გამოსავალი არის აქედან ორი: apk ფაილების ნახვა და მოძებნა სხვადასხვა ფორუმზე, ან http://apps.evozi.com/apk-downloader/ გამოყენება კომპიუტერზე apk ფაილის გადმოსაწერად.
იმისთვის, რომ ასე გადმოწერილი apk ფაილები დააყენოთ თქვენი ანდროიდ მოწყობილობის პარამეტრებში უნდა ჩართოთ ე.წ. Unknown Sources. (Settings-> Security ან Security->Applications უნდა იყოს განლაგებული)
თუ კი გნებავთ ანდროიდისვე Google Play-დან დააყენოთ პროგრამები, მაშინ სისტემა უნდა მოატყუოთ, რომ თითქოს არ იმყოფებით დაბლოკილ ქვეყანაში. ამისტვის კი გამოგადგებათ VPN ტექნოლოგია. ამ სტატიის ფარგლებში არ დავიწყებთ VPN ტექნოლოგიის დეტალურ ახსნას. მარტივად, რომ ვთქვათ გამოდის რომ სარგებლობთ ტუნელით: შედიხართ საქართველოში გადიხართ VPN სერვისის "ტუნელში" და გარეთ გამოდიხართ უკვე იმ ქვეყანში რომელსაც შეარჩევთ. ანუ შესაბამისი სერვისთვის თქვენ ჩანხართ როგორც არა ქართველი არამედ დავუშვათ ამერიკელი, ფრანგი და ა.შ.
ანდროისთვის არსებობს ძალიან ბევრი ასეთი პროგრამა. მე პირადად TunnelBear-ს ვხმარობ. თვეში გაძლევს 500 მბ უფასოდ, პლიუს თუ ტვიტერზე თვეში ერთხელ დაწერ მათ შესახებ + 1გბ ყოველთვიურად. გადმოწერა შეიძლება აქედან.
მას შემდეგ რაც დააყენებთ ამ პროგრამას უნდა მიყვეთ შემდეგ ნაბიჯებს:
1. ვრთავთ Airplane Mode-ს
2. შევდვივართ Settings-> Application Manager და ზევიდან გადავრთავთ All-ზე. ვპოულობთ Google Play Store-ს
ვაჭერთ ზედ და მერე ვაჭერთ Clear Data და მერე Force Stop.
მას შემდეგ Airplane Mode-ს გათიშვის გარეშე, ვრთავთ Wifi-ს ვხსნით Tunnel Bears-ს და ვაყენებთ ზემოთ განლაგებულ გადამრთველს On-ზე. ქვეყნის სტანდარტული გადამრთველი შეგვიძლია დავტოვოთ US-ზე
მაგის შემდეგ ჩვეულებრივად ვხსნით Google Play-ს ვეთანხმებით გამოსულ შეტყობინებას და ვსარგებლობთ Play-ით შეზღუდვების გარეშე.