თუ თქვენ გჭირდებათ უფასოდ ფაქსის გაგზავნა კომპიუტერიდან. თქვენ გაქვთ 2 არჩევანი ეს არის HelloFax და FaxZero. პირველი გაძლევთ საშუალებას გააგზავნოთ 5 ფურცელი ფაქსი თვეში, მეორე კი 5 ცალი ფაქსი, თითოში მაქსიმუმ 3 გვერდი + Cover. HelloFax მოითხოვს უფასო რეგისტრაციას, ხოლო FaxZero-დან შეგიძლიათ პირდაპირ ატვირთოთ შესაბამისი ფაილები და გააგზავნოთ ფაქსი. თუმცა FaxZero ფაქსის ქავერზე რეკლამას ამატებს, და ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. HelloFax აქვს 30 დღიანი ტრიალ ვერსია უფრო მეტი ფაქსის გაგზავნის შესაძლებლობით.
ფაქსის მიღების ფუნქცია ელექტრონულად და უფასოდ ვერ ვნახე. იგივე HelloFax ფულის გადახდის შემთხვევაში მოგცემთ მასეთ შესაძლებლობას.
Tuesday, July 30, 2013
Wednesday, July 24, 2013
Linux Command Line 3: ფაილებთად და დირექტორიებთან მუშაობა (mkdir, cp, mv, rm)
მას შედმეგ რაც ჩვენ დავაეფლეთ ლინუქსის კომანდ ლაინში მუშაობის ზოგადი პრინციპების ათვისების შემდეგ, შეგვიძლია დავიწყოთ უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვა. პირველი ასეთი პრაქტიკული საკითხი არის ფაილებზე და დირექტორიებზე ოპერაციების განხორციელება.
პირველი ბრძანება, რომელსაც განვიხილავთ არის mkdir. შეიძლება უკვე მიხვდით, რომ ეს ბრძანება შექმნის დირექტორიებს. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ დირექტორია folder1 ჩვენ უნდა ავკრიფოთ mkdir folder1. თუ გვჭირდება რამოდენიმე დირექტორიის შექმნა, მაშინ საკმარისია ავკრიფოთ mkdir folder1 folder2 folder3 და ა.შ.
ფაილების კოპირებისათვის ჩვენ გვჭირდება ბრძანება cp. ყველაზე მარტივი სიტუაციაა როცა ჩვენ გვინდა დავაკოპიროთ ფაილი file1 ფოლდერ folder1-ში. საკმარისია ავკრიფოთ ბრძანება cp file1 folder1. თუ საჭიროა რამოდენიმე ფაილის დაკოპირება ერთ დირექტორიაში (მაგალითად ფოლდერ folder1-ში გვინდა დავაკოპირეთ file1, file4) უნდა ავკრიფოთ cp file1 file4 folder1 გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტულად cp ბრძანება არ აკოპირებს დირექტორიებს და თუ თქვენ შეეცდებით მაგალითად დირექტორია folder2 დაკოპირებას folder1-ში მიიღებთ შეცდომას: omitting directory. გამოსავალი არის -r სვიტჩის გამოყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში destination folder-ის სახელს ბოლოში დაუმატეთ / . ანუ ბრძანება ასე უნდა გამოიყურებოდეს cp -r folder2 folder1/. რაღა თქმა უნდა შესაძლებელია ერთდროულად ფოლდერების და ფაილების კოპირება: cp -r file1 file2 folder1 extfolder/
მაგრამ сp ასრულებს ასევე ფაილისთვის სახელის გადარქმევის ფუნქციას, უფრო სწორად ასრულებს save as ფუნქციას, ანუ იქმენა იმავე შიგთავსის ფაილი ოღონდ სხვა სახელით: cp file1 sadoktoro.
ბრძანება mv განკუთვნილია ფაილების გადატანისთვის (cut-ის ანალოგი) და ასევე გამოიყენება ფაილებისთვის სახელის გადასარქმევად. მაგალითად, თუ /home/folder ში ჩვენ გვაქვს ფაილი sadoktoro და ავკრეფთ ბრძანებას mv /home/folder/sadoktoro /home/folder/sadoktorofinal მაშინ გამოვა, რომ ჩვენ ფაილს სახელი გადავარქვით sadoktoro-დან sadoktorofinal-ზე. ხოლო თუ ავკრიფეთ ბრძანება mv sadoktoro ~/extfolder ჩვენ მიმდინარე ფოლდერიდან сut-ით გადავიტანთ ფაილს ახალ ფოლდერში.
rm ბრძანება განკუთვნილია ფაილების და ფოლდერების (-r სვიტჩით) წაშლისთვის. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ამ ბრძანებას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. სასურველია სანამ წაშლით რაიმე დირექტორიას, ჯერ მისი შიგთავსი ვნახოთ ls ბრძანების მეშვეობით.

