Sunday, September 21, 2014

პაროლის მოთხოვნა WIndows-ის ძილიდან გამოსვლის შემდეგ

დეფოულტად Windows სისტემა ძილის რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ ითხოვს პაროლს. ეს ზოგადად კარგიცაა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძია დავაძინოთ ჩვენი კომპიუტერი სამსახურში ან სტუმრად ან სადმე და ვიყოთ დარწმუნებულები, რომ უცხო პირი წვდომას ვერ მიიღებს. მაგრამ შეიძლება იყოს მიზეზები, რომლის გამოც ეს არ გვაწყობს, მაგალითად დროებით ვუტოვებთ კომპიუტერს ბავშს ან მშობელს, ვართ მარტო სახლში და შესვენებებით ვმუშაობთ რაღაც საკითხზე და ა.შ.

რეალურად გაღვიძებაზე პაროლის მოხსნა ძალიან ადვილია ( და პირიქით თუ თქვენ არ გაქვთ პაროლი გაღვიძებაზე, მაშინ მიხვდებით, თუ როგორ უნდა ჩართოთ ეს პაროლი). მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

1) Control Panel-ის Power Option-ებში დააჭირეთ წარწერას Require a password on wakeup


2) ახლად გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ Change settings that are currently unavailable

3) ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ დააჭიროთ პუნქტს Don't require a password. (და პირიქით, თუ თქვენ გინდათ კომპიუტერმა პაროლი მოგთხოვოთ გაღვიძების შემდეგ მონიშნული უნდა იყოს Require a password (recommended)).

დააჭირეთ Save Changes და მორჩა :))