Friday, September 20, 2013

Local storage-ს შექმნა Citrix Xenserver-ში

Local Storage-ს დამატება XenCenter-ს მეშვეობით შეუძლებელია, შესაბამის დიალოგურ ფანჯარაში ჩანს მხოლოდ "ქსელური გადაწყვეტილებები" სთორიჯებისთვის. თუ ჩვენ გვინდა დავამატოთ სთორიჯად სერვერშივე არსებული დამატებითი ვინჩესტერები, მაშინ ჩვენ უნდა მივმართოთ კონსოლს. სერვერთან XenCenter-ის მეშვეობით დაკავშირების მერე გადავიდეთ კონსოლში და fdisk -l მეშვეობით გავარკვიოთ თუ როგორ მიმაუნთდა ჩვენი ახალი ვინჩესტერი. დავუშვათ ეს არის /dev/sdb. შემდეგ ნაბიჯად უნდა შევასრულოთ ბრძანება pvcreate /dev/sdb

შემდეგ ავკრიფოთ: xe sr-create name-label="rac chven gagvixardeba" type=lvm content-type=user device-config:device=/dev/sdb და ვაჭერთ ენთერს. მორჩა დამატებულია ახალი ლოკალური სთორიჯი.

Tuesday, September 17, 2013

Hyper-V და Virtualbox/Vmware-ს თანაარსებობა ერთ კომპზე

Windows 8 არის პირველი დესკტოპ ოპერაციული სისტემა Windows ებს შორის რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ Hyper-V ვირტუალიზაცია. რა თქმა უნდა ამისთვვის არამარტო Windows 8 უნდა გეყენოთ არამედ შესაბამისი პროცესორიც უნდა გქონდეთ.

ამ სტატიაში ჩვენ არ განვიხილავთ Hyper-Vს გამართვის ან მასში მუშაობის საკითხებს. ჩვენ უნდა შევეცადოთ გადაწყვიტოთ შემდეგი პრობლემა: Hyper-V-ს ჩართვის მერე თუ თქვენ მოინდომებთ მაგალითად ვირტუალბოქსში რაიმე ვირტუალის გაშვებას გადაეყრებით დაახლოებით მსგავს პრობლემას:

What??? იფიქრებთ თქვენ. საქმე იმაშია რომ Hyper-V დაყენების მერე თავის სერვის მუდმივად ჩართულს ტოვებს და ართმევს აპარატული ვირტუალიზაციას სხვა პროდუქტებს. ხოლო ისეთი პროგრამები, როგორიცაა მაგალითად Virtualbox და Vmware Workstation თავიანთ სერვისებს უშვებენ მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ჩართავთ მათ, ანუ  Hyper-V ფაქტიურად აპარატული ვირტუალიზაციის მონოპოლიზაციას აკეთებს და დანარჩნ პროდუქტებს უტოვებს მხოლოდ სოფტვერული ვირტულიზაციის შესაძლებლობას, რაც გამოიწვევს მათ მუშაობას კუს სიჩქარით და ასევე 64 ბიტიანი ვირტუალების გაშვების შეუძლებლობას.

როგორ მოვიქცეთ და მოვსპოთ  Hyper-V-ს ვირტუალიზაცია?

ამის რომოდენიმე გზა არსებობს, მაგრამ იდეა არის ერთი კომპიუტერის ჩართვისას ავტომატურად არ ჩაირთოს  Hyper-V შესაბამისი სერვისი.

გავუშვათ  cmd როგორც ადმინისტრატორმა და ჩავწეროთ შემდეგი რამ:
bcdedit /set hypervisorlaunchtype off

კომპიუტერის დარესტარტების მერე ვირტუალბოქსი ჩვეულებრივად გაეშვება.მაგრამ უკვე Hyper-Vს გაშვებისას გამოვა შეტყობინება რომ არ მუშაობს ჰიპერვიზორი, ჩვენ ისევ მოგვიწევს ადმინისტრატორის უფლებებით კომანდ ლაინის გაშვება და ამჯერად ასეთი ბრძანების მეშვეობით ჰიპერვიზორის ჩართვა

bcdedit /set hypervisorlaunchtype auto

ჰიპერვიზორის ასამუშავებლად საჭიროა დავარესტარტოთ კომპიუტერი. ამის შემდეგ იმუშავებს ისევ Hyper-V და არ იმუშავებს virtualbox/vmware.
თუ ვინმემ იცის უფრო მარტივი გზა Hyper-V და virtualbox/vmware-სი ერთ კომპზე თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად welcome კომენტარებში.