Tuesday, July 16, 2013
Linux Command Line ნაწილი 2: ls, file, more
წინა პოსტშ ჩვენ განვიხილეთ ბრძანება ls, და ვნახეთ ისიც, რომ ბრძანების განსხვავებული სახით დაწერამ განაპირობა განსხვავებული შედეგი.
აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ხშირად ბრძანებას შეიძლება მოყვეს ერთი ან მეტი ოფცია (რომელიც განსაზღვრავს ბრძანების არსს) და არგუმენტი (რომელიც განსაზღვრავს თუ რა ობიექტებზე განხორცილედება ესა თუ ის ბრძანება.
მარტივად, რომ ვთქვათ ბრძანება უნდა დაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით:
როგორც წესი ოფცია იწერება ტირეთი და ტირეს მოსდევს ერთი ასო (მაგ.: -a) თუ ჩვენ გვჭირდება ორი ან მეტი ოფციის გამოყენება ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლიათ დავწეროთ მაგალითად ls -t -l -a, თუმცა ლინუქსში არსებობს უფრო მარტივი გზა: ls -alt ან ls -tal ან სულაც ls -lat. როგორც ხედავთ თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა.
გარდა ოფციის ასეთი სტანდარტული ფორმის არსებობს ასევე ე.წ. Human Readable ფორმატი, რომელიც როგორც წესი უფრო გასაგებია ადამიანისთვის. ასე მაგალითად ls -a შეიძლება დაიწეროს როგორც ls --all. დავაკვირდეთ, რომ . Human Readable ფორმატში დაწერილ ოფციას წინ უსწრებს ორი ცალი ტირე.
ფაილის ტიპის განსაზღვრისთვის ლინუქსში გამოიყენება file ბრძანება მაგალითად, თუ ჩვენ დესკტოპზე გვაქვს ფაილი example.file და გვინდა გავიგოთ თუ რა ტიპის ფაილთან გვაქვს საქმე ჩვენ უნდა ავკრიფოთ file example.file (ვინაიდან მოცემულ მაგალითში ჩვენ უკვე ვიმყოფებით დესკტოპზე)
ლინუქსში ყველა პარამეტრი საბოლოო ჯამში ტექსტურ ფაილშია გაწერილი. ამიტომკონფიგურაციისაილების სანახავად ჩვენ დაგვჭირდება less ბრძანება. დავუშვათ ჩვენ გვაქვს რაიმე myconfig.conf კონფიგურაციის ფაილი. მის დასათვალიერებლად უნდა ავკრიფოთ less myconfig.conf, რათა ტერმინალში გაიხსნას მისი შიგთავსი. მოცემული კონფიგის დათვალიერება ჩვენ შეგვეძლება ზევით და ქვემოთ სქროლვით დავათვალიეროთ ფაილი. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ less ბრძანება სრულდება ტერმინალის იმავე ფანჯარაში. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ ტერმინალს და დავხუროთ გახსნილი ფაილი, კლავიატურაზე უნდა დავაჭიროთ Q-ს. თუ გინდათ ნახოთ თუ რისი გაკეთება შეუძლია less ბრძანებას დააჭირეთ კლავიატურაზე H-ს.
ისტორიული ცნობა: less ბრძანება წარმოადგენს Unix-ში ძველად არსებული more ბრძანების გაუმჯობესებულ ვერსიას. მაგალითად more ბრძანებას შეეძლო მხოლოდ წინ გადაეფურცლა ფაილი, ხოლო less ბრძანებას მსგავსი შეზღუდვა როგორც ვნახეთ არ გააჩნია.

brdzaneba -opcia argumentiპრაქტიკაში ბრძანება წარმოადგენს ერთადერთ აუცილებელ კომპონენტს, რაც შეეხება ოფციას ან არგუმენტს - მათ გამოიყენებთ საჭიროების ამებრ.

