Wednesday, December 9, 2015

ჩვევები, რომლებიც განავითარებენ თქვენ ინტელექტს.

ადამიანის ინტელექტი ჰგავს კუნთს, რაც უფრო მეტს ავარჯიშებთ მას, მით უფრო ეფექტური ხდება ის. და პირიქით, თუ დიდი ხანი არ ავარჯიშებთ გონებას, მისი შესაძლებლობები დაკნინდება

ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ჩვევა, რომელიც თქვენ გონებას უფრო გახსნილს გახდის:

1. იყავით ცნობისმოყვარე


ცნობისმოყვარე ხართ? ცდილობთ გაიგოთ როგორაა მოწყობილი სამყარო?
ცნობისმოყვარეობის განვითარება შეგიძლიათ დაიწყოთ ყოველდღიური მოვლენების ან ნივთების შეცნობით. მაგალითად, შეეცადეთ გაარკვიოთ, რა ინგრიდიენტებს შეიცავს პური ან რა ნაწილებისგან  შედგება კომპიუტერი, დედამიწის ფართობი და მოცილობა, ატმოსფეროს შემადგენლობა და ა.შ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებითაც თქვენი გონება შეიძლება დაინტერესდეს.

ცნობისმოყვარეობა ყოველთვის იყო გენიოსების დამახასიათებელი ნიშანი. ცნობისმოყვარე გონება უკეთესად აგენირირებს იდეებს. ყოველთვის იყავით მზად გაიგოთ და გაითავისოთ რამე ახალი.

2. წაიკითხეთ სტატიები და წიგნები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული თქვენ პროფესიასთან.


ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ პროფესიონალი ყოველთვის უნდა იყოს თავის სფეროში არსებული სიახლეების და მოწინავე მეთოდების შესახებ. ამისთვის კი უნდა მუდმივად იკითხოთ შესაბამისი სტატიები, ჟურნალები თუ წიგნები.

ბევრი პროფესიონალი სამწუხაროდ მხოლოდ პროფესიონალური მასალების კითხვით შემოიფარგლება.მაგრამ გონების სავარჯიშოდ ეს საკმარისი არაა.

სცადეთ თქვენი თვალსაწიერის გაფართოება: წაიკითხეთ სამეცნიორო ფანტასტიკა, შეისწავლეთ ანტროპოლოგია ან ქართული აგიოგრაფია - ნებისმიერი რამ,  რაც არავითარ შემთხვევაში არაა დაკავშირებული თქვენ მიმდინარე საქმიანობასთან.

წაიკითხეთ ცნობილი გამომგონებლების ბიოგრაფიები. გასცდით თქვენი კომფორტის ზონას და გააფართოეთ თქვენი ცოდნა სამყაროზე. ეს არა მარტო მოქნილს გახდის თქვენ გონებას, არამედ საინტერესო თანამოსაუბრედ გაგხდით
.

3. შეასრულეთ სპეციალური სავარჯიშოები


ამოხსენით ლოგიკური ამოცანები, ითამაშეთ სპეციალური თამაშები. ასეტთი ბევრია როგორც ინტერნეტ სივრცეში (მაგ.: http:\\www.lumosity.com), ისე აპლიკაციების სახით მობილურებისთვის და პლანშეტებისთვის.

4. ფიზიკური ვარჯიში


ფიზიკური ვარჯიშის არამარტო პირდაპირი, არამედ "გვერდითი" სარგებელი მოაქვს ტვინის სტიმულაციის სახით. ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, მათ შორის ტვინშიც, რაც მას უკეთესად კვებავს.

