Tuesday, May 9, 2023

როგორ დავაყენოთ macOS-ის ბოლო Ventura ვერსია Vmware Workstation-ში?

 macOS Ventura, რომელიც წარმოადგენს მოცემული მომენტისთვის macOS-ის ბოლო 13 ვერსიას, ოფიციალურად გამოიყენება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან. მას ახასიათებს მთელი რიგი გაუმჯებესება და ახალი ფუნქციონალი, როგორიცაა მაგალითად iPhone-ს უსადენოდ გამოყენება ვებკამერის როლში ვიდეო ზარებისთვის და ა.შ.

თუმცა ოფიციალურად macOS Ventura შეიძლება დაყენდეს მხოლოდ შემდეგ მოწყობილობებზე:

  • iMac (2017 and later)
  • iMac Pro (2017)
  • Mac Pro (2019 and later)
  • Mac Mini (2018 and later)
  • Mac Studio (2022)
  • MacBook Pro (2017 and later)
  • MacBook Air (2018 and later)
  • MacBook (2017 and later)

თუ თქვენ ან საერთდ არ გაქვთ MAC ან გაქვთ შედარებით უფრო ძველი მოწყობილობა, მაგრამ გაქვთ სურვილი სასწავლო თუ პრაქტიკული მიზნებით მოსინჯოთ macOS ოპერაციული სისტემა ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ვირტუალური მანქანის მეშვეობით.

ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია გათვლილია Windows 10/11-ზე დაყენებულ პროგრამა VMware Workstation-ზე.  ამავე დროს თქვენ  უნდა გქონდეთ საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი მაინც (დაახლოებით 8 გბ ოპერატიული, 4 ნაკადიანი პროცესორი ვირტუალიზაციის მხარდაჭერით და სასურველია SSD თავისუფალი 50 გბ-ით მაინც). ჩართული უნდა იყოს ასევე ვირტუალიზაცია, რისი შემოწმებაც შეგიძლიათ Task Manager-ში

საჭირო ფაილების გადმოწერა

VMware Workstation წარმოადგენს ვირტუალიზაციის პროფესიულ ინსტრუმენტს პერსონალურ კომპიუტერებისთვის. სრულფასოვანი 30 დღიანი საცდელი ვერსიის გადმოწერა Windows კომპიუტერებისთვის თქვენ შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან.

ვინაიდან კორპორაცია APPLE არ მიესალმება მისი პროდუქტების გამოყენებას სხვა ტიპის კოპმიუტერებზე სტანდარტულად VMware Workstation მხარს არ უჭერს აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას. თუმცა არსებობს unlocker-ი. გადმოწერეთ ის.

მას შემდეგ რაც თქვენ დააყენებთ VMware Workstation-ს სრულიად დახურეთ ის. ამოარქივეთ თქვენი გადმოწერილი არქივი და გაუშვით win-install.cmd როგორც ადმინისტრატორი

win-install.cmd

და დაელოდეთ პროცესის სრულ დასრულებას

win-install.cmd

დროა გადმოვწეროთ macOS Ventura

ფაილი დაახლოებით 15 გბიანია, ამიტომ ზოგ ინტერნეტ შეერთებაზე გადმოწერამ შეიძლება რამოდენიმე საათიც წაიღოს.

გადმოწერის პროცესში შეგიძლიათ გაამზადოდ ვირტუალური მანქანა

ვირტუალური მანქანის გამზადება

დააჭირეთ ახალი ვირტუალური მანქანის შექმნას.

