ლინუქსის
სერვერების უპრობლემო მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესორის რესურსები მეტნაკლებად
თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ყველა საჭირო პროცესისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს
თუ რა პროცესი პროცესორის რა რესურს იყენებს.
საამისოდ
ჩვენ გამოგვადგება ლინუქსის ორი უტილიტა: top და ps
1.
top
top უტილიტა
ფართოდ გამოიყენება ადმინების მიერ და ვინდოუსის ტასკ მენეჯერის ანალოგად შეიძლება
მოვიაზროთ. top რეალურ
დროში (უფრო ზუსტად 5 წამიანი განახლებით) გვიჩვენებს სხვადასხვა პროცესის მიერ პროცესორის,
ოპერატიულის, სვაპის გამოყენებას, გაშვებული პროცესების რაოდენობას, პროცესების PID-ებს და ა.შ. სტანდარტულად top
პროცესებს ალაგებს CPU
დატვირთულობის შესაბამისად,
ამიტომ სულ ზემოთ პროცესორის ყველაზე მეტად გამომყენებელი პროგრამები მოექცევიან
top-ის
შედეგებში ნაჩვენები სვეტები
PID: პროცესის
უნიკალური ნომერი
USER: პროცესის
მფლობელი იუზერი, ხშირად ეს პროცესის იგივე გამშვები იუზერია
PR: პროცესის
პრიორიტელობა
NI:
პროცესის NICE მნიშვნელობა
VIRT: რამდენ ვირტუალურ მეხსიერებას იყენებს პროცესი
VIRT: რამდენ ვირტუალურ მეხსიერებას იყენებს პროცესი
RES: რამდენ
რეალურ ოპერატიულ მეხსიერებას იყენებს პროცესი
SHR: რამდენ
shared მეხსიერებას
იყენებს პროცესი
S:
როგორია პროცესის სტატუსი: S=sleep, R=running, Z=ზომბი
%CPU:
პროცესორის რამდენ პროცენტს
იყენებს პროცესი
%MEM: RAM-ის რამდენ პროცენტს იყენებს პროცესი
TIME+: რამდენი
ხანია გაშვებული პროცესი
Command: პროცესის
სახელი
თუ
გინდათ პროცესის სახელის ნაცვლად ნახოთ მისი სრული მისამართი გაუშვით ბრძანება top
-c
2.
ps
ps გამოიყენება
პროცესების სამართავად. მისი გამოყენება სისტემის დატვირთულობის დასადგენად შესაძლებელია
თუმცა შედარებით უფრო რთულია, ვინაიდან ჩვენ უნდა ვუთხრათ ბრძანებას რომ გვსურს ყველა
პროცესის ჩვენება და მათი დალაგება პროცესორის დატვირთვის შესაბამისად.
sudo ps -eo pid,ppid,%mem,%cpu,cmd --sort=-%cpu | head
sudo: რუთის
უფლებებით გაშვება
ps: პროცესის
ბრძანება
-e:
ყველა პროცესის გათვალისწინება
-o:
იძლევა შედეგების ჩვენი საჭიროებისამებს დალაგების საშუალებას
PID: პროცესის
უნიკალური ნომერი
PPID: პროცესის
მშობელი პროცესის უნიკალური ნომერი
%CPU:
პროცესორის რამდენ პროცენტს იყენებს პროცესი
%MEM: RAM-ის რამდენ პროცენტს იყენებს პროცესი
head
- რიგით პირველი ათეული შედეგის
ჩვენება
cmd - პროცესის სრული მისამართი, ასევე
პროცესის ყველა პარამეტრი. თუ საჭიროა მხოლოდ პროცესორის სახელი მაშინ cmd-ს ნაცვლად comm ჩაწერეთ
No comments:
Post a Comment