Sunday, March 23, 2014

როგორ შევცვალოთ პროგრამების დაყენების default ადგილი ?

როგორც ცნობილია პროგრამების დაყენებისთვის Windows-ში განკუთვნილია C დისკზე განლაებული ფოლდერები Program Files და Program Files (x86). რა თქმა უნდა კონკრეტული პროგრამების დაყენებისას როგორც წესი შესაძლებელია მივუთითოთ მათი დაყენების სხვა ადგილი. მაგრამ შესაძლებელია ასევე შევცვალოთ სტანდარტული ფოლდერები პროგრამების დაყენებისთვის. ამისთვის ჩვენ გამოგვადგება რეესტრი. გამოვიძახოთ regedit და მოვძებნოთ შესაბამისი გასაღები: HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Microsoft\Windows\CurrentVersion. ფანჯრის მარჯვენა ნაწილში მოვძებნოთ ProgramFilesDir ანდა ProgramFilesDir (x86) დავაწკაპუნოთ მათზე ორჯერ და შევცვალოთ მნიშნველობა სასურველზე, თუნდაც: D:\Programs ანდა D:\Programs (x86)