დატოვეთ არჩევანი Typical-ზე

შემდეგ ფანჯარაში აირჩიეთ I will install the operating system later

later

Guest Operating System ტიპში აირჩიეთ Apple Mac OS X ხოლო Version-ში 13

შემდეგ ეტაპზე შეგიძლიათ ვირტუალურ მანქანას მიანიჭოთ სასურველი სახელი და მიუთითოთ სასურველი მდგომარეობა. ან დატოვოთ ყველაფერი როგორც არის

შემდეგ დიალოგურ ფანჯარაში გადართეთ Store virtual disk as a single file-ზე, Maximum disk size-ში ჩაწერეთ სასურველი ზომა. თუ თქვენი კომპიუტერის თავისუფალი ადგილი იძლევა საშუალებას და აპირებთ დამატებითი პროგრამების დაყენებასაც ვირტუალში შეგიძლიათ ჩაწერით 256 გბ-იც

ბოლოს გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Сustomize Hardware

გაზარდეთ Memory მაქსიმალურად თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობიდან გამომდინარე. მაგალითად თუ თქვენ კომპიუტერს აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული აირჩიეთ 4. თუ თქვენ კომპიუტერს აქვს 16 გიგაბაიტი ოპერატიული აირჩიეთ 8 და ა.შ.

How to Install macOS Big Sur on VMware Workstation 16 in Windows 10

ასევე სასურველია პროცესორის გამოსაყენებელი ბირთვების რაოდენობის მომატება (თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობების გათვალისწინებით)

How to Install macOS Big Sur on VMware Workstation 16 in Windows 10

გადადით New CD/DVD (SATA)-ზე და აირჩიეთ გადმოწერილი ISO იმიჯი

 

ფაილის არჩევის დააჭირეთ Сlose და მერე Finish

 

თქვენი აზრით უკვე შეგვიძლია დავიწყოთ სისტემის დაყენება? არა :)) ჯერ კიდევ გვაქვს გასასწორებელი ვირტუალური მანქანის კონფიგურაციის ფაილი.

გადადით ფოლდერში სადაც განთავსებულია ვირტუალური მანქანის ფაილები

რედაქტირებაზე გახსენით vmx ფაილი (2 კბიანია)

ჩაამატეთ გახსნილი ფაილის ბოლოს ასეთი ტექსტი

smc.version = "0"

დარწმუნდით, რომ Ethernet0.VirtualDev = "vmxnet3",  ხოლო თუ  Ethernet0.VirtualDev = “e1000e”  e1000e ნაცვლად ჩაწერეთ vmxnet3

და შეინახეთ ფაილი Save-თ

macOS სისტემის დაყენება

ამ ყველაფრის შემდეგ დავაჭიროთ Power on this virtual machine და დაიწყება სისტემის ჩატვირთვა

ავირჩიოთ სასურველი ენა (English :D) და დავაჭიროთ Next

ავირჩიოთ Disk Utility და მერე Сontinue

ავირჩიოთ VMware Virtual SATA Hard Drive Media და დავაჭიროთ Erase.

შემდეგ პატარა დიალოგიურ ფანჯარაში: Name: macOS (გემოვნებით), Format: Mac OS Extended (Journaled), და Scheme: GUID Partition Map. დავაჭიროთ Erase. და ბოლოს Done.

დაელოდეთ პროცესის დასრულებას და გათიშეთ Disk Utility, როგორც ნაჩვენებია სკრინშოტზე

თქვენ დაბრუნდებით წინა დიალოგურ ფანჯარასთან საიდანაც უნდა აირჩიოთ ინსტალაცია და დააჭირეთ Continue, შემდგომ კიდევ ერთი Continue დაგჭირდებათ

სახეცვლილ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ Agree და კიდევ ერთი Agree

შემდგომ ფანჯარაში აირჩიეთ თქვენს მიერ შექმნილი hard disk და Сontinue

დაელოდეთ პროცესის დასრულებას. კომპიუტერის სიმძლავრის მიხედვით ეს შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთიდან 1 საათამდეც

სისტემის დაყენება დასრულებულია. დაგვრჩა სისტემის პირველადი კონფიგურაცია

სისტემის პირველადი კონფიგურაცია

Welcome screen-ზე ავირჩიოთ სასურველი ქვეყანა (მაგალითად United States :D)

ვეთანხმებით არჩეულ ენებს და ვაჭერთ Сontinue

Accessibility ფანჯარაში ვირჩევთ Not now

Data and Privacy -ში ვირჩევთ Continue-ს

Not Now ვირჩევთ Migration Assistant-ის ფეიჯზე

How to Install macOS Big Sur on VMware Workstation 16 in Windows 10

შემდეგ ვირჩევთ Set up later და ვადასტურებთ skip-ით

ვეთანხმებით სალიცენზიო შეთანხმებას (ორჯერ :D )

