ანდროიდის აჩქარების ერთერთი ხერხია ანიმაციების გამორთვა მენიუში. ისევე როგორც ხშირად კომპიუტერზე ვრთავთ რაც შეიძლება უბრალო თემას და ვთიშავთ ყველანაირ ანიმაციას მისი აჩქარებისთვის, ანდროიდის სმარტფონისთვისაც მსგავსი მოქმედება შეიძლება დადებითი შედეგი მოიტანოს.
შევიდეთ ჩვენი ტელეფონის პარამეტრების Developer Option-ებში.
შემდეგ კი ვიპოვეთ მენიუს პუნქტები სადაც წერია Animations
და გამოვრთოთ ის
აქ თუ შეამჩნევთ მე ასევე ჩავრთე GPU აქსელერაცია, ანუ თუ ნორმალური ვიდეოკარტა არის თქვენ ტელეფონში ის აიღებს თავის თავზე ეკრანის "დახატვის" ფუნქციას. თუმცა შეიძლება ამის გამო თქვენი ბატარეა უფრო მალე დაიცალოს, ამიტომ გემოვნების ამბავია. რა თქმა უნდა იმისთვის რომ, ეს ცვლილებები ძალაშ შევიდეს საჭიროა ტელეფონის დარესტარტება.
P.S. თუ თქვენ ტელეფონში არ ჩანს Developer Options მაშინ საჭიროა შეხვიდეთ About Device-ში და Build Number-ზე ერთი 7ჯერ დააწკაპუნოთ.
Sunday, November 24, 2013
Saturday, November 23, 2013
Multicloud - სწრაფი წვდომა ქლაუდ სისტემებთან
ჩვენ ყველას გვაქვს რამოდენიმე ქლაუდი, მაგალითად გუგლ დრაივი, დროპბოქსი, სკაიდრავი ან რამე ეგზოტიკური, როგორცაა AmazonS3 და SugarSync.
რიგ შემთხვევაში ერთი ან ორი ქლაუდ სისტემის კლიენტი გვიყენია კომპზე, ხოლო დანარჩენს პერიოდულად ვიყენებთ რაღაც მიზნებისთვის და მათი დაყენება არაა მიზანშეწონილი. როგორ მოვახერხოთ სწრაფი წვდომა და ფაილების გაცვლა ქლაუდ სისტემებს შორის ჩვენ კომპიუტერზე ან თუნდაც სხვის კომპიუტერზე.
ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა MultiCloud. ამ სერვისის გამოყენებისათვის საჭიროა საიტზე ანგარიშის შექმნა და შესაბამისი ქლაუდ სისტემების ანგარიშების მიბმა. MultiCloud მხარს უჭერს DropBox, Box.net, SkyDrive, Google Drive, SugarSync და AmazonS3 ქლაუდ სისტემებს. გარდა ამისა ამ სერვისის მეშვეობით შესაძლებელია თითო ქლაუდ სისტემაზე რამოდენიმე აკაუნტის მიბმა. რაიმე შეზღუდვა ფაილების ატვირთვა ჩამოტვირთვების რაოდენობაზე, სისტემებს შორის გადატანაზე და აკაუნტების რაოდენობაზე შემჩნეული არ არის. ფაილის მაქსიმალური ზომა, რომელიც შეიძება იყოს ატვირთული კი 200 მეგაბაიტია. არსებობს აგრეთვე ქლაუდ სისტემებში ძებნის ფუნქცია და მრავალი სხვა. ინტერფეისი კი საკმაოდ მეგობრულია.
სერვისის მფლობელების თქმით თქვენი უსაფრთხოება და პრივატულობა დაცულია მაღალ დონეზე. პაროლები არ ინახება და ფაილები არ ინახება მულთიქლაუდთან. თუმცა რა თქმა უნდა ენდობით თუ არა ამ განცხადაბებს თქვენი გადასაწყვეტია.

Subscribe to:
Posts (Atom)