5. მიზანმიმართულად ისწავლეთ რაიმე უნარ-ჩვევა


ეს რჩევა გარკვეულ კავშირშია მეორე რჩევასთან, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ მიზანმიმართულად უნდა დაეუფლოთ რაიმე უნარ-ჩვევას. იქნებ თქვენ ყოველთვის გინდოდათ იაპონური ენის სწავლა, ან სვიტრების ქსოვა ან ხატვის სწავლა? მაგალითად, ახალგაზრდა სტივ ჯობსი დადიოდა კალიგრაფიის კურსებზე. როგორც მან მერე სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წინაშე წარმოთქმულ ცნობილ გამოსვლაში განაცხადა, თუ არადა ეგ კურსები ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი ლამაზი შრიფტები Mac OS-ში

წინასწარ ვერ გაიგებ რა ცოდნა როდის დაგჭირდება. მაგრამ ერთი უდაოა: ცოდნა არასოდეს იკარგება. ინტერნეტში უამრავი საიტია სადაც შეგეძლებათ ახალი ცოდნის მიზანმიმართული მიღება.

6. წაიკითხეთ სასარგებლო ბლოგები


ეს რჩევაც ეხმიანება მეორე რჩევას, თუმცა უფრო აკონკრეტებს მას. თუ დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ფეისბუქზე ან მსგავს საიტებზე ატარებთ, გადაიტანეთ თქვენი ყურადგების ნაწილი საინტერესო ბლოგებზე  (მაგ.: http://calnewport.com/blog/,  http://howtogeek.com და ა.შ.), რომელთა უშუალო და ხშირად სახალისო სტატიების წაკითხვის შემდეგ ბევრ ახალ რამეს გაიგებთ.

7. დაწერეთ სტატიები თქვენით ან აუხსენით სხვას


როცა ახალს არამარტო სწავლობთ  არამედ სხვასაც უხსნით, თქვენ მასალას უფრო ღრმად წვდებით და თქვენითვე ხედავთ თქვენ სუსტ წერტილებს. მოუყევით ახალი ინფორმაცია დედას, მეგობარს, ჯგუფელს. ბლოგები იძლევიან საშუალებას თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ სრულიად უცხო ხალხსაც. მკითხველების უკუკავშირი გაუმჯობესებს არამარტო თქვენ ცოდნას კონკრეტულ საკითხზე, არამედ წერის უნარ-ჩვევებსაც.

Sunday, February 8, 2015

Moodle. მომხმარებლების შექმნა

Moodle დაყენების მერე პირველ რიგში საჭიროა გაიწეროს მომხმარებლები (users). დაყენებისას მართალია იქმნება ერთი ადმინის იუზერი, რომლის გამოყენება აკადემიურ მიზნებშიც შეიძლება. მაგრამ დანარჩენ აკადემიურ პერსონალს და რაღა თქმა უნდა სტუდენტებსაც საიტთან წვდომისთვის საჭიროა ჰქონდეს აქაუნთები.

აქაუნთის შექმნისთვის ყველა შემთხვევაში უნდა მივმართოთ Administration->Site Administration->Add a new user :
ამ ბრძანების მეშვეობით შესაძლებელია სათითაოდ მოხდეს მომხმარებლის დამატება.  არსებობს კიდე Bulk user accounts, რომლის მეშვეობით შეიძლება მომხმარებლების მასიურად შექმნა, მაგრამ მას მოგვიანებით განვიხილავთ.

Add a new user -ზე დაჭერის შემდეგ გამოდის ჩვეული სარეგისტრაციო ფანჯარა. აღსანიშნავია რომ საჭიროა შეივსოს ველები Username, First name, Surname, და Email address. Email address შეგვიძია შევიყვანოთ ნებისმიერი რამ, მისი შემოწმება არ ხდება. რაღა თქმა უნდა არასწორი ელფოსტის მისამართის  შეყვანის შემთხვევაში თქვენ მუდლის ფუნქციებიდან ვერ დაუკავშირდებით ელფოსტაზე მომხმარებელს.

რაც შეეხება პაროლს ის საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს შეიცავს საჭიროა დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეცსიმბოლოები. ერთის მხრივ ეს უზრუნველყოფს დაცულობის მაღალ ხარისხს, მეორეს მხრივ კი საკმაოდ არაკომფორტულია.