შექმენით ლოკალური იუზერი (შეავსეთ შესაბამისი ველები და დააჭირეთ Сontinue)

Enable Location Service-ს ფეიჯზე აირჩიეთ Continue  და მერე Don't Use

რუკაზე დაწკაპუნებით ან სიაში არჩევით აირჩიეთ სასურველი ქალაქი და დააჭირეთ Continue

Analytics page-ზე ისევ  Continue და Screen Time page-ზე აირჩიეთ Set Up Later

აირჩიეთ სასურველი თემა

How to Install macOS Big Sur on VMware Workstation 16 in Windows 10

დაელოდეთ პროცესის დამთავრებას.

სისტემა დაყენებულია

Vmware Tool-ს და რეზოლუციის დაყენება

მას შემდეგ რაც დავაყენეთ macOS დროა დავაყენოთ Vmware Tools და მერე მივხედოთ რეზოლუაციას.

ამისთვის რამოდენიმე რესტარტიც დაგვჭირდება

Install macOS 13 Beta-ზე (ვაშლის ლოგოთი) დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკით და მენიუდან ავირჩიოთ Eject

დავაყენოთ Vmware Tools

ვირტუალში გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა:

სტანდარტულად მივყვეთ Continue-თი  და Insall-ით ყველა ნაბიჯს სტანდარტული პარამეტრების ცვლილების გარეშე. შევიყვანოთ პაროლი სადაც ამას მოითხოვს სისტემა.

თუ ავტომატურად არ გაიხსნა მაშინ გახსენით მაკის სეთინგები, გადადით Privacy and Security-ზე ჩასქროლეთ ბოლომდე და მიეცით Allow  Vmware-ს მოთხოვნაზე.

Install VMware Tool on macOS Ventura

სისტემა მოითხოვს რესტარტს და თქვენც დაარესტარტეთ

Big Sur-სგან განსხვავებით სისტემა Ctrl+Alt+Enter-ზე ავტომატურად გაიშლება მთელ ეკრანზე ზედმეტი მოქმედებების გარეშე.

 

Friday, May 13, 2022

Linux-ის Hardware მონაცემების ნახვა

ლინუქსის სპეციალისტისთვის მნიშნვნელოვანია იცოდეს თავისი სისტემების როგორც აპარატული ისე პროგრამული კომპონენტები. რადგანაც სისტემა საბოლოო ჯამში მუშაობს აპარატულ პლატფორმაზე ამ პლატფორმის სპეციფიკაციების ცოდნა რამოდენიმე გამოწვევას პასუხობს:

  • თქვენ გეცოდინებათ თუ როგორ ნაწილდება ოპერატიული მეხსიერება ( RAM )  თქვენს სისტემაში და რამდენია თავისუფალი შემდგომი გამოყენებისთვის. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გსურთ განაახლოთ/შეცვალოთ თქვენი Linux სისტემა ან მასზე მომუშავე სერვისები.
  • იმავე მიზნით მნიშნველოვანია იცოდეთ თუ როგორია მუდმივი მეხსიერების (storage) მოწყობილობები და დარჩენილი თავისუფალი ადგილი. 
  • თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ ძირითადი აპარატული კომპონენტების მუშაობის წარმადობა, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს მთელი სისტემის და სერვისების წარმადობას
უმეტესობა Linux დისტრიბუტივში ამ მიზნებისთვის თქვენ არ გჭირდებათ დამატებით პროგრამები ანდა უტილიტები. მთელი ამ ინფორმაციის მიღებისთვის საკმარისია CLI-ს გამოყენება.

Lscpu 

პირველი ბრძანება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ არის lscpu. ამ ბრძანების სახელიდანაც ნათლად ჩანს, რომ მისი დანიშნულებაა პროცესორზე ინფორმაციის ჩვენება




lshw

თუ lscpu გვაძლევს ინფორმაციას მხოლოდ პროცესორზე lshw იძლევა უფრო დიდ სურათს და მოიცავს ინფორმაციას პროცესორზეც, ოპერატიულზეც, usb კონტროლერებზეც და ა.შ.