Monday, July 8, 2013
Linux Command Line ნაწილი 1
ლინუქსის არსის წვდომისთვის და მისი კარგად შესწავლისთვის პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ მისი კომანდ ლაინი. ვინაიდან კომანდ ლაინი ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი ლინუქსში, რომელიც მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ ყველაფერი როგორც გინდათ და რა დროსაც და რა ხერხითაც გინდათ ლინუქსის ოპერაციულ სისტემასთან მიმართებაში. ვინდოუსს ასეთი რამ კარგა ხანს არ გააჩნდა. ვინდოუსის cmd არის ძალიან "ფერმკრთალი" ანალოგი ლინუქსის კომანდ ლაინის. თუმცა მძლავრი კომანდ ლაინის არსებობა რომ საჭიროა ეს დამტკიცდა თუნდაც იმით, რომ მაიკროსოფტმა შეიმუშავა და წარმოადგინა Powershell. ამით მაიკროსოფტმა მისცა ვინდოუსის ადმინისტრატორებს ისეთივე მძლავრი ინსტრუმენტი, როგორიც ლინუქსის ადმინისტრატორებს ქონდათ პრაქტიკულად ლინუქსის დასაბამიდანვე.
ლინუქსთან მუშაობისას თქვენ ხშირად მოგიწევთ შელთან (shell) მუშაობა. რა არის შელი? მარტივად რომ ვთქვად შელი არის პრაქტიკულად ის კომანდ ლაინი, რომელშიც ჩვენ ჩაწერთ რაღაც ბრძანებებს და ლინუქსი ამ ბრძანებეს შეძლებისდაგვარად შეასრულებს (მთავარია წინასწარ იცოდეთ ლინუქის შესაძლებლობების მაქსიმუმი და ის თუ როგორ უთხრათ ესა თუ ის ბრძანება). შელს, რომელთანაც თქვენ ხშირად მოგიწევთ მუშაობა, ქვია ბაში (bash - bourne again shell; პირველი შელი (Bourne shell (sh) ) Unix ტიპის ოპერაციული სისტემებისთვის დაწერილი იყო Stephen Bourne მიერ ჯერ კიდევ 1977 წელს, ხოლო მერე 1989 წელს Brian Fox გამოუსვა გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც Stephen Bourne საპატივცემულოდ დაარქვა bash)
შელის გამოსაძახებლად თქვენ გჭირდებათ შესაბამისი პუნქტის გამოძახება გრაფიკულ გარსში (მაგ.: Konsole-კდეში, Terminal- გნომი და ა.შ.).
ტერმინალის ეკრანზე ჩვენ ვხედავთ მისალმებას და ბრძანების შეყვანის შეთავაზებას. გავარჩიოთ ეს მისალმება. წარწერა user@user-ubuntu12:~$ ბევრ ინფროს გვაწვდის. კერძოდ, user არის მოხმარებლის სახელი მერე ძაღლუკას ნიშნის მერე მოდის კომპიუტერის სახელი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის user-ubuntu12. მაგალითად თუ თქვენი იუზერი იქნება giorgi და კომპის სახელი giorgi-pc წარწერის ეს ნაწილი იქნება, როგორც giorgi@giorgi-pc ანუ იუზერი გიორგი იმყოფება კომპ giorgi-pc-ში. რას ნიშნავს მაშინ ტილდა ანუ ~ ეს ნიშანი ლინუქსის კომანდ ლაინში აღნიშნავს იუზერის ე.წ. home directory-ს, ანუ იმ ცენტრალურ ადგილას სადაც დევს იუზერის ყველა ფაილი და პრინციპში რომლის ფარგლებშიც ვრცელდება მისი ძალაუფლება). ის რომ აღნიშნული იუზერი მოქმედებს მხოლოდ იუზერის უფლებამოსილებით აღნიშნავს ბოლოში მდგომი დოლარის ნიშანი. თუ ჩვენ გვექნება ასეთი სურათი, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენმა იუზერმა მოიპოვა სუპერ ანუ რუთის (root) ძალაუფლება და მის ნებას ვერაფერი აღუდგება წინ.
