დეფოულტად Windows სისტემა ძილის რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ ითხოვს პაროლს. ეს ზოგადად კარგიცაა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძია დავაძინოთ ჩვენი კომპიუტერი სამსახურში ან სტუმრად ან სადმე და ვიყოთ დარწმუნებულები, რომ უცხო პირი წვდომას ვერ მიიღებს. მაგრამ შეიძლება იყოს მიზეზები, რომლის გამოც ეს არ გვაწყობს, მაგალითად დროებით ვუტოვებთ კომპიუტერს ბავშს ან მშობელს, ვართ მარტო სახლში და შესვენებებით ვმუშაობთ რაღაც საკითხზე და ა.შ.
რეალურად გაღვიძებაზე პაროლის მოხსნა ძალიან ადვილია ( და პირიქით თუ თქვენ არ გაქვთ პაროლი გაღვიძებაზე, მაშინ მიხვდებით, თუ როგორ უნდა ჩართოთ ეს პაროლი). მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
1) Control Panel-ის Power Option-ებში დააჭირეთ წარწერას Require a password on wakeup
2) ახლად გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ Change settings that are currently unavailable
3) ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ დააჭიროთ პუნქტს Don't require a password. (და პირიქით, თუ თქვენ გინდათ კომპიუტერმა პაროლი მოგთხოვოთ გაღვიძების შემდეგ მონიშნული უნდა იყოს Require a password (recommended)).
დააჭირეთ Save Changes და მორჩა :))
Sunday, September 21, 2014
Tuesday, August 26, 2014
Skype-ს სრული ბოლო ვერსია
თუ თქვენ დაგჭირდებათ გადმოწეროთ Skype-ს სრული ბოლო ვერსია, მაგალითად ისეთ ადგილას დაყენებისთვის სადაც ცუდი ინტერნეტია შეგიძლიათ ის გადმოწეროთ http://www.skype.com/go/getskype-full ამ ლინკიდან.
Monday, August 11, 2014
TCP vs UDP
TCP (Transmission Control Protocol) და UDP (User Datagram Protocol/Universal Datagram Protocol) პროტოკოლები წარმოადგენენ OSI მოდელის ერთი და იგივე დონის პროტოკოლებს. თუმცა მათი გამოყენების სფერო და მახასიათებლები სხვადასხვაა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ TCP გამოიყენება ისეთ შეერთებებში, რომლების განაც მოითხოვება კავშირის საიმედოობა , ხოლო სიჩქარე მეორეხარისხოვანია. UDP-ს შემთხვევაში კი საქმე პირიქითაა აქ აქცენტი არის გაკეთებული სიჩქარეზე, ხოლო კავშირის საიმედოობა მეორე პლანზეა. ამიტომაცაა რომ UDP პროტოკოლს მართალია აქვს შეცდომების შემოწმების ინსტრუმენტი, თუმცა შეცდომების გასწორება აღარ შეუძლია. UDP პროტოკოლი უფრო მსუბუქია, არ აქვს ე.წ. flow сontrol, acknowledgment და handshake, პაკეტები იგზავნება ყოველნაირი რიგითობის გარეშე.
TCP ძირითადად გამოიყენება HTTP, HTTPs, FTP, SMTP, Telnet პროტოკოლებთან სამუშაოდ, ხოლო UDP კი DNS, DHCP, TFTP, SNMP, RIP, VOIP-ის შემთხვევაში.