Thursday, September 5, 2013

Acronis Snap Deploy-ის მეშვეობით ქსელში რამოდენიმე კომპიუტერზე სისტემის დაყენება

"ნაღდ" ადმინებს ქსელში რამოდენიმე კომპიუტერზე სისტემის ერთდროულად დაყენებისთვის უნდა შეეძლოთ MS Windows Server-ის შესაძლებლობების გამოყენება დესკტოპ ვინდოუსის სათანადო იმიჯების გამართვით. თუმცა ეს ყოველივე მოითხოვს როგორც საკმაოდ მაღალ კვალიფიკაციას ისე სათანადოდ გამართულ სერვერს ინფრასტრუქტურაში. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ თუნდაც რომელიმე ერთ მოთხოვნას ჩამოთვლილთაგან? ამ  შემთხვევაში ჩვენი დახმარება შეუძლია Acronis Snap Deploy-ს, რომლის ბოლო მეოთხე ვერსიას ეძღვნება ეს პოსტი. 15 დღიანი ტრიალ ვერსიის გადმოწერა შეიძლება, რომლის მეშვეობით 5 კომპზე შესძლებთ აღდგენას. დარეგისტრირების მერე გასაღები მოგივათ მეილზე.


დაყენების პროცედურა "ნექსტებით" სრულდება, საჭიროა კეის მითითება

დაყენების მერე გაიხსნება Acronis Snap Deploy 4 Management Console
პირველ რიგშ გავხსნათ და გავმართოთ PXE Server
დავაჭიროთ Upload components to PXE

Boot-ში ჩვენ გვინდა რომ დასტარტოს Acronis Snap Deploy 4 Agent


სერვერის სახელში მივუთითოთ ჩვენი კომპიუტერის სახელი, რათა შემდგომ რამე გაუგებრობა არ მოხდეს. PXE სერვერის დაყენების შემდეგ დავბრუნდეთ Welcome Screen-ზე და დავაჭიროთ Deploy Image. გაიხსნება ე.წ. Deploy Image

ნექსტების შედეგად ჩვენ ვიღებთ შემდეგ სურათს

აქ ავირჩიოთ პუნქტი Any machines ready for deployement და ავირჩიოთ თუ რა მინიმალური რაოდენობის კომპიუტერების გამოჩენისას დაიწყება გადაყენება ჩვენ შემთხვევაში ეს რაოდენობა არის 1.
შემდეგ ეტაპზე ჩვენ გვთხოვენ ან არსებული შაბლონის გამოყეენბა ან ახლის შექმნა (შაბლონში როგორ წესი მითითებულია  თუ რა იმიჯი გამოიყენება აღდგენისას). შაბლონის შექმნისას უთითებთ მის დასახელებას (რომელიც მიგანიშნებთ თუ რომელი იმიჯის აღდგენა გინდათ) და თვით იმიჯი. ასეთი შაბლონი შეგიძლიათ გქონდეთ უამრავი.

ამის შემდეგ შეიქმნება დავალება მოცემული შაბლონის მიხედვით და იმავე საბნეტში არსებული კომპიუტერები შესძლლებენ ჩაიტვირთონ PXE-დან და ჩატარდება იმიჯების აღდგენა.  თქვენ კონსოლში კი პროცენტულად იქნება ნაჩვენები შესრულების პროცესი.


Monday, September 2, 2013

Skype საუბრების ჩაწერა

თუ თქვენ გინდათ Skype საუბრების ჩაწერა ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ყველა იმ მხარეს, რომელთანაც საუბარი იწერება უშუალოს საუბრის დაწყებამდე. 

