხვევა არ იქნება...2. არ დამალოთ, თუ ვერ ჩაწვდით პასუხის არსს
ხშირია შემთხვევები, როდესაც დასმულ კითხვაზე მიღებული პასუხი ვერ გაიგეთ. ბევრი ადამიანი აღარ აზუსტებს პასუხს და ისე იქცევა, მითომ ყველაფერი გაიგო. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება. შეიძლება პასუხში რამე ტერმინები იყო გამოყენებული და თქვენ არ გინდათ წარმოაჩინოთ თქვენი უვიცობა. განსაკუთრებით ეს სენი ხელმძღვანელ პირებს ახასიათებთ. გარკვეული ინფორმაციის დაგუგლვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ თუ საკითხი სპეციფიკურია არ მოგერიდოთ კითხვების იმდენი რაოდენობით დასმა, სანამ არ ჩაწვდებით პასუხის არსს. General Electric ყოფილი გენერალური დირექტორი ჯეკ ველჩი (Jack Welch) მიუთითებს, რომ ზუსტად ხელმძღვანელებმა უნდა დასვან ყველაზე მეტი კითხვები და მათი კითხვები კი საუკეთესოები უნდა იყვნენ.
3. ნუ პრესავთ თანამოსაუბრეს
თუ თქვენი მიზანია თქვენმა თანამოსაუბრემ თავი იმართლოს ან თავი დამნაშავედ იგრძნოს, მაშინ ასეთი კითხვები, როგორიცაა "შენ საერთოდ რამე წესიერ პროექტს დამიწერ?", "რამდენი ხანი უნდა გააჯანჯლო ეს საქმე" და ა.შ. სწორად დასმული კითხვებია. მაგრამ თუ თქვენი მიზანია პრობლემის არსში გარკვევა კითხვები არ უნდა შეიცავდნენ ნეგატიურ და თანამოსაუბრის მპრესავ შინაარს.
4. ერთდროულად არ დასვათ ბევრი კითხვა
IT სპეციალისტებს შორის ცნობილია ტერმინი: DDOS. მარტივად რომ ვთქვათ, სერვერს სპეციალურად "უსვამენ ბევრ კითხვას", რომ მან ვერ მოასწროს მათი დამუშავება და გაიჭედოს. თუ თქვენი მიზანია თანამოსაუბრის "გათიშვა" მაშინ დაუსვით მას ბევრი კითხვა ერთდროულად, შეაწყვეტინეთ ყოველ პასუხზე და ესროლეთ მას სხვა უამრავი კითხვა.
No comments:
Post a Comment