ლინუქსის ახალბედებისთვის
history-ის შესაძლებლობები მთავრდება წინა
ბრძანებების ისტორიის ჩვენებით. მაგრამ ეს ბრძანება მხოლოდ ისტორიულ ექსკურსს არ ემსახურება.
ის ძალიან ხელსაყრელია განსაკუთრებით მაშინ,
როცა თქვენ მუშაობთ სერვერზე გრაფიკული ინტერფეისის გარეშე ანდა სადმე ssh-ით ხართ შესული. ამ დროს თქვენ მოკლებული
ხართ შესაძლებლობას ადრე აკრეფილი გრძელი და კომლექსური ბრძანება დააკოპიროთ, რათა
მასში შეიტანოთ მცირეოდენი ცვლილებები. ზუსტად ამ და სხვა შესაძლებლობას მოგცემთ ბრძანება
history.
ყველა სტრიქონს
რომელიც თქვენ აკრეფთ ბრძანებათა სტრიქონში და შემდეგ დააჭერთ Enter-ს ინახება history-ში და
ენიჭება შესაბამისი რიგითი ნომერი. ამიტომ თუ თქვენ რომელიმე წინა ბრძანების
შესასრულებლად გამოძახებას აპირებთ გადაბმულად აკრიფეთ ძახილის ნიშანი და სასურველი
ბრძანების რიგითი ნომერი და Enter. მაგალითად:
!3 history-ში რიგით მესამე ბრძანება შესრულდება.
!! გამოიძახებს წინა აკრეფილ ბრძანებას. ზუსტად
იგივეს იზამს !-1. უნდა ითქვას, რომ წინა ბრძანების გამოსაძახებლად უფრო მარტივია კლავიატურაზე
ზედა ისრის დაჭერით. მაგრამ თუ ამ ლოგიკას
მივყვებით და ამავე დროს გვახსოვს წინათ აკრეფილი ბრძანებების თანმიმდევრობა შეგვიძლია
გამოვიძახოთ ნებისმიერი ბრძანება მიმდინარე პოზიციიდან უბრალო გამოკლებით. ქვემოთ მოცემულ
მაგალითში ბრძანება ls -a დაშორებულია
5 პოზიციით.
გარდა წინა ბრძანებების
გამოყენების ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ წინა ბრძანების არგუმენტები ახალ ბრძანებაში.
წინა ბრძანების
არგუმენტების გადმოსატანად გამოიყენება : და მერე გადაბმულად ეთითება არგუმენტის ნომერი
მაგალითად :2 და ა.შ. არსებობს შემოკლებებიც მაგალითად წინა ბრძანების პირველი არგუმენტის
გამოსაყენებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ :^, ხოლო
სულ ბოლოსი :$. ყველა არგუმენტისთის გამოსაყენებლად გამოიყენება *
* არის სინონიმი კომბინაციისთვის 1-$. ასეთივე ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ მაგალითად 2 დან 5 არგუმენტამდე. მაგალითად !23:2-5 ნიშნავს სიაში 23 ბრძანების 2დან 5 არგუმენტის გამოყენება.
ისტორიის წასაშლელად გამოიყენება ბრძანება history -c
და ბოლოს თუ არ გინდათ რომელიმე ბრძანება მოხვდეს history-ში შეგიძლიათ მისი წერა უბრალოდ სფეისით დაიწყოთ. თანამედროვე ლინუქს დისტრიბუტივების უმეტესობა სტრიქონებს, რომელიც იწყება გამოტოვებით ისტორიის თვალსაზრისით აიგნორებს.
No comments:
Post a Comment