Nmap (Network MAPper) არის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი და ბაზისური ინსტრუმენტი ქსელის სკანირებისთვის მისი სტრუქტურის ანდა უსაფრთხოების შესასწავლად.
თუ თქვენ არასოდეს არ გამოგიყენებიათ nmap ან საერთოდ პირველად გესმისთ ამ ბრძანების შესახებ - ეს პოსტი ზუსტად თქვენთვისაა, რადგანაც ამ პოსტში განვიხილავ ბაზისურ nmap ბრძანებებს.
მარტივად რომ ვთქვათ nmap-ით თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ ინფორმაციას სხვა კომპიუტერზე ან ქსელზე – რა პორტებია იქ გახსნილი ან დახურული, რა ოპერაციული სისტემა/სისტემები აყენია და მრავალი სხვა.
Nmap თავისი არსით Unix ინსტრუმენტია და მისი ნომერ პირველი გამოყენების პლატფორმაა ლინუქსი. 2000 წლიდან ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ვინდოუსზეც. ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება მისი ვინდოუსზე დაყენება და რა შეზღუდვები აქვს ლინუქს ვერსიასთან შედარებით დევს Nmap-ის ოფიციალურ საიტზე. ჩვენ კი ამ სტატის დაწერისას გამოვიყენეთ Linux Mint 19.3, სადაც Nmap დაყენდა მარტივი ბრძანებით:
sudo apt install nmapყველაზე მარტივი რაც შეიძლება გაკეთდეს nmap-ით. ეს არის ერთი კონკრეტუი ჰოსტის დასკანირება. ჰოსტი შეიძლება მივუთითოთ, როგორც მისი IP მისამართით, ისე hostname-ით
nmap 192.168.1.1თუ საჭიროა დროის დაზოგვა nmap გვაძლევს საშუალებას ერთდროულად მივუთითოთ რამდენიმე ჰოსტი. ამისთვის საჭიროა მათი ჩამოთვლა გამოტოვებით:
ან
nmap tux-pc
nmap 192.168.1.1 192.168.1.2 192.168.1.6თუ IP მისამართები ერთ ქსელში არიან განთავსებული, მაშინ მათი ჩამოთვლა შემოკლებულადაც შეიძლება:
nmap tux-pc server1 server2
nmap 192.168.1.1,2,6რა თქმა უნდა nmap იძლევა საშუალებას დავასკანიროთ IP მისამართების კონკრეტული რეინჯი:
nmap 192.168.1.1-27თუ საჭიროა დასკანირდეს ყველა ხელმისაწვდომი ჰოსტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ wildcard. მაგალითად:
nmap 192.168.1.*კონკრეტული საბნეტის დასკანირებისთვის საკმარისია საბნეტის მითითება:
nmap 192.168.1.1/16nmap შეუძლია ასევე წაიკითხოს მისამართები ფაილიდან და შემდეგ დაასკანიროს ისინი.
Nmap -iL /home/tux/Desktop/hosts--exclude პარამეტრი საშუალებას იძლევა გამორიცხოთ გარკვეული ჰოსტები რეინჯის დასკანირებისას. --excludefile შესაბამისად გამორიცხავს მითითებულ ფაილეში მოცემულ ჰოსტებს
nmap 192.168.1.1/16 --exclude 192.168.1.1,2,3nmap-ს აქვს პარამეტრი -v, რომლის მითითებისას Nmap არამარტო საბოლოო შედეგს გიჩვენებთ, არამედ ამ შედეგის მიღების პროცესსაც – ეს განსაკუთრებით კარგია nmap-ის დამწყები მომხმარებლისთვის. მათთვის უფრო ნათელი ხდება nmap-ის მუშაობის ლოგიკა
nmap -iL /home/ tux/Desktop/ hosts --excludefile /tmp/nohost
თუ საჭიროა ჰოსტის ოპერაციული სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება გამოიყენება პარამეტრი -A
nmap -A 192.168.1.1როგორც წესი მნიშვნელოვანი ჰოსტები firewall დაცვის ქვეშ არიან. ამიტომ მათი დასკანირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ პარამეტრი -sA
nmap -sA 192.168.0.1თუ ჰოსტ(ებ)ი დაცულია გარე ფაირვოლ(ებ)ით მაშინ -PN პარამეტრი გაფილტრავს არა რელევანტურ ინფორმაციას ჰოსტზე:
nmap -PN 192.168.1.1საქართველოში IPv6 ჰოსტები ჯერ არაა პოპულარული, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში nmap-ს ასეთ ჰოსტებთანაც შეუძლია მუშაობა -6 პარამეტრით
nmap -6 tux-pc
Slots.lv Casino Site - Lucky Club
ReplyDeleteCasino · luckyclub Slots · Live Dealer Games · Live Dealer Roulette · Table Games · Live Dealer Casino Games · Table Games · Live Dealer Sports Betting · Online Sportsbook