ლინუქსის ფოლდერების სტრუქტურის კარგი გააზრება უნდა დაგვეხმაროს ამ სისტემის უკეთ გაგებაში. ვინაიდან ლინუქსში ყველაფერი ფაილს წარმოადგენს ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ფაქტიურად ფაილის რედაქტირებაა. შესაბამისად ჩვენ დაახლოებითი წარმოდგენა მაინც უნდა გვქონდეს სად შეიძლება მოვძებნოთ ესა თუ ის ფაილი.
Windows-სგან განსხვავებით აქ ჩვენ არ გვაქვს დაყოფა C და D დისკებად. ლინუქსში ყველაფერი იწყება / ფოლდერით, რომელსაც root (root იუზერში არ აგერიოთ) ფოლდერი ეწოდება. ყველა სხვა ფოლდერი კი ფაქტიურად ამ ფოლდერშია მოთავსებული.
მაშ ასე:
/bin - აქ როგორც წესი განთავსებულია პროგრამების ფაილები
/etc - აქ ძირითადად გვხდება სისტემის საკონფიგურაციო ფაილები
/home - აქ იუზერების ფოლდერებია
/opt - შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროგრამების მიხედვით
/tmp - დროებითი ფაილებისაა, როგორც წესი კომპიუტერის გათიშვისას სუფთავდება
/usr - იუზერთან დაკავშირებული პროგრამები
/var - თუ ლოგებს ეძებთ პივრელ რიგში აქ უნდა ჩაიხედოთ
სხვათაშორის თუ ტერმინალში კრეფთ რამე ბრძანებას ლინუქსი ეძებს შესაბამის ფაილს ჯერ /bin ში და მერე /usr ფოლდერებში. თუ იქ არ იქნება ფაილი ნაპოვნი მაშინ სისტემა გეტყვით, რომ ასეთი ბრძანება არაა ნაპოვნი.
Wednesday, January 14, 2015
Tuesday, January 13, 2015
კაზუსი: სახელის ცვლილება უბუნტუ სერვერისთვის
სიტუაცია:
თქვენ დააყენეთ სერვერი რომელსაც ზოგადი სახელი დაარქვით მაგალითად ubuntu, თუმცა შემდეგ მისი გამოყენება გადაწყვიტეთ dspace-სთვის. იმისთვის რომ არ აგერიოთ სერვერები ერთმანეთში გინდათ dspace სერვერს შესაბამისი სახელი ქონდეს. როგორ უნდა მოიქცეთ?
გადაწყვეტა:
პირველ რიგში მოიპოვეთ რუთის უფლებები
sudo -s
root უფლებების მოპოვების შემდეგ კი:
editor /etc/hosts
და შეცვალეთ სერვერის სახელის ყველა ხსენება ახალ სახელზე
ამის შემდეგ Ctrl+O და Enter და Ctrl+X გამოვდივართ რედაქტირების რეჟიმიდან
ასეთივე მოქმედებებს ვახორციელებთ მას შემდეგ რაც ავკრეფთ
editor \etc\hostname
და საბოლოოდ
reboot -h now
დარესტარტების მერე თქვენ სერვერს ახალი სახელი აქვს

Saturday, January 3, 2015
კარგი სწავლის 10 წესი
1. გაიხსენეთ. წაიკითხეთ ერთი გვერდი გაიხედეთ გვერდზე და შეეცადეთ გაიხსენოთ ახლად წაკითხულის მთავარი იდეები. ცადეთ გაიხსენოთ მნიშნველოვანი ინფორმაცია განსხვავებულ გარემოში, თუნდაც როდესაც მგზავრობთ ან სეირნობთ
2. შემოწმება. შეამოწმეთ თქვენი თავი ყველაფერში და ყოველთვის.
