Silverlight-ის ლინუქსზე გაშვება ყოველთვის რთულ ამოცანას წარმოადგენდა, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს - Silverlight ხომ მაიკროსოფტის პროდუქტია.
თუმცა ინტერნეტში წავაწყდი შედარებით მარტივ გამოსავალსა სახელად Pipelight.
მაგალითად უბუნტუზე დასაყენებლად საკმარისია მხოლოდ შემდეგი ბრძანებების თანმიმდევრულად აკრეფა:
sudo add-apt-repository ppa:pipelight/stable
sudo apt-get update && sudo apt-get install pipelight-multi
რა თქმა უნდა სილვერლაიტზე მომუშავე გარკვეულმა საიტებმა შეიძლება უკმაყოფილება გამოხატონ იმით, რომ თქვენ იყენებთ არა Windows 7-ს მაგალითად, არამედ მაგალითად ფედორას და მაინც არ გაჩვენონ შესაბამისი ვიდეო. აქედან გამოსავალია User agent switcher, მაგალითად ქრომზე ამას ვიყენებ.