Tuesday, May 20, 2014
როგორ დავაყენოთ static IP Ubuntu 12.04 Serverp-ზე
პირველ რიგში უნდა უნდა ავკრიფოთ ბრძანება
sudo nano /etc/network/interfaces
რის შედეგადაც მივიღებთ ასეთ სურათს:
რასაც გადავაკეთებთ შემდეგნაირად
IP-ებს თქვენსას გაწერთ რა თქმა უნდა
sudo nano /etc/network/interfaces
რის შედეგადაც მივიღებთ ასეთ სურათს:
რასაც გადავაკეთებთ შემდეგნაირად
auto eth0 iface eth0 inet static address 10.0.0.100 netmask 255.255.255.0 gateway 10.0.0.1
IP-ებს თქვენსას გაწერთ რა თქმა უნდა
Saturday, April 12, 2014
როგორ დავაყენოთ საქართველოსთვის დაბლოკილი პროგრამები Android-ზე
ზოგიერთი პროგრამის დაყენება Google Play-დან შეუძლებელია. როცა თქვენ ამას ცდილობთ გამოდის შეტყობინება: The Item isn't available in your country. საქმე არის იმაში, რომ ზოგი პროგრამის დამწერი/მფლობელი ბლოკავს გარკვეულ ქვეყნებში მის გავრცელებას (საქართველო ხშირად შედის ასეთ დაბლოკილ ქვეყნებში).
გამოსავალი არის აქედან ორი: apk ფაილების ნახვა და მოძებნა სხვადასხვა ფორუმზე, ან http://apps.evozi.com/apk-downloader/ გამოყენება კომპიუტერზე apk ფაილის გადმოსაწერად.
იმისთვის, რომ ასე გადმოწერილი apk ფაილები დააყენოთ თქვენი ანდროიდ მოწყობილობის პარამეტრებში უნდა ჩართოთ ე.წ. Unknown Sources. (Settings-> Security ან Security->Applications უნდა იყოს განლაგებული)
თუ კი გნებავთ ანდროიდისვე Google Play-დან დააყენოთ პროგრამები, მაშინ სისტემა უნდა მოატყუოთ, რომ თითქოს არ იმყოფებით დაბლოკილ ქვეყანაში. ამისტვის კი გამოგადგებათ VPN ტექნოლოგია. ამ სტატიის ფარგლებში არ დავიწყებთ VPN ტექნოლოგიის დეტალურ ახსნას. მარტივად, რომ ვთქვათ გამოდის რომ სარგებლობთ ტუნელით: შედიხართ საქართველოში გადიხართ VPN სერვისის "ტუნელში" და გარეთ გამოდიხართ უკვე იმ ქვეყანში რომელსაც შეარჩევთ. ანუ შესაბამისი სერვისთვის თქვენ ჩანხართ როგორც არა ქართველი არამედ დავუშვათ ამერიკელი, ფრანგი და ა.შ.
ანდროისთვის არსებობს ძალიან ბევრი ასეთი პროგრამა. მე პირადად TunnelBear-ს ვხმარობ. თვეში გაძლევს 500 მბ უფასოდ, პლიუს თუ ტვიტერზე თვეში ერთხელ დაწერ მათ შესახებ + 1გბ ყოველთვიურად. გადმოწერა შეიძლება აქედან.

მას შემდეგ რაც დააყენებთ ამ პროგრამას უნდა მიყვეთ შემდეგ ნაბიჯებს:
1. ვრთავთ Airplane Mode-ს
2. შევდვივართ Settings-> Application Manager და ზევიდან გადავრთავთ All-ზე. ვპოულობთ Google Play Store-ს
ვაჭერთ ზედ და მერე ვაჭერთ Clear Data და მერე Force Stop.
მას შემდეგ Airplane Mode-ს გათიშვის გარეშე, ვრთავთ Wifi-ს ვხსნით Tunnel Bears-ს და ვაყენებთ ზემოთ განლაგებულ გადამრთველს On-ზე. ქვეყნის სტანდარტული გადამრთველი შეგვიძლია დავტოვოთ US-ზე
მაგის შემდეგ ჩვეულებრივად ვხსნით Google Play-ს ვეთანხმებით გამოსულ შეტყობინებას და ვსარგებლობთ Play-ით შეზღუდვების გარეშე.
Sunday, March 23, 2014
როგორ შევცვალოთ პროგრამების დაყენების default ადგილი ?
როგორც ცნობილია პროგრამების დაყენებისთვის Windows-ში განკუთვნილია C დისკზე განლაებული ფოლდერები Program Files და Program Files (x86). რა თქმა უნდა კონკრეტული პროგრამების დაყენებისას როგორც წესი შესაძლებელია მივუთითოთ მათი დაყენების სხვა ადგილი. მაგრამ შესაძლებელია ასევე შევცვალოთ სტანდარტული ფოლდერები პროგრამების დაყენებისთვის. ამისთვის ჩვენ გამოგვადგება რეესტრი. გამოვიძახოთ regedit და მოვძებნოთ შესაბამისი გასაღები: HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Microsoft\Windows\CurrentVersion. ფანჯრის მარჯვენა ნაწილში მოვძებნოთ ProgramFilesDir ანდა ProgramFilesDir (x86) დავაწკაპუნოთ მათზე ორჯერ და შევცვალოთ მნიშნველობა სასურველზე, თუნდაც: D:\Programs ანდა D:\Programs (x86)
Tuesday, February 18, 2014
Silverlight Linux-ზე
Silverlight-ის ლინუქსზე გაშვება ყოველთვის რთულ ამოცანას წარმოადგენდა, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს - Silverlight ხომ მაიკროსოფტის პროდუქტია.
თუმცა ინტერნეტში წავაწყდი შედარებით მარტივ გამოსავალსა სახელად Pipelight.
მაგალითად უბუნტუზე დასაყენებლად საკმარისია მხოლოდ შემდეგი ბრძანებების თანმიმდევრულად აკრეფა:
sudo add-apt-repository ppa:pipelight/stable
sudo apt-get update && sudo apt-get install pipelight-multi
რა თქმა უნდა სილვერლაიტზე მომუშავე გარკვეულმა საიტებმა შეიძლება უკმაყოფილება გამოხატონ იმით, რომ თქვენ იყენებთ არა Windows 7-ს მაგალითად, არამედ მაგალითად ფედორას და მაინც არ გაჩვენონ შესაბამისი ვიდეო. აქედან გამოსავალია User agent switcher, მაგალითად ქრომზე ამას ვიყენებ.

Subscribe to:
Posts (Atom)