 Administration->Site administration->Security->Site policies გვერდზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხის მართვა შეგვიძლია, თუმცა ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს Password policy.  ჩვენ შეგვიძლია ან საერთოდ გავთიშოთ ნებისმიერი პოლიტიკა ან კონკრეტულად ვმართოთ ის ქვემოთ მოცემული პუნქტების მეშვეობით

Sunday, February 1, 2015

LTE Samsung S5 (F ვერსია)

სამსუნგებზე ლტეს მისაღებად რუთ ტელეფონებზე ქომანდ ლაინში ასაკრეფია:
$ su
# setprop persist.radio.lteon true
# reboot

Wednesday, January 14, 2015

Linux file structure

ლინუქსის ფოლდერების სტრუქტურის კარგი გააზრება უნდა დაგვეხმაროს ამ სისტემის უკეთ გაგებაში. ვინაიდან ლინუქსში ყველაფერი ფაილს წარმოადგენს ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ფაქტიურად ფაილის რედაქტირებაა. შესაბამისად ჩვენ დაახლოებითი წარმოდგენა მაინც უნდა გვქონდეს სად შეიძლება მოვძებნოთ ესა თუ ის ფაილი.

Windows-სგან განსხვავებით აქ ჩვენ არ გვაქვს დაყოფა C და D დისკებად. ლინუქსში ყველაფერი იწყება / ფოლდერით, რომელსაც root (root იუზერში არ აგერიოთ) ფოლდერი ეწოდება.  ყველა სხვა ფოლდერი კი ფაქტიურად ამ ფოლდერშია მოთავსებული.

მაშ ასე:

/bin  - აქ როგორც წესი განთავსებულია პროგრამების ფაილები
/etc - აქ ძირითადად გვხდება სისტემის საკონფიგურაციო ფაილები
/home - აქ იუზერების ფოლდერებია
/opt - შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროგრამების მიხედვით
/tmp - დროებითი ფაილებისაა, როგორც წესი კომპიუტერის გათიშვისას სუფთავდება
/usr - იუზერთან დაკავშირებული პროგრამები
/var - თუ ლოგებს ეძებთ პივრელ რიგში აქ უნდა ჩაიხედოთ

სხვათაშორის თუ ტერმინალში კრეფთ რამე ბრძანებას ლინუქსი ეძებს შესაბამის ფაილს  ჯერ /bin ში და მერე /usr ფოლდერებში.  თუ იქ არ იქნება ფაილი ნაპოვნი მაშინ სისტემა გეტყვით, რომ ასეთი ბრძანება არაა ნაპოვნი.

Tuesday, January 13, 2015

კაზუსი: სახელის ცვლილება უბუნტუ სერვერისთვის

სიტუაცია:
თქვენ დააყენეთ სერვერი რომელსაც ზოგადი სახელი დაარქვით მაგალითად ubuntu, თუმცა შემდეგ მისი გამოყენება გადაწყვიტეთ dspace-სთვის. იმისთვის რომ არ აგერიოთ სერვერები ერთმანეთში გინდათ dspace სერვერს შესაბამისი სახელი ქონდეს. როგორ უნდა მოიქცეთ?

გადაწყვეტა:

პირველ რიგში მოიპოვეთ რუთის უფლებები

sudo -s

 root უფლებების მოპოვების შემდეგ კი:

editor /etc/hosts

და შეცვალეთ სერვერის  სახელის ყველა ხსენება ახალ სახელზე

ამის შემდეგ Ctrl+O და Enter და Ctrl+X გამოვდივართ რედაქტირების რეჟიმიდან

ასეთივე მოქმედებებს ვახორციელებთ მას შემდეგ რაც ავკრეფთ

editor \etc\hostname

და საბოლოოდ

reboot -h now

დარესტარტების მერე თქვენ სერვერს ახალი სახელი აქვს

Saturday, January 3, 2015

კარგი სწავლის 10 წესი

1. გაიხსენეთ. წაიკითხეთ ერთი გვერდი გაიხედეთ გვერდზე და შეეცადეთ გაიხსენოთ ახლად წაკითხულის მთავარი იდეები. ცადეთ გაიხსენოთ მნიშნველოვანი ინფორმაცია განსხვავებულ გარემოში, თუნდაც როდესაც მგზავრობთ ან სეირნობთ
2. შემოწმება. შეამოწმეთ თქვენი თავი ყველაფერში და ყოველთვის.
3. გადააჯაჭვეთ ინფორმაცია. მას შემდეგ რაც თქვენ გაერკვეთ რაღაც ინფორმაციაში დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ამოცანის თუ საკითხის ნაბიჯ-ნაბიჯ გამოყვანა. გააკეთეთ ეს ბევრჯერ, მანამ სანამ ინფორმაცია რომელიც დღეს მოზაიკას წარმოადგენს ერთ მთლიან სურათად გადაიქცევა
4. გადაანაწილეთ სწავლა. ისევე როგორც ვარჯიშს ასევე სწავლასაც ესაჭიროება განაწილებული გრაფიკი. ჯობია რაიმე საკითხი შეისწავლოთ რამოდენიმე დღე თითო თითო საათი, ვიდრე გადააკვდეთ ერთი ღამე.
5. გამოიყენეთ ალტერნატიული მიდგომები. სწავლისას არ ჩაიციკლოთ რაიმე ერთ მეთოდზე ან საკითხზე. შეეცადეთ აიღოთ ფურცელი და ჩაწეროთ ხელით  მის ერთ მხარეზე საკითხი მეორეზე კი ამოხსნა. აურიეთ ასეთი ბევრი ფურცელი და შეეცადეთ უპასუხოდ კითხვებზე. თუ თქვენ იყენებთ სმარტოფნს ან კომპიუტერს სწავლისას უბრალოდ გადაუღეთ ასეთ ფურცლებს სურათები.
6. დაისვენეთ. თუ თქვენ გრძნობთ გადაღლას დაისვენეთ. დასვენების დროს ტვინი მაინც განარძობს ამა თუ იმ საკითხზე მუშაობას, ამიტომ ეს დრო მთლად ფუჭად არ გეკარგებათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწავლის სწორი დაგეგმვა
7. გამოიყენეთ ანალოგიები. როდესაც თქვენ რაიმე რთულს ეჭიდებით. ჰკითხეთ საკუთარ თავს როგორ ავუხსნიდი ამას 10 წლის ბავშვს? ნუ შეგეშინდებათ მარტივი და ერთი შეხედვით უადგილო ანალოგიების გამოყენებას. პირიქით ჩაწერეთ ისინი ან წარმოთქვით ხმამაღლა
8. ფოკუსირება. მოახდინეთ ფოკუსირება. გამორთეთ ტელეფონი და ფეისბუკი ან სხვა მესენჯერები დანიშნეთ საათზე 25 წუთი და შეეცადეთ იმუშაოთ თქვენი მაქსიმუმი კონცენტრაციით. დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დააჯილდოვოთ საკუთარი თავი. რამოდენიმე ასეთი სეანსი დღეში სერიოზულად წინ წასწევს თქვენ საქმეს.
9. პირველ რიგში შეჭამეთ ბაყაყები.  ეს ერთი შეხედვით უცნაური რჩევა ნიშნავს, რომ როდესაც იწყებთ მუშაობას პირველ რიგში თქვენ უნდა შეეჭიდოთ ყველაზე რთულ საკითხებს.
10. იოცნებეთ. წარმოიდგინეთ სად ხართ ეხლა და სად იქნებით წარმატებული სწავლის შედეგად. თქვენი ოცნების ამსახველი სურათი ან ტექსტი განათავსეთ თქვენ სამუშაო ადგილას. ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგცეთ.

Thursday, January 1, 2015

Windows-ში დისკის სახელის შეცვლა CMD-დან

იმისთვის რომ შევსძლოთ Windows-ში დისკის სახელის შეცვლა CMD-დან, cmd რა თქმა უნდა გახსნილი იყოს ადმინის უფლებებით შემდეგ კი ვკრეფთ მარტივ ბრძანებას 

label c:saxeli rac gindat daarkvat
ზემოთ მოყვანილ ბრძანებაში c: აღნიშნავს C დისკს. რა თქმა უნდა მის ნაცვლად შეგვიძლია მივუთითოთ ნებისმიერი სხვა დისკი.