3. გადააჯაჭვეთ ინფორმაცია. მას შემდეგ რაც თქვენ გაერკვეთ რაღაც ინფორმაციაში დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ამოცანის თუ საკითხის ნაბიჯ-ნაბიჯ გამოყვანა. გააკეთეთ ეს ბევრჯერ, მანამ სანამ ინფორმაცია რომელიც დღეს მოზაიკას წარმოადგენს ერთ მთლიან სურათად გადაიქცევა
4. გადაანაწილეთ სწავლა. ისევე როგორც ვარჯიშს ასევე სწავლასაც ესაჭიროება განაწილებული გრაფიკი. ჯობია რაიმე საკითხი შეისწავლოთ რამოდენიმე დღე თითო თითო საათი, ვიდრე გადააკვდეთ ერთი ღამე.
5. გამოიყენეთ ალტერნატიული მიდგომები. სწავლისას არ ჩაიციკლოთ რაიმე ერთ მეთოდზე ან საკითხზე. შეეცადეთ აიღოთ ფურცელი და ჩაწეროთ ხელით მის ერთ მხარეზე საკითხი მეორეზე კი ამოხსნა. აურიეთ ასეთი ბევრი ფურცელი და შეეცადეთ უპასუხოდ კითხვებზე. თუ თქვენ იყენებთ სმარტოფნს ან კომპიუტერს სწავლისას უბრალოდ გადაუღეთ ასეთ ფურცლებს სურათები.
6. დაისვენეთ. თუ თქვენ გრძნობთ გადაღლას დაისვენეთ. დასვენების დროს ტვინი მაინც განარძობს ამა თუ იმ საკითხზე მუშაობას, ამიტომ ეს დრო მთლად ფუჭად არ გეკარგებათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწავლის სწორი დაგეგმვა
7. გამოიყენეთ ანალოგიები. როდესაც თქვენ რაიმე რთულს ეჭიდებით. ჰკითხეთ საკუთარ თავს როგორ ავუხსნიდი ამას 10 წლის ბავშვს? ნუ შეგეშინდებათ მარტივი და ერთი შეხედვით უადგილო ანალოგიების გამოყენებას. პირიქით ჩაწერეთ ისინი ან წარმოთქვით ხმამაღლა
8. ფოკუსირება. მოახდინეთ ფოკუსირება. გამორთეთ ტელეფონი და ფეისბუკი ან სხვა მესენჯერები დანიშნეთ საათზე 25 წუთი და შეეცადეთ იმუშაოთ თქვენი მაქსიმუმი კონცენტრაციით. დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დააჯილდოვოთ საკუთარი თავი. რამოდენიმე ასეთი სეანსი დღეში სერიოზულად წინ წასწევს თქვენ საქმეს.
9. პირველ რიგში შეჭამეთ ბაყაყები. ეს ერთი შეხედვით უცნაური რჩევა ნიშნავს, რომ როდესაც იწყებთ მუშაობას პირველ რიგში თქვენ უნდა შეეჭიდოთ ყველაზე რთულ საკითხებს.
10. იოცნებეთ. წარმოიდგინეთ სად ხართ ეხლა და სად იქნებით წარმატებული სწავლის შედეგად. თქვენი ოცნების ამსახველი სურათი ან ტექსტი განათავსეთ თქვენ სამუშაო ადგილას. ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგცეთ.

Thursday, January 1, 2015
Windows-ში დისკის სახელის შეცვლა CMD-დან
იმისთვის რომ შევსძლოთ Windows-ში დისკის სახელის შეცვლა CMD-დან, cmd რა თქმა უნდა გახსნილი იყოს ადმინის უფლებებით შემდეგ კი ვკრეფთ მარტივ ბრძანებას
label c:saxeli rac gindat daarkvatზემოთ მოყვანილ ბრძანებაში c: აღნიშნავს C დისკს. რა თქმა უნდა მის ნაცვლად შეგვიძლია მივუთითოთ ნებისმიერი სხვა დისკი.
Subscribe to:
Posts (Atom)