ამ ბრძანების გამოყენება უმჯობესია მოხდეს sudo-თი ანუ სუპერ იუზერის უფლებებით. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უფრო ზუსტ და ყოვლის მომცველ ინფორმაციას.




Tuesday, January 5, 2021

History ბრძანება

 

ლინუქსის ახალბედებისთვის history-ის შესაძლებლობები მთავრდება წინა ბრძანებების ისტორიის ჩვენებით. მაგრამ ეს ბრძანება მხოლოდ ისტორიულ ექსკურსს არ ემსახურება. ის  ძალიან ხელსაყრელია განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენ მუშაობთ სერვერზე გრაფიკული ინტერფეისის გარეშე ანდა სადმე ssh-ით ხართ შესული. ამ დროს თქვენ მოკლებული ხართ შესაძლებლობას ადრე აკრეფილი გრძელი და კომლექსური ბრძანება დააკოპიროთ, რათა მასში შეიტანოთ მცირეოდენი ცვლილებები. ზუსტად ამ და სხვა შესაძლებლობას მოგცემთ ბრძანება history.

ყველა სტრიქონს რომელიც თქვენ აკრეფთ ბრძანებათა სტრიქონში და შემდეგ დააჭერთ Enter-ს ინახება history-ში და  ენიჭება შესაბამისი რიგითი ნომერი. ამიტომ თუ თქვენ რომელიმე წინა ბრძანების შესასრულებლად გამოძახებას აპირებთ გადაბმულად აკრიფეთ ძახილის ნიშანი და სასურველი ბრძანების რიგითი ნომერი და Enter. მაგალითად: !3 history-ში რიგით მესამე ბრძანება შესრულდება.


!! გამოიძახებს წინა აკრეფილ ბრძანებას. ზუსტად იგივეს იზამს !-1. უნდა ითქვას, რომ წინა ბრძანების გამოსაძახებლად უფრო მარტივია კლავიატურაზე ზედა ისრის  დაჭერით. მაგრამ თუ ამ ლოგიკას მივყვებით და ამავე დროს გვახსოვს წინათ აკრეფილი ბრძანებების თანმიმდევრობა შეგვიძლია გამოვიძახოთ ნებისმიერი ბრძანება მიმდინარე პოზიციიდან უბრალო გამოკლებით. ქვემოთ მოცემულ მაგალითში ბრძანება ls -a დაშორებულია 5 პოზიციით.



გარდა წინა ბრძანებების გამოყენების ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ წინა ბრძანების არგუმენტები ახალ ბრძანებაში.

წინა ბრძანების არგუმენტების გადმოსატანად გამოიყენება : და მერე გადაბმულად ეთითება არგუმენტის ნომერი მაგალითად :2 და ა.შ. არსებობს შემოკლებებიც მაგალითად წინა ბრძანების პირველი არგუმენტის გამოსაყენებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ :^, ხოლო სულ ბოლოსი :$. ყველა არგუმენტისთის გამოსაყენებლად გამოიყენება *



* არის სინონიმი კომბინაციისთვის 1-$. ასეთივე ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ მაგალითად 2 დან 5 არგუმენტამდე. მაგალითად !23:2-5 ნიშნავს სიაში 23 ბრძანების 2დან 5 არგუმენტის გამოყენება.

ისტორიის წასაშლელად გამოიყენება ბრძანება history -c

და ბოლოს თუ არ გინდათ რომელიმე ბრძანება მოხვდეს history-ში შეგიძლიათ მისი წერა უბრალოდ სფეისით დაიწყოთ. თანამედროვე ლინუქს დისტრიბუტივების უმეტესობა სტრიქონებს, რომელიც იწყება გამოტოვებით ისტორიის თვალსაზრისით აიგნორებს.

