ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში მოგზაურებისას საკმაოდ საინტერესო სერვის წავაწყდი: http://www.isyncbox.com
ესეიგი მოკლედ რა ხდება:
ამ სერვისის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ საკუთარი ქლაუდ სტორიჯი. პრაქტიკულად საქმე გვაქვს სერვისთან კი არა პროგრამასთან, რომელიც საშუალებას მოგცემთ მარტივად შექმნათ თქვენი პირადი შეუზღუდავი ზომის (რამხელაც გექნებათ ვინჩესტერი) და შეუზღუდავი სიჩქარის (რაც გექნებათ ინტერნეტ შეერთება) მქონე ქლაუდ სტორიჯი
ესეიგი რა უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი ქლაუდ სტორიჯი:
1. გვქონდეს Windows (Linux და Mac OS სამწუხაროდ არ გამოგვადგება)
2. გადმოვწეროთ ზემოთ აღნიშნული პროგრამის სერვერი
3. გვქონდეს ჩვენი IP, თუ ინტერნეტში როუტერით გავდივართ Upnp სერვისი როუტერში ჩართული უნდა გვქონდეს.
დაყენების დეტალური ინსტუქცია ვიხილოთ აქ http://www.isyncbox.com/guide
პროგრამის პლიუსები:
+ პროგრამა აბსოლუტურად უფასოა
+ გაქვთ იმდენი ადგილი რამდენიც გინდათ
+ სიჩქარე ერთი ლანის ფარგლებში მაქსიმალურია, ინტერნეტიდან დამოკიდბეულია ინტერნეტ შეერთებაზე.
+ შეგიძლიათ დაუშეაროთ ფაილები როგორც კონკრეტულ პირებისთვის ისე ე.წ. "პაბლიკისთვის"
+ აქვს ვერსიების კონტროლი
+ კლიენტები პრაქტიკულად ყველა პლატფორმისთვის : ანდროიდი, აიფონი, მაკი, ლინუქსი, ვინდოუსი
პროგრამის მინუსები
- სერვერი მხოლოდ ვინდოუსისთვის
- საბოლოო ჯამში პროგრამის მუშაობა დამოკიდებულია თქვენზე: ინტერნეტი ანდა შუქი არ უნდა გაითიშოს, კომპიუტერი არ უნდა გაიჭედოს, ვინჩესტერის მდგომარეობა უნდა აკონტროლოთ და ა.შ.
UPD. კიდე ერთი ვარიანტი არის http://owncloud.org/ მართალია შედარებით რთული გამართვალი მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო მეტი კლიენტით სხვადასხვა პლატფორმისთვის
Friday, January 11, 2013
როგორ ვამუშაოთ საკუთარ დომენზე განთავსებული Gtalk Pidgin-ის მეშვეობით
ესეიგი თუ ჩვენ გვაქვს ე.წ. Google Apps for your domain და გვინდა გამოვიყენოთ Google Talk ლინუქსზე, ჩვენ დაგვჭირდება მესენჯერის შესაბამისი კონფიგურაცია.
რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ გვექნება საქმე Pidgin მესენჯერთან განვიხილოთ თუ როგორ დავაკონფიგურიროთ Gtalk მასზე. პირველ რიგში პროგრამის მთავარ ფანჯარაში ვირჩევთ Accounts-Manage accounts. ახალ გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ პარამეტრები ქვემოთ მოთავსებული სურათების მიხედვით. რათქმა უნდა user და example.com უნდა ჩაწერთო თქვენი იუზერი და თქვენი დომენი.
რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ გვექნება საქმე Pidgin მესენჯერთან განვიხილოთ თუ როგორ დავაკონფიგურიროთ Gtalk მასზე. პირველ რიგში პროგრამის მთავარ ფანჯარაში ვირჩევთ Accounts-Manage accounts. ახალ გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ პარამეტრები ქვემოთ მოთავსებული სურათების მიხედვით. რათქმა უნდა user და example.com უნდა ჩაწერთო თქვენი იუზერი და თქვენი დომენი.
Tuesday, January 10, 2012
ევდო მოდემი 10.04 უბუნტუზე
მაგტიფიქსის ევდო მოდემი რაღომღაც მუშაობს 10.04 და 9.10 უბუნტიებთან, არადა მაგალითად 9.04 უბუნტუსთან აშკარად მუშაობს. იმისთვის, რომ ეს უსამართლობა როგორმე გამოვასწოროთ უნდა მოვიქცეთ ასე: გავხნათ ტერმინალი და:
შემდეგ დავამატოთ ნიშანი # ამ სტრიქონის წინ:
დავაყენთ სპეციალური usb-cdrom usb-modem-ზე გადართვის პროგრამა:
შევასწოროთ შემდეგი ფაილი შემდეგი ბრძანებით
Code:
sudo gedit /lib/udev/rules.d/61-option-modem-modeswitch.rules
Code:
ATTRS{idVendor}=="05c6", ATTRS{idProduct}=="1000", RUN+="modem-modeswitch -v 0x%s{idVendor} -p 0x%s{idProduct} -t option-zerocd"Code:
sudo apt-get install usb-modeswitch usb-modeswitch-data
Code:
sudo gedit /etc/modprobe.d/usbstor.conf
და ჩავწეროთ შემდეგი რამ:
Code:
Code:
options usb-storage option_zero_cd=2 delay_use=5
ამის მერე უნდა იმუშაოს ჩვენმა ევდო მოდემმა.
Subscribe to:
Posts (Atom)