საბოლოო ჯამში # ნიშანი მისალმების ბოლოს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეუზღუდავი ძალაუფლება გაქვთ მოცემულ სისტემაში და ეს კი თქვენგან მეტ პასუხისმგემლობას მოითხოვს, ვინაიდან ერთი არასწორი ნაბიჯი და ფაფუ თქვენი სისტემა :))
რამოდენიმე რჩევა კომანდ ლაინში კომფორთული მუშაობისთვის. თუ თქვენ გინდათ დაუბრუნდეთ წინათ აკრეფილ ბრძანებას, მაშინ უბრალოდ დააჭირეთ ზევით მიმართულ ისარს კლავიატურაზე. როგორც წესი მოცემულ გახსნილ ფანჯარაში შეყვანილო ბოლო 500 ბრძანება დამახსოვრებულია. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ კოპირების და ჩასმის სტანდარტული კომბინაციები (ანუ Ctrl+C და Ctrl+V) ტერმინალში არ მუშაობს. რაიმე ტექსტს თქვენ დააკოპირებთ უბრალოდ მისი მონიშვნით, ხოლო ჩასვამთ მაუსის შუა ღილაკზე (გორგოლაჭზე) დაჭერით.
რა მარტივი ბრძანებები შეგვიძლია გამოვიყენოთ?
მაგალითად გამოვიძახოთ კალენდარი :) ბრძანება cal
ან მივიღოთ დეტალური ინფორმაცია დღევანდელი თარიღის შესახებ. ბრძანება date.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ როდესაც თქვენ ხსნით კომანდ ლაინს, თქვენ აღმოჩნდებით home directory-ში, რომელიც გამოდის როგორც current working directory. ნებისმიერ ერთ მოცემულ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ვიმყოფებოდეთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ current working directory. როგორ გადავიდეთ სხვა დირექტორიაში? პირველ რიგში უნდა დავიმახსოვროთ რომ დირექტორიდან დირექტორიაში გადასასვლელად ჩვენ გვჭირდება ბრძანება cd მერე კი შესაბამისი მისამართი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლინუქს ვინდოუსისგან განსხვავებით აქვს ერთი ფუძე ყველა დისკისთვის, დისკები უბრალოდ მაუნტდებიან შესაბამის ადგილებში. ასე რომ რომელიმე სხვა ფოლდერში გადასვლისას cd ბრძანების არგუმენტად ჩვენ უნდა მივუთითოთ ან აბსოლუტური მისამართი მაგალითად /home/user/desktop ან ე.წ. რელატიური, რომლის გამოყენებისას ნაკლები ბეჭდვა დაგვჭირდება. რელატიურად მისამართად შეიძლება გამოგვადგეს ~: ნებისმიერ დირექტორიაში ყოფნისას თუ ჩვენ ავკრეფთ cd ~ და დავაჭერთ ენთერს აღმოვჩნდებით home directory-ში. გარდა ამისა არსებობს . და .. სიმბოლოები. სიმბოლო . ნიშნავს იმას რომ ჩვენ მივმართავთ იმ დირქქტორიაში მყოფ ფოლდერს თუ ფაილს რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. მაგალითად, თუ ჩვენ ვიმყოფებით ფოლდერ /home/user -ში და გვინდა გადავიდეთ ფოლდერ Downloads -ში, რომელიც იმავე ფოლდერშია განლაგებული, საკმარისია ავკრიფოთ cd ./Downloads (მართალი რომ გითხრათ საკმარისია ავკრიფოთ cd Downloads, ვინაიდან ამ დროს სისტემა გაჩუმების პრინცით გამოიყენებს ./ )
ორი წერთილი ანუ .. კი ზედა დირექტორიას აღნიშნავს, განსახილველ მაგალითში თუ ჩვენ ავკრეფთ cd .. ჩვენ აღმოვჩნდებით ზედა /home დირექტორიაში (pwd ბრძანებას სრულად გამოაქვს current working directory მისამართი).
კომანდ ლაინთან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ფაილების სახელებში შეეცადეთ არ გამოიყენოთ გამოტოვება არამედ _, მაგალითად: ჯობია ფაილს დაარქვათ chemi_konfigi ვიდრე chemi konfigi.
ბრძანება ls გამოიტანს მოცემული current working directory -ს შიგთავსს, ხოლო ls -a კი current working directory -ს შიგთავსს დამალული ფაილებით თუ ფოლდერებით (ხშირად ლურჯ ფერად არის ფოლდერები და თეთრად კი ფაილები)

Subscribe to:
Posts (Atom)