Tuesday, February 11, 2020

დინამიურად განსაზღვრეული დიაპაზონი (სია) ექსელში

ექსელში მუშაობისას ძალიან ეფექტურია წინასწარ განსაზღვრული დიაპაზონიდან მოცემულ სიასთან მუშაობა Data Validation-სთვის, დიაგრამებისთვის და ა.შ. თუმცა ყოველდღიური  პრაქტიკული ამოცანები მოითხოვენ რომ ასეთი სიები მაქსიმალურად მოქნილნი იყვნენ. მაგალითად რაღაც პოზიცია შეიძლება არ იყოს უკვე აქტუალური და უნდა წაიშალოს ან პირიქით სიას დაემატოს პროდუქტების ახალი დასახელებები და შესაბამისად ერთ სიაში ამ ცვლილების ასახვით ისინი უნდა გავრცელდნენ მთელ ფაილზე.  ასეთ სიებს ხოლმე დინამიურად განსაზღვრულს უწოდებენ.
დინამიურად განსაზღვრული სიის ფორმირებისთვის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივზე - ფუნქცია INDEX-ის გამოყენებით.
ყველაზე მარტივი დიაპაზონი შეიძლება გაკეთდეს  სვეტში მოცემული მონაცემებისგან:

ვინაიდან არ გვინდა, რომ სათაურიც მოხვდეს სიაში მის ფორმირებას დავიწყებთ A2 უჯრიდან. სტანდარტულ სიტუაციაში სიის დიაპაზონი იქნებოდა $A$1:$A$6. მაგრამ რადგანაც გვინდა რომ ეს სია მაქსიმალურად მოქნილი იყოს და ასახავდეს მასში ახალი დასახელებების დამატებას ან ძველების წაშლას გამოვიყენებთ მსგავსი ტიპის ფორმულას:
=$A$2:INDEX($A:$A,COUNTA($A:$A))
აღნიშნული ფორმულა უნდა ჩავწეროთ დიალოგურ ფანჯარაში, რომელსაც გამოვიძახებთ Formulas თაბიდან Define Names ბრძანებით.




მოდით გავარჩიოთ, როგორ მიიღწევა ასეთი შედეგი:
ჩვენ ფორმულა იწყება A2 უჯრით და შემდეგ მოდის დიაპაზონის აღმნიშვნელი : ანუ ნათელია, რომ დიაპაზონი იწყება A სვეტის 2 უჯრიდან, დიაპაზონის სიმბოლოს მერე მოდის ფუნქცია INDEX, რომელიც თავის მხრივ რაღაც მონაცემებს იღებს მეორე ფუნქციიდან COUNTA-დან. ამიტომ უფრო ყურადღებით შევხედოთ ჩვენი ფორმულის ამ კონსტრუქციას:
INDEX($A:$A,COUNTA($A:$A))
ეს კონსტრუქცია განსაზღვრავს თუ რომელი იქნება A2 დაწყებული დიაპაზონის ბოლო უჯრა: კონკრეტულად კი COUNTA ადგენს რომელი არის ბოლო შევსებული (არა ცარიელი უჯრა) და ამ ინფორმაციას გადასცემს ფუნქცია ინდექსს, რომელიც უკვე განსაზღვრავს დიაპაზონის ბოლო უჯრას.

მსგავსი მიდგომით შესაძლებელია ასევე დინამიური დიაპაზონის ფორმირება როგორც სვეტების ისე სტრიქონების მეშვეობით. (მართალია ასეთი დინამიური დიაპაზონი Data Validation-ისთვის შეიძლება აღარ იყოს გამოსადეგი, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება მაგალითად დიაგრამებში, ან რაიმე ფორმულებში)
=$A$1:INDEX($1:$1048576,COUNTA($A:$A),COUNTA($1:$1))
აღნიშნულ შემთხვევაში ინდექსი მოიცავს ექსელის გვერდის ყველა უჯრას დაწყებული 1დან დამთავრებული 1048576 (უფრო გადაზღვევის მიზნით, არა მგონია ოდესმე მთლიანად შეავსოთ ექსელის გვერდი), ხოლო COUNTA  „აკონტროლებს“ როგორც სვეტებს, ისე სტრიქონებს.