TCP (Transmission Control Protocol) და UDP (User Datagram Protocol/Universal Datagram Protocol) პროტოკოლები წარმოადგენენ OSI მოდელის ერთი და იგივე დონის პროტოკოლებს. თუმცა მათი გამოყენების სფერო და მახასიათებლები სხვადასხვაა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ TCP გამოიყენება ისეთ შეერთებებში, რომლების განაც მოითხოვება კავშირის საიმედოობა , ხოლო სიჩქარე მეორეხარისხოვანია. UDP-ს შემთხვევაში კი საქმე პირიქითაა აქ აქცენტი არის გაკეთებული სიჩქარეზე, ხოლო კავშირის საიმედოობა მეორე პლანზეა. ამიტომაცაა რომ UDP პროტოკოლს მართალია აქვს შეცდომების შემოწმების ინსტრუმენტი, თუმცა შეცდომების გასწორება აღარ შეუძლია. UDP პროტოკოლი უფრო მსუბუქია, არ აქვს ე.წ. flow сontrol, acknowledgment და handshake, პაკეტები იგზავნება ყოველნაირი რიგითობის გარეშე.
TCP ძირითადად გამოიყენება HTTP, HTTPs, FTP, SMTP, Telnet პროტოკოლებთან სამუშაოდ, ხოლო UDP კი DNS, DHCP, TFTP, SNMP, RIP, VOIP-ის შემთხვევაში.
No comments:
Post a Comment