ყველაზე კარგი პროგრამა ასეთი ოპერაციის განხორცილებისთვის ალბათ არის უფასო Skype Auto Recorder



პროგრამას არ აქვს რაიმე შეზღუდვა ფაილის ზომაზე ან საუბრის ხანგრძლივობაზე. მას შეუძლია ავტომატურად ჩაწეროს ყველა საუბარი, მხოლოდ კონკრეტული კონტაქტების ან ჯგუფების საუბარი, ან ჩაწეროს ყველა გარდა რომელიღაც კონკრეტული კონტაქტების. რა თქმა უნდა ჩაწერა შეიძლება მოხდეს თქვენი მითითებითაც ანუ არაავტომატურ რეჟიმში. 

დეტალურ ინფორმაციას ამ პროგრამაზე შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
გადმოწერა შეიძლება ამ ლინკიდან

Sunday, September 1, 2013

Windows 8 Shortcuts

Windows 8-ის ინტერფეისში ისევ ხშირად ვიკარგები, ამიტომ კლავიატურული კომბინაციების გამოყენება მირჩევნია. ამ პოსტში მინდა ჩამოვთვალო ის კლავიატურული კომბინაციები, რომელიც ვიცი და რომლის გამოყენება ხშირად მიწევს:

პირველ რიგში ეს არის Windows+PrtScr გააკეთებს ეკრანის სკრინშოტს და ავტომატურად ჩააგდებს Pictures->Screenshots ფოლდერში
Windows+Space = კლავიატურის ენის შეცვლა
Windows+I = Settings
Windows +Q = Search Apps
Windows + W = Search Settings
Windows + F = Search Files
Windows + C = Charms Bar
Windows + X = Windows Tools Menu
Windows + Tab = Modern app switcher  + აჩვენებს ერთ დესკტოპ აპს
Alt+Tab = ეს ალბათ ყველამ იცის ))



და ბოლოს არსებობს კიდე ერთი რაც გამიგია
Windows + H = Share Charm - ეს რა არის ჯერ ვერ გავიგე :))
Windows + K = Devices Charm - ესეც ალბათ ერთხელ გამოვიყენე :))

Skydrive-ის remote fetch ფუნქცია

Skydrive გაძლევთ საშუალებას გქონდეთ რემოუთად წვდომა ისეთ ფაილებზეც, რომელიც არ არის ატვირთული Skydrive-ში

რა არის საჭირო ამისთვის?

1) რა თქმა უნდა თქვენ უნდა გეყენოთ Skydrive იმ კომპიუტერზე, რომელზეც გინდათ შეაღწიოთ (აუცილებლად დესკტოპ ვერსია და არა რამე მეტრო)

2) სამიზნე კომპიუტერი უნდა იყოს ჩართული და ქონდეს წვდომა ინტერნეტთან, ასევე მასზე უნდა იყოს გაშვებული Skydrive-ს კლიენტი

3) სამიზნე კომპიუტერის Skydrive-ს პარამეტრებში უნდა იყოს ჩართული Let me use SkyDrive to fetch any of my files on this PC

4) თქვენ უნდა შეხვიდეთ Skydrive.com-ზე იმ აკაუნტით, რომლის შესაბამისი Skydrive აყენია სამიზნე კომპზე და მერე მარცხნივ არსებულ სიაში აირჩიოთ შესაბამისი კომპიუტერის სახელი. 

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მაიკროსოფტი მოახდენს თქვენ იდენტიფიკაციას უსაფრთხოების კოდით, რომელიც გამოგეგზავნებათ მეილზე ან ტელეფონზე. (გააჩნია როგორ გქონდათ მითითებული).

ამ ნაბიჯების წარმატებით გადადგმის შემდეგ თქვენ შესძლებთ ნახოთ ყველა ფაილი თქვენ კომპზე, მათ შორის ისინიც, რომელიც მიმაუნტებულ ქსელის დისკებზეა განლაგებული. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ფოტოების ან ვიდეოების სტრიმინგი, ასევე გადმოწეროთ სხვა ფაილები რათა იმუშაოთ მათზე (გაითვალისწინეთ რომ ეს იქნება კოპია, და შეცვლილი ფაილი უნდა ატვირთოთ უკან სკაიდრაივზე).

ინდივიდუალური recover images Windows 8-სთვის

ჩვეულებრივ თუ თქვენ გამოიყენებთ Windows 8-ის  Refresh or Reset your PC ფუნქციას თქვენ ან მიიღებთ სრულიად ცარიელ-ტარიელ Windows (თუ ის თქვენ დააყენეთ ან სხვამ დაგიყენათ) ან დესკტოპ კომპიუტერის ან ნოუთქბუქის მწარმოებლის მიერ დაკონფიგურირებულ და ხშირად  არასაჭირო პროგრამებით სავსე Windows. (თუ თქვენ კომპიუტერს მოყვა ქარხნულად დაყენებული Windows)

რა თქმა უნდა არსებობს ბევრი პროგრამა, რომელთა მეშვეობითაც თქვენ შესძლებთ თქვენ მიერ დაკონფიგურირებული Windows-ის ბექაფს თუ კლონირებას, მაგრამ Windows 8-ც გაქვთ საშუალება, რომ შექმნათ თქვენი იმიჯი Refresh ან Reset-სთვის.

დასაწყისისთვის გავიხსენოთ თუ რა განსხვავებაა Refresh და Reset-ს შორის. ორივე ფუნქციის გამოსაძახებლად ჩვენ უნდა მივიტანოთ მაუსი ეკრანი მაჯვენა ზედა კუთხეში, რის შედეგადაც თქვენ გამოიძახებთ ე.წ. Charms Bar. იქ ჩვენ უნდა გამოვიძახოთ Settings, მერე Change PC Settings და ახალ გამოსულ ეკრანზე კი General, ცოტა რომ დავსქროლოთ ქვემოთ ჩვენ დავინახავთ: 

Refresh your PC without affecting your files გააკეთებს რეფრეშს სტანდარტული იმიჯით, ამ დროს თქვენი პირადი ფაილები არ დაიკარგება. წაიშლება პროგრამები გარდა მეტრო პროგრამებისა. Remove everything and reinstall Windows კი ნიშნავს ისევ სტანდარტულ იმიჯზე დაბრუნებას ოღონდ ამ დროს იშლება აბსოლუტურად ყველა თქვენი ფაილი თუ პროგრამა (მეტრო პროგრამებიც კი).

კომანდ ლაინში არსებული RecImg ბრძანება მოგცემთ საშუალებას შექმნათ თქვენი custom image.  ამისთვის თქვენ უნდა გახსნათ cmd როგორც ადმინმა და დაწეროთ შემდეგი ბრძანება.

recimg /CreateImage D:\chemiimijebi\image5

რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ აირჩიო ნებისმიერი სხვა მდებარეობა თქვენი იმიჯისთვის.

ასეთი გზით თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენი იმიჯი, რამდენიც გაგიხარდებათ. (გაითვალისწინეთ, რომ იმიჯების შექმნა ხშირად დიდ ხანს მოითხოვს). სტანდარტულ იმიჯად მიიჩნევა ბოლოს შექმნილი იმიჯი. მაგრამ თუ თქვენ გნებავთ სტანდარტულ იმიჯად აირჩიოთ სხვა  მაშინ აკრიფეთ შემდეგი ბრძანება

recimg /SetCurrent D:\chemiimijebi\image1

თუ თქვენ არ იცით, რომელი იმიჯი არის ეხლა სტანდარტული აკრიფეთ:

recimg /ShowCurrent

თუ თქვენ გინდათ დაუბრუნდეთ სულ პირველად იმიჯს, რომელიც ვინდოუს მოყვა მაშინ აკრიფეთ:

recimg /deregister

თუ თქვენ გეზარებათ კომანდ ლაინში მუშაობა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან კარგი უტილიტა სახელად RecImg Manager.